ჭდე: ბრიუგე

Home ბრიუგე
პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა
ჩანაწერი

პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა

პეპ გვარდიოლა ისევ თავის კაწვრაში შეამჩნიეს – მისი „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბრიუგესთან’’ პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, რის გამოც კატალონიელმა მწვრთნელმა ინერვიულა. ფლეი-ოფში გასასვლელად  „სიტის’’ ბელგიურ გუნდთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრების ნიგერიელმა თავდამსხმელმა 23 წლის რაფაელ ონიედიკამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. ამ ამბავმა 54 წლის მწვრთნელი...

ქართველების ნაადრევი სიხარული
ჩანაწერი

ქართველების ნაადრევი სიხარული

გუშინ გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას ბელგიური “გენტი” ფაქტობრივად ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე დავიგულეთ, მაგრამ ჩვენი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. მოვყვეთ თავიდან: ბელგიის უმაღლესი საფეხბურთო ლიგის ხელმძღვანელობამ ჩემპიონატის დასრულებულად გამოცხადების რეკომენდაცია გასცა. ახლა გენერალური ასამბლეის დასტურია საჭირო, რაც “ბრიუგეს” ჩემპიონობას უდრის, “გენტს” კი ვერცხლის მედლები გადაეცემა. ეს ბელგიელთა შიდა სამზარეულოა, მაგრამ უეფას რეაქცია მყისიერი იყო: ევროპული...

ჩაკვეტაძე და ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაში
ჩანაწერი

ჩაკვეტაძე და ქვილითაია ჩემპიონთა ლიგაში

ბელგიის ჩემპიონატი დამთავრდა – გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას გენტი ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებს… ასე გადაწყვიტეს კორონავირუსის გამო. უეფა ევროტურნირებზე არ დაუშვებს იმ ქვეყნის კლუბებს, რომელი ქვეყნებიც ჩემპიონატში ადგილებს არ გადაანაწილებენ, არც ჩემპიონს გამოავლენენ, არ მეორეადგილოსანს და ასე შემდეგ… ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია კი დიდი ალბათობით, უახლეოს დღეებში ჩემპიონად გამოაცხადებს ლიდერ ბრიუგეს, ხოლო მეორეადგილოსნად გენტს აღიარებს, რაც...

VAR-ი და უარი (ვიდეო)
ჩანაწერი

VAR-ი და უარი (ვიდეო)

ევროპა ლიგის შეხვედრებში ყურადსაღები ბევრი მოხდა, მაგრამ „მანჩესტერი“ – „ბრიუგეს“ შეხვედრის 22-ე წუთზე მინი-კომედია გათამაშდა. ანგარიში ჯერ ისევ 0:0 იყო, როცა ბელგიელთა მცველმა საიმონ დელიმ კარში დარტყმული ბურთი აკრობატულ ნახტომში ხელით მოიგერია. არბიტრმა დამრღვევს წითელი ბარათი აუფრიალა და ეს, მაინდამაინც, არც თავად გაძევებულს გაუპროტესტებია… შეხვედრა ვიდეორეფერიმ შეაჩერა და დაახლოებით ორწუთიანი პაუზის შემდეგ მსაჯს მონიტორთან უხმეს....

ყველაფერში დამნაშავე არის ბურთი!
ჩანაწერი

ყველაფერში დამნაშავე არის ბურთი!

ბრიუგეში, ევროლიგის შეხვედრაში, „მანჩესტერ იუნაიტედს” თამაშის გადარჩენა მოუხდა — მე-15 წუთზე ჩამორჩა, 36-ზე კი გაქვითა. სტუმრების კარში გოლი 32 წლის არგენტინელი მეკარის სერხიო რომეროს შეცდომის გამო გავიდა (იხ. ვიდეო), მაგრამ მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა ყველაფერი ბურთს გადააბრალა. „იუნაიტედის” გოლკიპერი საჯარიმოდან წინ გამოვიდა, ამ დროს „ბრიუგეს” მეკარემ სიმონ მინოლემ ბურთი თავისი საჯარომოდან მეტოქის ნახევარზე ჩააგდო, სადაც...

ნახევარი კაცი
ჩანაწერი

ნახევარი კაცი

იქნებ მართლა ჯობდა მისი თავიდან მოშორება? ამის შანსი პარიზულ გრანდს ნამდვილად ჰქონდა, მაგრამ მაინც ვერ ელევიან. ბოლოსდაბოლოს ის ხომ თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელსაც მოედანზე სპექტაკლის დადგმა ხელეწიფება და მარტოს შეუძლია გუნდს მოაგებინოს, თუმც რაღაც მაინც აკლია. ქრონიკულ ტრავმიანობას რომ არაფერი ვთქვათ, ალბათ ლიდერის თვისებაც არ აქვს, როგორც მის ასაკში და უფრო ახალგაზრდულ წლებშიც სხვა...