ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...
ჭდე: სოკრატისი
კეინი მყვინთავია?
ჰარი კეინმა, მყვინთავი არ ვარო. მყვინთავს ინგლისში სიმულიანტს ეძახიან, მსაჯის მოსატყუებლად საჯარიმოში რომ წაიქცევა მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგეს წესი არ დაურღვევია. ლაპარაკია „არსენალსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურს” შორის გამართულ ჩრდილოლონდონურ დერბიზე, რომელიც 2:2 დამთავრდა. ამ შეხვედრის 85-ე წუთზე იყო ეპიზოდი, როდესაც არსენალელი სოკრატისმა კეინი თითქოს წააქცია, მაგრამ პენალტი არ დაინიშნა. ინგლისელ მიმომხილველთა უმეტესობამ „სფურზისა” და ნაკრების ფორვარდს...
მოდი აქ, შე სალაჰანა!
„არსენალის” მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა „ენფილდ როუდზე” „ლივერპულთან” შეხვედრის შესვენებისას გაწევ-გამოწევა მოაწყო. „ლივერპულმა” „არსენალს” 5:1 მოუგო. სოკრატისის გამო პირველი ნახევრის ბოლოწამს ლონდონელების კარში პენალტი დაინიშნა. ბერძენმა მოჰამედ სალაჰი წააქცია და ეგვიპტელმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. ასე გახდა ანგარიში 4:1. როდესაც ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ, სოკრატისი და სალაჰი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, რა დროსაც კამათი ატყდა. სოკრატისი მიიჩნევდა, რომ სალაჰმა...

