თუ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ორ-სამ კვირაში „მანჩესტერი“ მკვეთრად ვერ გამოასწორებს თამაშის ხარისხს და შედეგებს, მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი უმუშევარი დარჩება.ამის შესახებ მანჩესტერელთა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა ღიად განაცხადა. ბრიტანულმა მედიამ მშვენივრად იცის სერ ვუდვორდის მკვეთრი განცხადების მიზეზი. ამ „მიზეზს“ კი სახელად მაურიციო პოჩეტინო ჰქვია.
ედ ვუდვორდმა ისიც იცის, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ მაურიციო პოჩეტინოს ძალიან სურს „მანჩესტერში“ მუშაობა და მზად არის, მისთვის ადგილის გასათავისუფლებლად სულშერი ულტიმატუმის კედელთან მიაყენოს.
ვუდვორდი ლამის იფიცება, გადაწყვეტილების მიღებისას ემოციებით არ ვიხელმძღვანელებო, მაგრამ სწორედ ემოციებმა გადასძალა, როცა შარშან, მარტში, სულშერს სრულფასოვანი კონტრაქტი შესთავაზა.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები21/10/2026 | 22:04ფუტსალი წაგებას დაეჩვია
აქეთურ-იქითური15/10/2026 | 18:05თითქმის მოგებული წაგებული დარჩა
სიახლეები06/10/2026 | 23:12ვიცე-ეთერი…
აქეთურ-იქითური28/09/2026 | 12:23უმედლო ოლიმპიადა
