არგენტინის თასის ოცდამეთორმეტედფინალში „ბოკა ხუნიორსმა” „სენტრალ ნორტეს” 3:0 მოუგო და ამ შეხვედრაში ორი გოლით თავი „ნაპოლის” ყოფილმა თავდასხმელმა, შემდეგ კი „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა, 37 წლის ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა. ხოლო თუ ვინმეს ჰგონია, რომ თასის ოცდამეთორმეტედფინალი გამორჩევით აღნიშვნისთვის მეტისმეტად ადრეული ეტაპია და იქ გატანილ გოლისთვის დროის დათმობა არც ღირს, არგენტინელი ტელეკომენტატირის ღრიალს მოუსმინოს. ედინსონ...
ჭდე: ედინსონ კავანი
კავანი ვალენსიადან წავა
ჯერ არავინ იცის დარჩება გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში” თუ „ბაიერნში” გადავა, ის კი გამოიკვეთა, რომ „ღამურებს” ვეტერანი თავდამსხმელი, 36 წლის ურუგვაელი ედინსონ კავანი დააემშვიდობება. რა უნდა იყოს ამის უკეთესი დასტური, ვიდრე ის, რომ მწვრთნელმა რუბენ ბარახამ კავანი „ნოტინგემ ფორესტთან” პირველ ამხანაგურ შეხვედრაში არ ათამაშა და დღეს სკოლვაკეთსა და შვეიცარიაში დანიშნულ შეკრებაზე არ წაიყვანა. ვეტერანის აგენტები კლუბთან...
კავანიმ VAR-ის მონიტორი დალეწა
ურუგვაის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ჩარჩა. განრისხებულმა ვეტერანმა, „ვალენსიაში” გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა და ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლის” ყოფილმა ფეხბურთელმა ედინსონ კავანიმ მოედნიდან გასვლისას ჯავრი VAR-ის მონიტორზე იყარა, რასაც ქვემოთ ვიდეოზე ნახავთ. კავანი თამაშში 65-ე წუთზე ჩაერთო. მან ძველი პარტნიორი ლუის სუარესი შეცვალა, მაგრამ განელთა კარში მესამე გოლის გატანა ვერ მოახერხა, შეხვედრა 2:0 დამთავრდა და მატჩის დამთავრების...
გატუზო: მეშინოდა, რომ წავაგებდით
„ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ „ელჩესთან” 2:2-ის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. რით ხსნით „ვალენსიას” არასტაბილურობას? პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვითამაშეთ, მეორეში კი ერთმანეთს ბევრი უზუსტო პასი გადავაწოდეთ. ყველაფერში შეცდომებს ვუშვებდით. ბევრი ფეხბურთელი მეტოქის რიგებში არ შერბოდა. აი, ეს იყო პრობლემა. ნორმალური იქნებოდა პირველი ტაიმის პირველ 20 წუთში სამი გოლი რომ გაგვეტანა. თამაშამდე ამბობდით, რომ ეს შეხვედრა...
კავანი მესტალიაზე მხსნელად ჩამოვიდა
„ვალენსიამ” წააგო, მაგრამ „მესტალია” ზეიმობდა — „ღამურებმა” 2024 წლამდე ედინსონ კავანი შეიძინეს. „ატლეტიკოსთან” დამარცხება გულსატკენი იყო, გულშემატკივარი ტრიბუნებს მსაჯზე გაბრაზებული ტოვებდა, მაგრამ შინ იმედის განცდაც მიჰყვებოდა — მიმდინარე სეზონმა მათ შესაძლოა დიდი სიამოვნება მიანიჭოთ, რადგან დეკადის ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი შეიძინეს. „მესტალიასა” და კავანის შორის მხურვალე ურთიერთობა იმ წუთიდან ჩამოყალიბდა, როდესაც ურუგვაელი ვალენსიის აეროპორტში დაეშვა. ფანებს...
დარვინის თეორია: გოლები
დარვინ ნუნიესი 22 წლის ურუგვაელია. ამპლუით თავდამსხმელი, ლისაბონის „ბენფიკაში“ თამაშობს და მისი დიდი დამსახურება იყო, გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალამდე რომ მივიდა. ბევრი გოლი გააქვს და ადარებენ ლუის სუარესს, ასევე ედინსონ კავანის. ნუნიესის გადაბირების მსურველების რიგი უდგას. „ბარსელონა“, პსჟ, „მანჩესტერ იუნაიტედი“… თუმცა ფავორიტი „ბარსაა“, რომელიც მზადაა, ლისაბონელთა მადა დააკმაყოფილოს. „ბენფიკა“ 100 მილიონ ევროს ითხოვს. ამ სეზონში...
რაღაც არ გამოდის
გუშინდელი მანჩესტერული დერბის წინ რომ შეიტყო შემადგენლობაში არ ვარო, კრიშტიანუ რონალდუმ გამოაცხადა, რომ ბარძაყი ტკივა და პორტუგალიაში გაფრინდა. ინგლისური პრესის ინფორმაციით, როდესაც რალფ რანგნიკმა უთხრა, რომ სასტარტო შემადგენლობაში არ ათამაშებდა, სუპერვარსკვლავს გაოცებისგან კინაღამ ყბა ჩამოუვარდა. რანგნიკს უთქვამს, მეორე ტაიმში დასვენებული კაცი დამჭირდება და ამიტომ თავიდან სკამზე დაჯექიო, „იუნაიტედის” ლეგენდა კი დარწმუნებული იყო, რომ თამაშზე გავლენას...
ათი წელია ასეთი გვალვა არ ყოფილა
კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მეხუთე შეხვედრაში ვერ გაიტანა. ასეთი „გვალვა“ პორტუგალიელს ათ წელიწადზე მეტია არ ჰქონია. „მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკვლავმა იანვარში, „ბრენტფორდთან“ თამაშის შემდეგაც წონასწორობიდან გამოსულმა დატოვა მოედანი. და აი, მას გუშინ „ბარნლისთან“ ნათამაშები 1:1-ის მერეც იგივე მოუვიდა — გამწარებული შევარდა გასახდელში. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი თანაგუნდელებთან ერთად მოედანზე არ შეყოვნებულა, რათა გულშემატკივრისთვის ტაში დაეკრა და ტრადიციული...
ფეხბურთელებო, თქვენ პრანჭია გოგონები ხართ!
გარდაიცვალა მაურიციო ძამპარინი. კაცი, რომელსაც უკავშირდება კლუბ „პალერმოს“ უცაბედი პროგრესი და მერე სტაბილური თამაში, ევროტურნირებზე მუდმივი გასვლები, მაგარი ტრანსფერები: ედინსონ კავანი, ფაბრიციო მიკოლი, ხავიერ პასტორე, პაულო დიბალა, ფაბიო გროსო, ლუკა ტონი… ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. და კიდევ, ქართველი ლევან მჭედლიძე. როგორც გახსოვთ, მჭედლიძე „პალერმოში“ თამაშობდა და სწორედ მაშინ გაუტანა გოლი ჯიჯი ბუფონს. ძამპარინი 80 წლის გახლდათ....
ნიუკასლმა მანჩესტერს აჯობა
როგორ მოახერხა „ნიუკასლმა“ „მაჩესტერ იუნაიტედთან“ ვერ-მოგება, სამუდამოდ უცნობი დარჩება. არადა, ლაპარაკია გუნდზე, რომელიც პრემიერლიგიდან გავარდნის საშიშროების პირასაა და თუ საუდელმა პატრონებმა იანვრის სატრანსფერო ბაზარზე დიდძალი ფული არ მიაყარეს, გაისად სუპერგუნდის ჩამოყალიბებას ვინ ჩივის, პრემიერლიგაში დაბრუნება ექნებათ საწვალებელი. მაგრამ, მსაჯმა ჩასტვინა, თამაში დაიწყო და „კაჭკაჭებმა“ სახელოვანი სტუმარი ლამის საკუთარი კარის ძელებს მიაჭედეს. ამ შეხვედრაში ერთმანეთს დაემთხვა...









