ედინსონ კავანის ბედი ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული. 33 წლის ურუგვაელი „პარი სენ ჟერმენიდან” თითქოს „ბენფიკაში” უნდა გადასულიყო, მაგრამ იტალიური „გაძეტა დელო სპორტის” ცნობით ისეთ ხელფასს ითხოვს, რომ ლისაბონის კლუბმა ხელები ასწია. „ბენფიკას” შემდეგ სხვა მსურველებიც გააქტიურდნენ, რომელთა შორის, კატალონიური „სპორტის” ინფორმაციით, „რეალიც” არის. გამოცემა ამბობს, რომ მადრიდელებს ერთი ან ორი ახალი თავდამსხმელი სჭირდებათ. მიზეზი: სერბმა...
ჭდე: ედინსონ კავანი
ლეოს 22 აცილებული
პენალტის შესრულებას, ბუნებრივია, ოსტატობა სჭირდება, მაგრამ პირისპირ დარჩენის შემდეგ დამრტყმელის შანსი მეკარისაზე გაცილებით მაღალია. ამის მიუხედავად, პენალტები სუპერვარსკვლავებსაც უფუჭდებათ. ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა დათვალეს, ევროპის ტოპ-5 ლიგაში ვინ გააცუდა ყველაზე მეტჯერ 11-მეტრიანი დარტყმა XXI საუკუნეში. იცით ვინ არის ანტილიდერი? ლეო მესი! თურმე არგენტინელს ჯამში 22 პენალტი გაუცუდდა. მეორე-მესამე ადგილებს კრიშტიანუ რონალდუ და ფრანჩესკო ტოტი იყოფენ –...
ბაიერნმა კავანის გახედა
მიუნხენის „ბაიერნი“ 33 წლის ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის გადაბირებით დაინტერესდა. კავანი თავისუფალი აგენტია – „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა. გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა კავანის რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორად მოიაზრებს. როგორ ირკვევა, უკვე შედგა პირველი კონტაქტი ედინსონის ძმასთან. გარკვეულ დეტალებზე იმსჯელეს, კლუბის წარმომადგენლებმა მოისმინეს ფეხბურთელის მოთხოვნები. ამასთან, კავანის დაწყებული აქვს მოლაპარაკებები „ბენფიკასთან“. თუმცა, იქ პრობლემები ფინანსური კუთხით...
მამასთან უნდა
იტალიური „კალიარის“ ფორვარდი ჯოვანი სიმეონე არც მალავს, რომ მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაშზე ოცნებობს. მოგეხსენებათ, მადრიდულ კლუბს მამამისი დიეგო უდგას სათავეში. უმცროსი სიმეონეს თქმით, ეს სულაც არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. „მადრიდის „ატლეტიკოში“ თამაში ჩემი იცნებაა. ბავშვობიდან ვქომაგობ ამ გუნდს და სულ მინდოდა მისი წევრობა. ახლა იქ მამაჩემია მთავარი მწვრთნელი, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, სურვილი არ გადამივლის....
მანჩესტერ იუნაიტედი და ჩელსი ბაზრობენ
„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის” ჯობნა და „პარი სენ ჟერმენის” 32 წლის თავდამსხმელის ედინსონ კავანის გადაბირება უნდა. თავად კავანის კი პსჟ-დან წასვლა სურს. „იუნაიტედისთვის” კავანი „ვულვერჰემპტონთან” სათასო შეხვედრაში დაშავებული მარკუს რეშფორდის შემცვლელი იქნება. რეშფორდს გარკვეული ხანი მკურნალობა სჭირდება. „ექსპრესი” წერს, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა „პარი სენ ჟერმენს” კვირას წერილობით სთხოვა ტრანსფერი, რაც...
კვაზი სეხნია
ადრე ათიანი, თავიუფალი მხატვარი, ყველა გუნდს ჰყავდა, თუმცა დრომ მოიტანა და ესთეტიკა რაციონალიზმმა დაჩაგრა – დღეს ეს პოზიცია თანამედროვე ფეხბურთიდან თითქმის გაქრა. ტექნიკურად სრულყოფილმა ფეხბურთელებმა მოედნის ცენტრში დაიკავეს ადგილი. ხავიმ და ინიესტამ მთელ სამყაროს დაუმტკიცეს, რომ მოქნილობას შეუძლია ველური და მხოლოდ ფიზიკურ ძალაზე დამყარებული ფეხბურთი დაამარცხოს. ესპანეთმა და „ბარსელონამ“ ერთ დროს სცადეს მთელი მსოფლიოსთვის ეკარნახათ, რომ...
რონალდუს ვაჟკაცობა და გინება
მსოფლიო მას-მედიასა და სოციალურ ქსელებში კრიშტიანუ რონალდუს მისამართით უამრავი ქების სიტყვა ითქვა. მიზეზი ნათელია: პორტუგალიელთა ლიდერი ურუგვაელ მეტოქეს, მისი გუნდის კარში ორი გოლის ავტორს, დაშავებულ ედინსონ კავანის მოედნიდან გასვლაში დაეხმარა. ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა 31 წლის კავანი თავისი ქვეყნის ნაკრებს მეოთხედფინალში, ფრანგებთან შეხვედრაში დაეხმაროს. ურუგვაელთა მერვედფინალის გმირი შეხვედრის დასრულებამდე 17 წუთით ადრე დაშავდა. კავანი...
ნეიმარი: დამნებდი, კავანი !
პენალტის გამო კავანის და ნეიმარს შორის დაწყებული არა სასიყვარულო ისტორია 200 მილიონი ევროს გამარჯვებით დასრულდა. ამიერიდან პენალტებს ბრაზილიელი შეასრულებს – ასე გადაწყვიტა მწვრთნელმა უნაი ემერიმ, ან ვინმემ უფრო ზემოთ და ემერის დააბრალეს. 200 მილიონი ნეიმარში გაისროლეს და ხალხმა კავანის პენალტებს უყუროს ? ორი თვის წინ „ლიონთან“ კავანიმ და ნეიმარმა ბურთი ვერ გაიყვეს თერთმეტმეტრიანის შესასრულებლად და...







