ედინსონ კავანის ბედი ჯერ კიდევ ჰაერშია გამოკიდებული. 33 წლის ურუგვაელი „პარი სენ ჟერმენიდან” თითქოს „ბენფიკაში” უნდა გადასულიყო, მაგრამ იტალიური „გაძეტა დელო სპორტის” ცნობით ისეთ ხელფასს ითხოვს, რომ ლისაბონის კლუბმა ხელები ასწია.
„ბენფიკას” შემდეგ სხვა მსურველებიც გააქტიურდნენ, რომელთა შორის, კატალონიური „სპორტის” ინფორმაციით, „რეალიც” არის.
გამოცემა ამბობს, რომ მადრიდელებს ერთი ან ორი ახალი თავდამსხმელი სჭირდებათ. მიზეზი: სერბმა ლუკა იოვიჩმა და ესპანელ-დომენიკელმა მარიანო დიასმა ვერ გაამართლეს. კავანი კი, ასაკის მიუხედავად, გოლების მანქანაა.
ურუგვაელის შეძენა კარგა ხანია უნდა მადრიდის „ატლეტიკოსაც”, მაგრამ დიდ სახელფასო მოთხოვნებს ვერც „მატრასები” უხერხებენ რამეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 07:41ურუგვაიმ აშშ-ში ჩაფრენაზე იწვალა
აქეთურ-იქითური14/06/2026 | 11:29ინფანტინომ იღლაბუცა
მთავარი ამბავი14/06/2026 | 10:46VAR-მა შვეიცარიას გოლი გაატანინა
