მიუნხენის „ბაიერნი“ 33 წლის ურუგვაელი შემტევის, ედინსონ კავანის გადაბირებით დაინტერესდა. კავანი თავისუფალი აგენტია – „პარი სენ-ჟერმენთან“ კონტრაქტი 30 ივნისს დაუსრულდა.
გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა კავანის რობერტ ლევანდოვსკის დუბლიორად მოიაზრებს. როგორ ირკვევა, უკვე შედგა პირველი კონტაქტი ედინსონის ძმასთან. გარკვეულ დეტალებზე იმსჯელეს, კლუბის წარმომადგენლებმა მოისმინეს ფეხბურთელის მოთხოვნები.
ამასთან, კავანის დაწყებული აქვს მოლაპარაკებები „ბენფიკასთან“. თუმცა, იქ პრობლემები ფინანსური კუთხით იქმნება – ურუგვაელი იმაზე მეტს ითხოვს, ვიდრე კლუბი სთავაზობს.
კავანი პსჟ-ში 2013-20 წლებში ირჯებოდა. ვადამდე დასრულებულ სეზონში 33 წლის ფეხბურთელმა 14 მატჩში (7 ძირითადში) ითამაშა. გაიტანა ოთხი გოლი და ერთხელაც თანაგუნდელს გაატანინა.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
