„მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელს ოლე გუნარ სულშერს იანვრის სატრანსფერო ბაზარზე „ჩელსის” ჯობნა და „პარი სენ ჟერმენის” 32 წლის თავდამსხმელის ედინსონ კავანის გადაბირება უნდა. თავად კავანის კი პსჟ-დან წასვლა სურს.
„იუნაიტედისთვის” კავანი „ვულვერჰემპტონთან” სათასო შეხვედრაში დაშავებული მარკუს რეშფორდის შემცვლელი იქნება. რეშფორდს გარკვეული ხანი მკურნალობა სჭირდება.
„ექსპრესი” წერს, რომ ურუგვაელმა ფორვარდმა „პარი სენ ჟერმენს” კვირას წერილობით სთხოვა ტრანსფერი, რაც მყისვე გაიგეს „ჩელსიმ” და „მანჩესტერ იუნაიტედმა”. პარიზელთა სპორტული დირექტორი ლეონარდო კი ადასტურებს, რომ კავანის ყიდვის სურვილი ოფიციალურად გამოთქვა მადრიდის „ატლეტიკომაც”.
თუ კავანის ვერ იყიდის, სულშერს შესაძლოა მის ხელთ არსებული რესურსზე, კერძოდ კი მეისონ გრინვუდზე დაყრდნობა დასჭირდეს. ამ ეტაპზე ხომ „იუნაიტედში” უფრო გამოკვეთილი სამარქაფო თავდამსხმელი არ არსებობს.
ორშაბათს, „ჩელსის” თავკაცმა ფრენკ ლემპარდმაც განაცხადა, რომ კავანის დიდი თაყვანისმცემელია და დასძინა, ამ სატრანსფერო ფანჯრით უნდა ვისარგებლოთ და გავძლიერდეთო.
კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა კავანის ყიდვის პროცესი, ლემპარდმა უპასუხა: „დეტალები არ ვიცი, ამიტომ დავიცადოთ და ვნახოთ. ის დიდებული ფეხბურთელია. მის წინააღმდეგ მითამაშია. ყოველთვის მომწონდა მისი მენტალიტეტი. კავანის მიერ გატანილი გოლების რაოდენობა კი მის ოსტატობაზე მეტყველებს.
„ჩელსი” ახალგაზრდული გუნდია და ამიტომ გამოცდილ მოთამაშეს სიამოვნებით დავიმატებდი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
