ფრენკ ლემპარდი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელს და ექს-მწვრთნელს პრემიერლიგის 609 მატჩში 177 გოლი აქვს გატანილი და 102 საგოლე გადაცემა შესრულებული. ფრენკ ლემპარდი დიდების დარბაზის მეხუთე წევრია. მანამდე ეს პატივი წილად ალან შირერს, ტიერი ანრის, ერიკ კანტონას და როი კინს ერგოთ.
ჭდე: ფრენკ ლემპარდი
რომა დიდ სიამოვნებას იღებს
რომან აბრამოვიჩს ინტერვიუების მიცემა არ უყვარს, მაგრამ თითქმის 15 წლიანი დუმილი დაარღვია და ჟურნალ „ფორბსს” ელაპარაკა. რუსმა მილიარდერმა გატაცებით ისაუბრა დიდი კლუბის შექმნაზე, „ჩელსის” ქალთა გუნდსა და აკადემიაზე, რასაც სხვა თემები, მაგალითად, „ლურჯთა” თემში დისკრიმინაციასთან ბრძოლაც მოაყოლა. „ვფიქრობ, ჩვენს მიერ მოპოვებული ტიტულები ყველაზე კარგად აჩვენებს, თუ რა შევქმენით მთელი ამ წლების განმავლობაში. ჩემი მიზანია მომავალშიც...
ჩელსიმ ატლეტიკოს აჯობა
ინგლისური პრესა აღფრთოვანდა: ჩვენ გვყავს ერთ მუშტად შეკრული, გამარჯვების ჟინით შეპყრობილი, სერიოზული „ჩელსიო”, წერენ მას მერე, რაც „ლურჯებმა” მადრიდის „ატლეტიკოს” 2:0 მოუგეს და ორი შეხვედრის ჯამში, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდნენ. ჯამური ანგარიში გახლავთ 3:0. მარტივი ლოგიკაა: „ჩელსი” სერიოზული გუნდი რომ არ იყოს, ლა ლიგის ლიდერის შეჯიბრებიდან დამაჯერებლად გამოთიშვას ვერ მოახერხებდა. რაც დასავლეთლონდონელებს სათავეში თომას ტუხელი...
დაქვითვა რა საჭიროა?
„ჩელსის” ახალმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა ფეხბურთელებს სრული ნდობა გამოუცხადა — გერმანელმა მათ საშუალება მისცა დრო თავად აკონტროლონ. არადა, მისი წინამორბედის, ფრენკ ლემპარდის ხანაში ყველაფერი მკაცრად იყო განსაზღვრული და ჯარიმების მთელი სისტემაც არსებობდა. საინტერესოა, რომ ტუხელმა მატჩების წინა ღამის სასტუმროში სავალდებულო გათენებაც კი გააუქმა. მან სტუმრად ჩასატარებელი შეხვედრების წინა ღამეც კი ფეხბურთელებს აჩუქა, რათა მათ ოჯახებში...
ანტი-ლემპარდი? რა სისულელეა
„შპორტ ბილდმა” გამოაქვეყნა ინტერვიუ 27 წლის მცველ ანტონიო რუდიგერთან. მოგეხსენებათ, ის „ჩელსიში” თამაშობს, სადაც ცოტა ხნის წინ მწვრთნელად თომას ტუხელი დაინიშნა. „ჩელსიშივე” არიან გერმანელები კაი ჰავერცი და ტიმო ვერნერი. თურმე, არ არის გამორიცხული „ლურჯებმა” მომავალშიც შეიძინონ მოთამაშეები ამ ქვეყნიდან. რუდიგერის მოსაზრებებს გერმანულ და არა მარტო გერმანულ თემებზე ქვემოთ გთავაზობთ. — როდესაც „ჩელსის” ახლანდელი მწვრთნელი თომას...
მართალი ანტონიო
ნუთუ 27 წლის გერმანელი მცველი ანტონიო რუდიგერი „ჩელსის” თავკაცის პოსტიდან ფრენკ ლემპარდის გაშვებაში მართლა დამნაშავეა? ბოლო დღეებში, ინგლისურ მედიასა და სოციალურ სივრცეში ამაზე დაიწყეს წერა. რუდიგერი ინგლისელი მწვრთნელის პერიოდში დასავლეთლონდონელთა გუნდში ცენტრალური ფიგურა აღარ იყო. ლემპარდის შემცვლელის, გერმანელი თომას ტუხელის მოსვლამ კი მისი პოზიციები გაამყარა — ახალი თავკაცის ხელში გუნდმა ჯერჯერობით ორი შეხვედრა ჩაატარა და...
მაქსიმალისტი რეალისტი
თომას ტუხელმა თქვა, რომ მართალია გონებაში ტიტულისთვის ბრძოლა უტრიალებს, მაგრამ იმავდროულად რეალისტად მართებს დარჩენა. გერმანელმა, რომელმაც „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობაზე ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდი შეცვალა, ინგლისური ცხოვრება „ვულვერჰემპტონთან” 0:0-ით დაიწყო. თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტუხელი ამბობდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა გუდმა მიზნად ჩემპიონობა უნდა დაისახოსო. შემდეგ კი იყო მატჩი, რომელშიც დასავლეთლონდონელთა ბურთის ფლობის პროცენტი 79%-მდე ავიდა, მაგრამ...
ტუხელი მუშაობას რიხიანად შეუდგა
თომას ტუხელმა „ჩელსიში” პირველი ვარჯიში ჩაატარა. ის დასავლეთლონდონელთა მწვრთნელად ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდის ნაცვლად დანიშნეს. დღეს კი „ჩელსი” უკვე „ვულვერჰემპტონს” ეთამაშება და კაცმა, რომელიც შობა საღამოს ჯერ კიდევ „პარი სენ ჟერმენს” ედგა სათავეში, 27 იანვარს, სულ სხვა გუნდს, სულ სხვა ჩემპიონატში სამი ქულა უნდა მოაპოვებინოს. თან, ჩასვლიდან მეორე დღეს. გერმანელს „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მეათე ადგილზე...
წესიერი ადამიანი და ახალი კაცი წნეხში
„ჩელსის” ახალი მწვრთნელი თომას ტუხელი გახდება. მის წინაშე დგას კონკრეტული და მკაფიო ამოცანა: დასავლეთლონდონელებმა ჩემპიონის ტიტულისთვის ამ სეზონშივე უნდა იბრძოლონ. კლუბის ლეგენდა ფრენკ ლემპარდი კი გუშინ მოხსნეს. როგორც „ჩელსის” შეფებმა თქვეს, მის ხელში, ბოლოს, გუნდს საკუთარი შესაძლებლობებისა აღარ სწამდა. ლემპარდი სამსახურიდან დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ და თავმჯდომარემ ბრუს ბაკმა გაუშვეს. ისინი იმედოვნებენ, რომ ტუხელი „ლურჯებს” ხვალვე...
ლემპარდი მოხსნეს
„ჩელსიმ” ფრენკ ლემპარდი გაუშვა. დასავლეთლონდონელთა მწვრთნელი კოშმარული სტარტის შემდეგ სულ მეტი და მეტი ზეწოლის ქვეშ ექცეოდა, რაც ლოგიკურ ბოლომდე მივიდა. მის შემცვლელად თტომას ტუხელს ელიან. მიუხედავად იმისა, რომ კლუბის მეპატრონემ რომან აბრამოვიჩმა ზაფხულში 228,7 მილიონი გირვანქა დახარჯა, „ლურჯები” პრემიერლიგის ცხრილში მე-9 ადგილზე არიან. გუშინ, „ჩელსის” ფეხბურთელებს გამოუცხადეს, რომ დღეს დილით ვარჯიშზე არ მისულიყვნენ. ისინი შუადღისას...









