თომას ტუხელმა თქვა, რომ მართალია გონებაში ტიტულისთვის ბრძოლა უტრიალებს, მაგრამ იმავდროულად რეალისტად მართებს დარჩენა. გერმანელმა, რომელმაც „ჩელსის” მწვრთნელის თანამდებობაზე ორშაბათს მოხსნილი ფრენკ ლემპარდი შეცვალა, ინგლისური ცხოვრება „ვულვერჰემპტონთან” 0:0-ით დაიწყო.
თამაშის წინ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტუხელი ამბობდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩემმა გუდმა მიზნად ჩემპიონობა უნდა დაისახოსო. შემდეგ კი იყო მატჩი, რომელშიც დასავლეთლონდონელთა ბურთის ფლობის პროცენტი 79%-მდე ავიდა, მაგრამ სახიფათო მომენტი ბევრი არ ჰქონდათ და თუ ჰქონდათ, უფრო ბოლო წუთებზე.
„როდესაც „ჩელსიში” მუშაობას თანხმდები, კარგად იცი, რომ ჩემპიონობა მოგეთხოვება, — თქვა „პარი სენ ჟერმენის” ყოფილმა მწვრთნელმა, — იმავდოულად, სიმართლეს თვალში უნდა შევხედოთ. ახლა, ჩვენ ყოველდღიურად დავხვეწთ დეტალებს და მწამს, რომ ამ მუშაობის შედეგად ქულებიც მოვა. ჩემი ამოცანაა, რაც შეიძლება მალე დავაბრუნო გუნდი ცხრილის თავში, მაგრამ ერთადერთი სწორი გზა ნაბიჯ-ნაბიჯ მოძლიერებაა.
დღევენდელი თამაში კი ძალიან მომეწონა, რადგან თვალნათლივ დავინახე რას ვაკეთებდით. სტადიონზე ხალხი რომ მჯდარიყო, ბედნიერი ვიქნებოდი. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარს ჩვენი თამაში მოეწონებოდა. ჩვენ შევძელით, რომ მთელმა მატჩმა მოწინააღმდეგის ნახევარზე ჩაიარა, დროის მსვლელობასთან ერთად კი სახიფათო მომენტების რაოდენობა იზრდებოდა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი26/07/2026 | 10:00მამარდას პირველი ამხანაგური
სიახლეები26/07/2026 | 08:42ჯიჯიმ ცოლი მოიყვანა
სიახლეები25/07/2026 | 09:53პირლო დუბაის დაეთხოვება და სკუადრა აძურას ჩაიბარებს
მთავარი ამბავი25/07/2026 | 07:31ფაბიან რუისი და გავი პომიროს ჭამენ
