„ნიუკასლისა“ და „ბლექბერნის“ ყოფილმა თავდამსხმელმა და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდამ, ალან შირერმა ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტზე ისაუბრა. „ვეჭვობ, შესაძლოა, ეს მატჩი საუთგეიტისთვის უკანასკნელი იყოს ინგლისის ნაკრებში. ჩვენ ყველა იმედგაცრუებული ვართ. დიახ, შეგვეძლო გვეთამაშა უფრო ლამაზი ფეხბურთი, უფრო შემტევი, მაგრამ ინგლისი მაინც გავიდა ფინალში. როცა ასე ახლოს მიხვალ, უნდა გადალახო ხაზი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ საუთგეიტის დროს ჩვენ...
ჭდე: ალან შირერი
შირერი ნიუკასლის წინააღმდეგ არაა
ალან შირერი მედიის არც იმდენად მოყვარულია, ნებისმიერ წვრილმანზე კომენტარები აკეთოს. როგორც ჩანს, „ნიუკასლის“ ვეტერანს (1996-2006 წ.წ.) და ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირს (148 გოლი პრემიერლიგაში) სათქმელი დაუგროვდა. „აღარც იმედი დარჩა და აღარც ამბიცია. სიმართლე გითხრათ, ეს უკვე მომბეზრდა. სეზონიდან სეზონამდე ერთი და იგივე შეცდომები მეორდება. მენეჯმენტი ახალ კონტრაქტებს სთავაზობს ფეხბურთელებს, იმიტომ რომ ვერ ყიდის მათ. მერე...
ფრენკ ლემპარდ V
ფრენკ ლემპარდი ინგლისის პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრად აირჩიეს. „ჩელსის“ ექს-ფეხბურთელს და ექს-მწვრთნელს პრემიერლიგის 609 მატჩში 177 გოლი აქვს გატანილი და 102 საგოლე გადაცემა შესრულებული. ფრენკ ლემპარდი დიდების დარბაზის მეხუთე წევრია. მანამდე ეს პატივი წილად ალან შირერს, ტიერი ანრის, ერიკ კანტონას და როი კინს ერგოთ.
რაიან გიგზი შოკშია
სწორედ ასე დაახასიათა საკუთარი ფსიქოლოგიური მდგომარეობა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა რაიან გიგზმა, როცა შეიტყო, რომ პრემიერლიგის დიდების დარბაზის წევრობის კანდიდატადაც არ მოიაზრება. არადა, წინასწარი ინფორმაციით, დარბაზის პირველი ორი წევრი ალან შირერი და რაიან გიგზი უნდა ყოფილიყვნენ. მერე გიგზი ტიერი ანრით ჩაანაცვლეს, რისი მიზეზიც საკმაოდ არასასიამოვნო ისტორია გახდა. წინა კვირაში გიგზს წარუდგინეს ბრალდება 2020 წლის ნოემბერში ორ...
შირერი და ანრი დიდების დარბაზში
ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ დიდების დარბაზის დაარსება დააანონსა. მისი პირველი წევრები კი ალან შირერი და ტიერი ანრი გახდებიან. წლის ბოლომდე დიდების დარბაზის წევრი კიდევ 6 ფეხბურთელი იქნება და მათ შერჩევაში ქომაგები მიიღებენ მონაწილეობას. ალან შირერს „საუთჰენპტონში“, „ბლექბერნსა“ და „ნიუკასლში“ 14 წელიწადში გამართულ 441 შეხვედრაში 260 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში საუკეთესოა. 1994-1995 წლების...
გავლენიანი, მდიდარი ქალები და კაჭკაჭები
ამ „ნიუკასლ იუნაიტედს” ხელმძღვანელ ქალებზე სჭირს რაღაც გაგიჟება. აურის ამბავი უნდა იყოს. ეტყობა ყოფილი „სუსტი სქესის” წარმომადგენლებს იზიდავს. სულ ცოტა ხნის წინ კლუბის ყიდვას საუდელი კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანი აპირებდა, რომელსაც წინ ინგლისელი ბიზნესვუმენი ამანდა სტეივლი ჰყავდა აფარებული. და აი, ამ ამბიდან ორი თვეც არ არის გასული, რომ ჰორიზონტზე კვლავ ქალბატონი გამოჩნდა — კანადელი ევანჯელინ...
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
ალან შირერის ბლოგი
სეზონის არ-დამთავრება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუკი სხვა გზა აღარ იქნება. მანამდე კი საჭიროა საკითხი განვიხილოთ ყოველი კუთხით, უნდა გადავხედოთ ყველა შესაძლო სცენარს, თუნდაც ისეთს, რომელიც შემდეგი სეზონის დაწყების გვარიანად გადაწევას გულისხმობს. დღეს არსებობს უამრავი აზრი, ვარაუდი. და გასაგებია, რომ ამწუთას გაცილებით მნიშვნელოვანი საკითხებია წინა პლანზე, მაგრამ თუ (და ეს ძალიან დიდი „თუ”-ა) სეზონს ვერ...
გენიალური კუნი
გვინდა, არ გვინდა, ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩემპიონის ვინაობა ფაქტობრივად გადაწყვეტილია – მთავარი ინტრიგა თითქმის მკვდარია. დიახ, ბურთი მრგვალია, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შესაძლოა ჩვენც მოვლენებს წინ ვუსწრებდეთ, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით ფეხი დაუცდეთ და 30 წლის ნანატრი სანუკვარი ჩემპიონობაც ქართან თუ წყალთან ერთად ისევ პეპ გვარდიოლას „სიტის“ გაატანონ, მაგრამ იურგენ კლოპი და მისი...
ვითომ ჯორდი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
ევრო 96-ზე მოთამაშე პატარა კრუიფს რომ ჰკითხეს, ზურგზე გვარი რატომ არ გაწერიაო, მან მედიდურად მიუგო: სირცხვილია ჰოლანდიის ნაკრებში ვინმეს ეწეროს ეს გვარი და არ ამძიმებდეს, ამიტომაც ჩემი ჯორდი მირჩევნიაო. გამოხდა ხანი და პატარა კრუიფი „მანჩესტერ იუნაიტედში“ ვიხილეთ. ზურგზე მამისეული №14 დაუკრავს და გვარსაც აღარ მორიდებია, კრუიფი მოურგია, იფიქრებთ, დიადი გვარი და ნომერი ამძიმებსო. მაგრამ საქმე...









