ინგლისური პრემიერლიგის ხელმძღვანელობამ დიდების დარბაზის დაარსება დააანონსა. მისი პირველი წევრები კი ალან შირერი და ტიერი ანრი გახდებიან.
წლის ბოლომდე დიდების დარბაზის წევრი კიდევ 6 ფეხბურთელი იქნება და მათ შერჩევაში ქომაგები მიიღებენ მონაწილეობას.
ალან შირერს „საუთჰენპტონში“, „ბლექბერნსა“ და „ნიუკასლში“ 14 წელიწადში გამართულ 441 შეხვედრაში 260 გოლი აქვს გატანილი და ამ მაჩვენებლით ლიგის ისტორიაში საუკეთესოა. 1994-1995 წლების სეზონში მან „რივერსაიდელებთან“ ერთად ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ტიერი ანრიმ არსენ ვენგერის „არსენალში“ 175 გოლის გასატანად 258 მატჩი იკმარა და დღემდე კლუბის საუკეთესო გოლეადორად რჩება. მისმა გოლებმა „მეთოფეებს“ ორჯერ მოუტანა ჩემპიონის ტიტული.
ახლა უკვე ქომაგები გადაწყვეტენ, ვინ შეუერთდება ამ ორი ლეგენდარული ფორვარდის კომპანიას.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
