ჭდე: ხუან მატა

Home ხუან მატა
ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!
ჩანაწერი

ოლე, გამოსძალე კლუბს ფული!

„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,...

ეს პრობლემური ესპანელები
ჩანაწერი

ეს პრობლემური ესპანელები

„მანჩესტერ იუნაიტედში” კონტრაქტებს ეროვნული ნიშნით აფორმებენო, წერს „სანი” და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მისია. კერძოდ, ინგლისელებმა, ეშლი იანგმა, კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა და ლუკ შოუმ, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას კლუბთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს, ხოლო ესპანელებს დავიდ დე ხეასა და ხუან მატას პირობებზე ჯერ არ შეთანხმებიან, ანდერ ერერას კი სულაც „პარი სენ ჟერმენში” უშვებენ. მას მერე,...

ჩანაწერი

სად მიჰყავს მატა-რებლის ლიანგადს?

„მანჩესტერ იუნაიტედმა” ხუან მატას კონტრაქტის ერთი წლით გაგრძელება შესთავაზა. ამით კლუბი ცდილობს ესპანელი თავისუფალი აგენტი არ გახდეს და სხვა კლუბში ისე ვერ გადავიდეს, რომ მას პენიც არ მოუტანოს. ცნობისათვის: ამბობდნენ, რომ მისი შეძენით „არსენალი” და „ბარსელონა” არიან დაინტერესებული. მატა 30 წლის არის. ის „მანჩესტერ იუნაიტედში” „ჩელსიდან” 2014 წლის იანვარში 37 მილიონ გირვანქად გადავიდა და ამ...

კაცი გამოშტერდა!
ჩანაწერი

კაცი გამოშტერდა!

„მანჩესტერ იუნაიტედის” გულშემატკივარი, 61 წლის მარტინ პეინი მოგზაური კაცია. ამ ზაფხულს ის კოლუმბიის ჯუნგლებში ატარებს და წარმოიდგინეთ მისი გაოცება, როდესაც შუა ტყეში ხუან მატას გადაეყარა. იმ ოთხი თვის განმავლობაში, რაც კოლუმბიაშია, ასეთი შოკი პეინს არ ჰქონია. როდესაც 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონი დაინახა მან თვალებს არ დაუჯერა, შემდეგ კი გამოეხმაურა და… მართალი აღმოჩნდა. თურმე არ ეჩვენებოდა....