დღე: ოქტომბერი 11, 2020

ომში მშვიდობა დარჩა
ჩანაწერი

ომში მშვიდობა დარჩა

რა გითხრათ? რით გაგახაროთ? თითქოს ნომინალურად სტუმრები ვიყავით და სტუმრად მოპოვებულ ქულას ოქროს ფასი აქვს. განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ ესტონეთი ვერ გადაძალა. ქულებში პარიტეტი შენარჩუნდა და ახლა საქართველოს უამოცანესი დარჩა – მაკედონიაში მოგება. ფრე მათ უტოვებს უპირატესობას… ეს სულ მათემატიკაა, მაგრამ ემოცია? ვერ დავმალავ და მერჩივნა დღეს მოგების სანაცვლოდ ესტონეთთან შინ წაგვეგო. მტრულად...

სულშერი კედელთან მიაყენეს
ჩანაწერი

სულშერი კედელთან მიაყენეს

თუ სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ ორ-სამ კვირაში „მანჩესტერი“ მკვეთრად ვერ გამოასწორებს თამაშის ხარისხს და შედეგებს, მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი უმუშევარი დარჩება. ამის შესახებ მანჩესტერელთა ვიცე-პრეზიდენტმა ედ ვუდვორდმა ღიად განაცხადა. ბრიტანულმა მედიამ მშვენივრად იცის სერ ვუდვორდის მკვეთრი განცხადების მიზეზი. ამ „მიზეზს“ კი სახელად მაურიციო პოჩეტინო ჰქვია. ედ ვუდვორდმა ისიც იცის, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილ დამრიგებელ...

ვუძღვნი სომხეთს
ჩანაწერი

ვუძღვნი სომხეთს

ევროპული და განსაკუთრებით სომხური მედიის ყურადღების ცენტრში მოსაქცევად სოცქსელში გამოქვეყნებული ერთი პატარა ფრაზაც საკმარისი აღმოჩნდა – „ამ გამარჯვებას სომხეთს ვუძღვნი!“. ფრაზის ავტორი მონტენეგროს ნაკრების მეკარე ანდრეა დრაგოევიჩი გახლავთ. რომელ გამარჯვებაზეა საუბარი? ჩერნოგორიამ აზერბაიჯანს ერთა ლიგის მატჩი 2:0 მოუგო და ფრაზაც მაშინვე გაჩნდა. დრაგოევიჩი მესამე წელია, სომხეთში თამაშობს და ამჟამად „ალაშკერტის“ ღისებას იცავს. ბუნებრივია, სომხურმა მედიამ...

პოლონეთის გმირი
ჩანაწერი

პოლონეთის გმირი

19 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი „როლან გაროსის“ გამარჯვებულია. საფრანგეთის ახალმა გმირმა ტურნირი ისე დაასრულა, რომ სეტიც არ წაუგია. ფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ სოფია კენინს სულაც საათსა და 21 წუთში მოუღო ბოლო – 6:4, 6:1. შვიონტეკი პირველი პოლონელია, რომელმაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგო და ამით ისტორიაში ჩაეწერა. გამარჯვებულმა 1.892.160 ამერიკული დოლარი მიიღო. აღსანიშნავია, რომ აქამდე...

გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!
ჩანაწერი

გერმანელთა ისტორიული გამარჯვება!

ერთა ლიგის A4 ჯგუფში წუხელ უხეში შეცდომების დღე იყო. მეტოქის დოყლაპიობის წყალობით გაიტანა შეხვედრის ერთადერთი გოლი ესპანეთმა შვეიცარიის კარში და ასევე მეკარის უხეში შეცდომა (იხ. ვიდეო) დაეხმარა გერმანიას უკრაინელთა კარში მეორე გოლის გატანაში — 2:1. გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ამ დღეს უცნაური შემადგენლობა შეარჩია — ნამდვილი თავდამსხმელი არ ჰყავდა. როგორც „შპორტბილდი” წერს, თავის წილ...

ესპანეთმა ცუდი თამაშით მოიგო
ჩანაწერი

ესპანეთმა ცუდი თამაშით მოიგო

ესპანეთის ნაკრები საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არის, მაგრამ მაინც მოუგო შვეიცარიას 1:0. ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის მატჩი. ამავე ჯგუფში წუხელ გერმანიამ უკრაინას სტუმრად 2:1 სძლია. ესპანელთა გამარჯვების გოლი „რეალ სოსიედადის” 23 წლის მარცხენა გარემარბმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. გოლი მე-14 წუთზე შვეიცარიელების უხეშ შეცდომას მოჰყვა — უწყინარ სიტუაციაში მეკარის საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს (იხ....