ესპანეთის ნაკრები საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს არის, მაგრამ მაინც მოუგო შვეიცარიას 1:0. ეს გახლდათ ერთა ლიგის A4 ჯგუფის მატჩი. ამავე ჯგუფში წუხელ გერმანიამ უკრაინას სტუმრად 2:1 სძლია.
ესპანელთა გამარჯვების გოლი „რეალ სოსიედადის” 23 წლის მარცხენა გარემარბმა მიკელ ოიარსაბალმა გაიტანა. გოლი მე-14 წუთზე შვეიცარიელების უხეშ შეცდომას მოჰყვა — უწყინარ სიტუაციაში მეკარის საჯარიმოდან ბურთი ვერ გამოიტანეს (იხ. ვიდეო).
ამ დღეს მიკელ ოიარსაბალს გამორჩეულად სულაც არ უთამაშია. მეტიც, მეორე ტაიმის ერთ-ერთ ეპიზოდში კიდევ ერთი გოლის შეგდების ჩინებული შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან, მაგრამ იბერიელთა სასიხარულოდ, ის ერთი საკმარისი გამოდგა.
17 წლის ანსუ ფატის შვეიცარიელები გაფაციცებით მეურვეობდნენ. ამის მიუხედავად მას რამდენჯერმე ჰქონდა მეურვეთა ალყიდან გასხლტომის შესაძლებლობა, ერთხელ კი სახიფათო მომენტიც მიეცა, მაგრამ დარტყმა დაუბლოკეს.
ტრადიციულად კარგად ითამაშეს ვეტერანებმა, ნახევარმცველმა სერხიო ბუსკეტსმა და სერხიო რამოსმა, რომელიც დაცვაშიც გამოირჩეოდა და თავდამსხმელებსაც დიდი თავდადებითა და საქმის ცოდნით ეხმარებოდა.
იყო ეპიზოდი, როდესაც ესპანელთა კარი მეკარე დავიდ დე ხეამ გადაარჩინა.
ზოგადად კი, დარჩა შთაბეჭდილება, რომ ლუის ენრიკეს თავდასხმის გაძლიერება სჭირდება.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 09:28გააგებინეთ მოურინიუს, ვინისიუსი აქ არის თუ იქ?
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
აქეთურ-იქითური03/08/2026 | 09:14ბარკოლას ლივერპულში წასვლა რეალობას ემსგავსება
