Breaking News

Month: October 2020

რაზმი რვა ერისთვის

14 ნოემბერს, მსოფლიო რაგბის ერთ-ერთ მექაში, ლონდონის სახელოვან „თვიქნემზე“ საქართველოს მორაგბეთა ნაკრები თავის უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ტურნირში ჩაებმება – შემოდგომის ერთა თასის გათამაშებაში. ერთი კვირის წინ შოტლანდიაში განცდილი მარცხის შემდეგ საქართველოს კლუბებში მოთამაშე და უკლუბოდ მყოფი ბორჯღალოსნები, ედინბურგიდან თბილისში დაბრუნდნენ, ხოლო ლეგიონერებმა თავთავიანთ კლუბებს მიაშურეს. ვინაიდან 1 ნოემბერს გასამართი, რუსეთის ნაკრებთან „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის მატჩი…

Read more

დღეს ანსუ ფატის დღეობაა…

„ბარსას” თავკაცმა რონალდ კუმანმა „ალავესთან” შეხვედრის წინა პრეს-კონფერენციაზე თქვა, რომ ანსუ ფატისთან სერიზული საუბარი ჰქონდა, რომლის დროსაც მან ყმაწვილ თავდამსხმელს აუხსნა, თუ რა აქვს გამოსასწორებელი. ანსუ დღეს, შაბათს, 31 ოქტომბერს, 18 წლისა ხდება. კუმანს ჰკითხეს, რა რჩევა მისცა მან ამომავალ ვარსკვლავს დღეობაზე საჩუქრად. „მას რასაკვირველია მუყაითობა და ოსტატობის ამაღლებაზე მუდმივი ზრუნვა სჭირდება, მაგრამ განსაკუთრებით ყურადღების…

Read more

მოურინიუ გადელდა

ისეთი პირი უჩანს, დელე ალის „ტოტენჰემის” დატოვება მოუწევსო, წერს „სანი”. ამაზე განსაკუთრებით აქტიურად ბოლო დღეებში დაიწყეს ლაპარაკი, მას მერე რაც ჟოზე მოურინიუმ ფეხბურთელი „ანტვერპენთან” შეხვედრაში, პირველი ტაიმის შემდეგვე შეცვალა. დაასკვნეს, რომ მოურინიუს აღარც ალის მოსწონს და აღარც მისი თამაში. „უოტფორდის” კაპიტანი და მესვეტე ტროი დინი წერს: „როდესაც დელეს წინააღმდეგ მიწევდა თამაში, ის ჩემზე ყოველთვის დიდ…

Read more

სასწაული

საოცარი, წარმოუდგენელი ამბავი მოხდა წუხელ ლონდონში: „არსენალი“ ირლანდიური „დანდალკის“ ევროპა ლიგის მატჩში ინგლისელებმა ირლანდიურ კლუბს 3:0 სძლიეს და სტუმრები 90 წუთი ერთხელაც არ დაჯარიმებულან… დიახ, არც ერთი (0) ჯარიმა მთელი თამაშის განმავლობაში. ასეთი რამ, ალბათ, აღარც განმეორდება – „დანდალკი“ ისტორიში ჩაიწერება. „არსენალს“ რაც შეეხება, 20-ჯერ დაარღვია წესები და ჯარიმების საერთო სტატისტიკაც ასეთი დაფიქსირდა: 20:0! გინახავთ…

Read more

ამდენი მესის არასდროს ურბენია

საყოველთაო აზრით, ახალ სეზონში, „ბარსელონამ” საუკეთესო თამაში ჩემპიონთა ლიგაზე, ტურინში, „იუვენტუსის” წინააღმდეგ ჩაატარა. „ბარსამ” მოიგო 2:0. მეორე გოლი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. ამ შეხვედრის შესახებ კომენტარი სთხოვეს დიდ იტალიელ მწვრთნელ ფაბიო კაპელოს. მან ყურადღება არგენტინელი ვარსკვლავის მონდომებაზე გაამახვილა: „ამ შეხვედრაში მე ვიხილე სუპერ-დინამიკური და აგრესიული „ბარსა”. ეს თვისებები დაემატა იმ თამაშის ხარისხს, რომელიც ყველა ჩვენგანისთვის…

Read more

ჟოზეს თერთმეტივე უნდა შეეცვალა

„ანტვერპენთან” 0:1 წაგების შემდეგ, ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ შესვენებაზე „ტოტენჰემის” ყველა ფეხბურთელის შეცვლა უნდოდა. განრისხებულმა პორტუგალიელმა, ბელგიიდან დაბრუნების შემდეგ დღეს, დილის 11 საათზე, ბაზაზე დაიბარა მთელი გუნდი. მართალია, მოურინიუს პირველი ტაიმის შემდეგ მთელი გუნდის შეცვლა უნდოდა, მაგრამ ეს შეუძლებელია და ამიტომ ოთხი ცვლილებით დაკმაყოფილდა. გამოცვლილთა შორის იყო გუნდის ერთ-ერთი ვარსკვლავი დელე ალი. შესვენებისას „სფურზი” უკვე…

Read more

თხათა ჭიდილი

ჩემპიონთა ლიგის „იუვენტუსი“ – „ბარსელონას“ გუშინდელი მატჩის (0:2) შემდეგ, კლუბების პრეს სამსახურებმა ერთმანეთში რამდენიმე „შეტყობინება“ გაცვალეს. თავდაპირველად, „ტვიტერზე“ „ბარსელონამ“ ლეო მესის ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა – მოხარული ვართ, რომ თქვენს სტადიონზე თხა (ინგლისურად GOAT) იხილეთ. კატალონიელთა GOAT-ს სხვა დატვირთვა ჰქონდა ეს აბრევიატურა იშიფრება როგორც Greatest Of All Time (ყველა დროის უდიდესი). „ბებერი ქალბატონების“…

Read more

ნოვაკი სამპრასს გაუსწორდა

ვენაში მიმდინარე ტურნირის მეორე წრეში ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხორვატი ბორნა ჩორიჩი 7:6, 6:3 დაამარცხა. ამით მან გაინაღდა კალენდარული წლის შედეგებით მსოფლიოს პირველი ჩოგნის სტატუსი. ეს მისი მეექვსე მსგავსი წარმატებაა. მანამდე ნოვაკი საუკეთესო 2011, 2012, 2014, 2015 და 2018 წლებში გახდა. ამ შედეგით სერბმა უკან მოიტოვა რაფა ნადალი და როჯერ ფედერერი, რომლებსაც პირველ საფეხურზე წელიწადი 5-5-ჯერ აქვთ…

Read more

ლეგენდობიდან ვარსკვლავობამდე აქილევსია

New York Post-ის ანალიტიკოსმა ადამ ლუისმა სტატისტიკის მიხედვით საინტერესო ფაქტი დადო – აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდგომ პერიოდში კალათბურთელები გაცილებით სუსტად თამაშობენ. ამით მინიშნება გაუკეთა „ბრუკლინ ნეთსის“ ფორვარდ კევინ დურანტს, რომელმაც ეს ტრავმა ბოლო პერიოდში გადაიტანა. „გამოკვლევებმა აჩვენა, რომ 1970 წლიდან 2019 წლამდე აქილევსის მყესის გაწყვეტის შემდეგ მოედანზე დაბრუნებული კალათბურთელების საშუალო მაჩვენებელი 2.9 ქულით იკლებს. ამჯერად…

Read more

ნეიმარის მე-13 ატირება

ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში „ბაშაკშეჰირსა“ და პსჟ-ს შორის, პირველი ტაიმი მეტისმეტად უღიმღამო გამოდგა. ერთადერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდი ნეიმარის ტრავმა იყო. მან მოედანი კოჭლობით დატოვა და მარცხენა ფეხის გადახვევის შემდეგ რამდენიმე წუთით მოედანზეც დაბრუნდა, მაგრამ ამაოდ – მალევე შეცვლა ითხოვა. 26-ე წუთზე მისი ადგილი პაბლო სარაბიამ დაიკავა. ნეიმარმა, რა თქმა უნდა, იტირა – ეს ხომ მისი…

Read more

აურზაური

კორონავირუსის პანდემიამ ბევრი რამ არია. გამონაკლისი არც ფეხბურთი და ჩვენი ეროვნული ლიგაა. აი, ახლაც, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, განრიგი ისევ შეიცვალა. მეცამეტე ტურის მატჩს, „ლოკომოტივი“ – „დინამო“ თბილისი, რომელიც 18 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო მოედანი 8 ნოემბერს უმასპინძლებს. 26 ოქტომბერს დაგეგმილი მე-13 ტურის დაპირისპირება „დინამო“ ბათუმსა და  თბილისის…

Read more

იშტაზე მოსული ბარსა და სამჯერ VAR-ი მორატას

„ბარსელონამ” პოსტ-ბარტომეუს ეპოქა ჩემპიონთა ლიგის G ჯგუფში „იუვენტუსთან” ისტორიული გამარჯვებით დაიწყო: კატალონიის დედაქალაქის გუნდს ტურინში აქამდე არასდროს მოუგია. „ბარსამ” იძალა 2:0. პირველი გოლი ოსმან დემბელემ შეაგდო, მეორე კი პენალტით ლეო მესიმ გაიტანა. მესიმ ბოლო მატჩებთან შედარებით შესანიშნავად ითამაშა — ეტყობა, ჟოზეპ მარია ბარტომეუს თანამდებობიდან წასვლით იყო ფრთაშეხმული. ამრიგად, მართალია, ლა ლიგაში „ბლაუგრანას” ერთი-ორჯერ ფეხი დაუცდა,…

Read more

ბარტომეუმ დაიბარა…

პრეზიდენტობიდან გადადგომის წინ „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოზეპ მარია ბარტომეუმ დაიბარა, კატალონიური კლუბის „ევროპის სუპერლიგაში“ მონაწილეობა გადაწყვეტილია და ფიფა ამის შესახებ ინფორმირებულიაო. შეგახსენებთ, „ევროპის სუპერლიგის“ შემქნის იდეა ბობოლა ევროპული კლუბების ინიციატივაა. საპასუხო განცხადება გააკეთა ფიფაში: „ჩვენ არ ვართ ინფორმირებული არანაირ შეთანხმებაზე. როგორც ადრე ვთქვით, „ევროპული სუპერლიგის“ შექმნა პერიოდულად წამოიწევა და ამის შესახებ მეტი განცხადების გაკეთების აზრს ვერ…

Read more

ლივერპულის ისტორიული გოლი

ინგლისურმა „ლივერპულმა“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში „მიდტიულანდი“ 2:0 დაამარცხა. ორიდან ერთი გოლი კლუბის ახალწვეულმა დიოგუ ჟოტამ გაიტანა და როგორც აღმოჩნდა, ეს „ლივერპულის“ ისტორიაში ყველა ტურნირის ფარგლებში გატანილი მე-10000 გოლია. 23 წლის პორტუგალიელი, რომელიც ამ ზაფხულს „ვულვზიდან“ 45 მილიონ გირვანქად იყიდეს, ერთბაშად გახდა კლუბის ისტორიის ნაწილი. მხოლოდ იღბალზე და სტატისტიკაზეც არ არის საუბარი….

Read more

დორტმუნდი: ჯერ აგენტი, მერე ხვიჩა

დღეს რუსულმა მედიამ ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის „რუბინიდან“ „დორტმუნდში“ შესაძლო გადასვლის თემა აიტაცა. ცხადია, ასეთი ხმები ბევრია, მაგრამ ამჯერად საქმე უფრო სერიოზულად ჩანს. „გუნდი კვარაცხელიას პირველად არ აკვირდება, მაგრამ ამჯერად ფეხბურთელის შეძენის შესაძლებლობის დეტალურ შესწავლაზე ვსაუბრობთ. პირველ რიგში, დაგვჭირდება ფიფას ავტორიზებული აგენტი, რომელიც კლუბის მხრიდან მის რუსულ წარმომადგენელთან იმუშავებს (დღეს მამუკა ჯუღელია). მეორეც, „დორტმუნდმა“ უნდა გაყიდოს…

Read more

ფეხბურთის ღამე და საფეხბურთო ამქარი

ეგებ ბართლომეს ღამეც კი დამერქმია ამ ოხრადდასარჩენი სვეტისთვის, ან გრძელი დანების ღამე – ან ღამე იმედისა და იდუმალ კრთომისა, როგორც ამას რომელიმე რომანტიკოსი მესვეტე უწოდებდა, მაგრამ განა ჩვენ რომანტიკოსები ვართ? ჩვენ ქალაქელი ხალხი გახლავართ და ფეხუბრთის ყურებაში ჭირი მოგვიჭამია. ჩვენ ძველი დროების ღამისმთევლებს ვგავართ, უცნაურ გუშაგებს – ქალაქის გალავნის კოშკურებზე რომ ფხიზლობდნენ. აბა, ძმობილო, გაიხსენე…

Read more

პიკე ბარსადან წავა, თუ…

გასულ კვირაში „ბარსელონას“ ერთ-ერთმა ლიდერმა ჟერარ პიკემ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც 2024 წლამდეა გათვლილი. ამის მიუხედავად, 33 წლის მცველს უკვე მომავალი ზაფხულიდან მოყოლებული, უფლება აქვს, ნებისმიერი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვოს კლუბი. სამაგიერო პირობა კლუბმაც დაუთქვა: „ბარსელონადან“ წასვლის შემთხვევაში პიკემ ან საფეხბურთო კარიერა უნდა დაასრულოს, ანაც მხოლოდ ევროპის საზღვრებს გარეთ ითამაშოს.

Read more

ბარტომეუ გადადგა!

ჟოზეპ მარია ბარტომეუ „ბარსელონას” პრეზიდენტი აღარ არის. სამშაბათს გაიმართა კლუბის დირექტორატის კრება, სადაც ბარტომეუმ და სხვა დირექტორებმა გადაწყვიტეს თავისი ნებით გადამდგარიყვნენ, სანამ უნდობლობის ვოტუმის წინაშე დააყენებდნენ. ბარტომეუ და დირექტორატი ბოლო წუთამდე ცდილობდნენ კატალონიის მთავრობაზე ზემოქმედება მოეხდინათ და მოსალოდნელი რეფერენდუმი გადაეთქმევინებინათ. როგორც ჩანს, საბოლოოდ, ბარტომეუმ და დირექტორატმა დაინახეს, რომ საქმე წაგებული იყო და თავად დაასწრეს მოვლენებს….

Read more

წითლების თავზე შავი დროშა ფრიალებს

ფაბინიო დაშავდა. როგორც ჩანს, „ლივერპულს” დაცვაში კრიზისი ელის. „წითლების” მწვრთნელმა იურგენ კლოპმა თქვა, „აი ეს, ახლა, ყველაზე ნაკლებად გვჭირდებოდა”-ო. მოგეხსებენათ, დაცვის ბურჯი და ყველაზე დიდი ვარსკვლავი ვირჯილ ვან დაიკი ისეა ტრავმირებული, რომ მთელი სეზონით ჩამოშორდა გუნდს. ბრაზილიელმა ნახევარმცველმა, რომელიც ვან დაიკის ფუნქციას ასრულებდა, „მიდტიულანდთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის პირველ ტაიმში ვეღარ შეძლო თამაშის გაგრძელება. სავარაუდოდ, ორთავა…

Read more

ტიტიკოს გოგო

კარგი ფეხბურთელი იყო ცხონებული მამუკა ფანცულაია, საბჭოთა კავშირის იუნიორთა ნაკრებშიც ბევრჯერ უთამაშია… მერე სსრკ დაიშალა და… საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგი ფეხბურთელია მისი შვილი, გიორგი ფანცულაია, რომელიც ქუთაისის „ტორპედოში“ აგორებს ბურთს. ეს სახელ-გვარები ალბათ ბევრმაც იცით… მაგრამ ცოტას თუ  ეცოდინება ნათია ტიტიკოს ასული ფანცულაია… გვარია ქართული, თორემ ისე უკრაინისთვის ირჯება და საკმაოდ კარგადაც. დღეს საბერძნეთი-უკრაინის (0:4) ნაკრებების…

Read more

ცინცაძის პასი საუკეთესოა

გიორგი ცინცაძის გადაცემა, რომელიც მანუჩარ მარკოიშვილს ლიეტუვას ნაკრებთან მატჩისას გაუკეთა, ბოლო 10-წლეულის საუკეთესო პასად დასახელდა. გამოკითხვა ფიბას ვებ-გვერდზე მიმდინარეობდა და სულ ბოლო ეტაპზე ცინცაძემ არგენტინელ ფაკუნდო კამპაცოს აჯობა. მსოფლიო კალათბურთის მმართველმა ორგანომ შეჯიბრება სპორტული პრინციპით დაგეგმა და მეოთხედფინალიდან დაიწყო, სადაც ცინცაძის პასი სერბი დუშან ბულუტის ანალოგიურ ქმედებას დაუპირსპირდა. გამარჯვებული გულშემატკივრების ხმების მიხედვით უნდა გამოვლენილიყო. გიორგიმ…

Read more

ჰარი კეინის ალავერდობა

ინგლისური პრემიერლიგის მე-6 ტურის შეხვედრაში ლონდონურმა „ტოტენჰემმა“ სტუმრად 1:0 დაამარცხა „ბარნლი“. ერთადერთი გოლი 28 წლის კორეელმა სონმა გაიტანა. ეს მისი მე-8 გოლია და ერთპიროვნულად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. საინტერესოა, რომ ამ 8-დან 7 გოლში კორეელს ასისტენტობა ჰარი კეინმა გაუწია. თავად კეინს უკვე 8 ასისტი მოუგროვდა და პრემიერლიგის საუკეთესო მეპასეთა სიას უდგას სათავეში.

Read more

ერთი კაციც და გავდივართ

19-21 ნოემბერს, პრაღაში, ძიუდოში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ცხადია, თუ კორონავირუსმა დაანება. საქმე ის არის, რომ ჩეხეთში 5 ნოემბრამდე საყოველთაო კარანტინია გამოცხადებული და რა იქნება შემდეგ, არავინ იცის. თუმცა, ჯერჯერობით, გრაფიკში ზის და პრაღაში 12 ქართველი ძიუდოისტი ჩავა. დელეგაცია თითქმის ცნობილია: ვაჟებში 9-დან 8 მონაწილე გარკვეულია, ქალებში – სამივე. ევროპის ჩემპიონატზე იჭიდავებენ: ლუხუმ ჩხვიმიანი (60 კგ),…

Read more

დააბით ზლატანი!

იტალიური სერია A-ს მე-5 ტურში „მილანმა“ პირველი ქულები დაკარგა. „როსონერი“ სამჯერ დაწინაურდა „რომასთან“ შეხვედრაში, მაგრამ გამარჯვება ვერ შეინარჩუნა – 3:3. შეხვედრის გმირი 39 წლის ზლატან იბრაჰიმოვიჩი გახდა. შვედმა ჯერ ანგარიში გახსნა, მერე კი პენალტით 3:2 დააწინაურა გუნდი. ჯამში ზლატანმა მიმდინარე ჩემპიონატის 3 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა, რაც არათუ ვეტერანის, ნებისმიერი ფეხბურთელისთვის ზღაპრული შედეგია.

Read more

ბარსელონა აუდიო ჩანაწერებს ითხოვს

კატალონიაში ვნებები არ ცხრება. „ბარსელონა” კვლავ ვერ ეგუება შაბათს, „ელ კლასიკოში”, მის კარში დანიშნულ პენალტს. შეგახსენებთ, რომ „კამპ ნოუზე” „რეალმა” „ბარსას” 3:1 მოუგო, ხოლო პენალტი, რომელმაც ასეთი ვნებათაღელვა გამოიწვია, მსაჯმა ხუან მარტინეს მუნუერამ მაშინ დანიშნა, როდესაც ანგარიში იყო 1:1. მუნუერამ გადაწყვეტილება ეპიზოდის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ მიიღო. მას მერე კატალონიური პრესა ეპიზოდს და მსაჯს უტრიალებს. დღეს,…

Read more

ისკომ ბიჭებთან ზიდანზე დაიჩივლა

„რეალის” ნახევარმცველი ისკო კამერამ თანაგუნდელებთან ჩივილის დროს გადაღო. ეს შაბათს, „ელ კლასიკოს” წინ მოხდა, როდესაც „კამპ ნოუზე” მადრიდელებმა „ბარსელონას” 3:1 მოუგეს, რამაც ისკოს გარეშე ჩაიარა. მიმდინარე სეზონის 7 ტურში ისკო ზინედინ ზიდანმა ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ ათამაშა. პირველად, ეს მოხდა „ვალიადოლიდთან”, სექტემბერში, როდესაც ფეხბურთელმა მოედანზე მხოლოდ 57 წუთი დაჰყო, ხოლო მეორედ „კადისთან” შინ წაგებული მატჩში,…

Read more

რონალდუმ ისევ კორონა ჩააბარა

კირონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტმა უკვე მეორედ აჩვენა, რომ კრიშტიანუ რონალდუ დავირუსებულია. ტურინის „იუვენტუსის“ პორტუგალიელმა მეგოლემ „ვერონასთან“ მატჩი გამოტოვა, თუმც მზადებას ინდივიდუალურად აგრძელებს. ყველაფრის მიუხედავად, კრიშს კიდევ რჩება შანსი, ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგაში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ითამაშოს. საამისოდ მან მატჩამდე ერთი დღით ადრე, სამშაბათს კიდევ ერთი ტესტი უნდა ჩააბაროს და უარყოფითი პასუხი მიიღოს.

Read more

სიტიმ ნაგელსმანს გახედა

ახალი ამბავი – ბრიტანული მედიის ცნობით, პეპ გვარდიოლას „მანჩესტერ სიტიში“ გერმანელი სპეციალისტი იულიან ნაგელსმანი შეცვლის. როგორც Daily Mail წერს, თუ გვარდიოლამ „ქალაქელებთან“ კონტრაქტი არ გააგრძელა, მისი შემცვლელის საუკეთესო ვარიანტი სწორედ ნაგელსმანია. თუმცა, ეს არ არის ერთადერთი კანდიდატურა – კიდევ ერთ პრეტენდენტად არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო ითვლება. შეგახსენებთ, რომ ნაგელსმანი 2019 წლიდან „ლაიფციგს“ წვრთნის. გასულ სეზონში გუნდი…

Read more

რეალს საუკეთესო არ სურს

ყველაფერი იქით მიდის, რომ მადრიდის „რეალის“ მცველი და კაპიტანი სერხიო რამოსი „სამეფო კლუბს“ დატოვებს. როგორც ირკვევა, „რეალს“ სურვილი აქვს რამოსთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გააგრძელოს, თუმც თავად ფეხბურთელს ორწლიანი ხელშეკრულება სურს. თუ მხარეები ვერ შეთანხმდნენ, არაა გამორიცხული რამოსმა მადრიდი დატოვოს. სერხიომ კი ერთი უპირატესობა მიიღო:  France Football-ის მკითხველებმა რამოსი ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მცველად დაასახელეს….

Read more

ზღაპარი: მშენებლობიდან ნიუკასლში

სატრანსფერო ფანჯარა უკვე დახურულია, მაგრამ ინგლისურმა „ნიუკასლმა“ ახალგაზრდულ გუნდში 23 წლის ფრანგი ფლორან ინდალესიო დაიმატა. ბიჭს სპეციალურად გასინჯეს. ისედაც კარგად ითამაშა და მაკრატელათი გატანილი გოლით საბოლოოდ მოიგო სტივ ბრუსის გული. თუმცა, გოლზე უფრო საინტერესო ფლორანის ისტორიაა. 15 წლამდე „სენტ-ეტიენის“ აკადემიაში ვარჯიშობდა, საიდანაც დისციპლინის ხშირი დარღვევისთვის გარიცხეს. მალევე ყმაწვილს ძვლის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და მკურნალობამ რამდენიმე…

Read more

პირლო: შემოლაწუნება არ გვჭირდება

ანდრეა პირლო ამბობს, რომ „ვერონასთან” შინ 1:1-ის შემდეგ „იუვენტუსს” შემოლაწუნება არ სჭირდება. არადა, ფაქტია, რომ ახალ სეზონში „ბებერმა ქალბატონმა” მხოლოდ ერთი თამაში მოიგო — პირველ ტურში, „სამპდორიასთან” 3:0. შემდეგ, ტურინელებმა ფრედ ითამაშეს „რომასთან”, „კროტონესა” და „ვერონასთან”, ხოლო „ნაპოლისთან” 3:0 თამაშის გარეშე ჩაეთვალათ. მიზეზი: ნეაპოლელები არ გამოცხადდნენ, ორი ფეხბურთელის კორონავირუსით დაავადების შემდეგ, ჯანმრთელობის დაცვის ორგანომ შინ…

Read more

კატალონიაში მტერზე ცნობებს აგროვებენ

„ბარსელონა” „რეალთან” ელ კლასიკოში შინ 1:3 დამარცხდა და წაგება მსაჯს დააბრალა, მსაჯი კი გახლდათ ხუან მარტინეს მუნუერა, რომლის შესახებ კატალონიელებმა ინფორმაციის შეგროვება დაიწყეს. თურმე საქმე იმაზე რთულად ყოფილა, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით ჩანს. „ბლაუგრანას” ხუან მარტინეს მუნუერასთან ძველი ანგარიშებიც ჰქონია. ბარსელონაში ამბობენ, რომ ბენიდორმელმა (პატარა ქალაქია ალიკანტეს პროვინციაში) რეფერიმ მათ შარშან თასზეც ცუდად უმსაჯა და სუპერთასზეც….

Read more

ცეცაძემ უკრაინა დატოვა

საფეხბურთო კლუბ „ლვოვის“ ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ გაწყვიტა ურთიერთობა მთავარ მწვრთნელ გია ცეცაძესთან. ეს თავად ქართველი სპეციალისტის ინიციატივით მოხდა. შაბათს „დნეპრი 1“-თან 1:3 მარცხის შემდეგ ცეცაძეს საბოლოოდ გაუცრუვდა შეგირდების იმედი. მისი ხელმძღვანელობით „ლვოვმა“ ჯამში 12 მატჩი გამართა, ვერც ერთი ვერ მოიგო და მხოლოდ სამ ფრეს გამორჩა. მიმდინარე ჩემპიონატის 6 ტურში გუნდმა ერთადერთი ქულა მოიპოვა და…

Read more

ბასილაშვილს სეტი მოენატრა

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 25 თებერვალს მოიგო და ეს დუბაის ტურნირზე ლატვიელ რიკარდას ბერანკისთან მოხდა. მას შემდეგ ჩვენებურმა ზედიზედ 11 მატჩი წააგო, აქედან რვა – სეტის მოუგებლად. ბასილაშვილს ბოლო თამაში ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან ჰქონდა, რომელიც რეიტინგში 104-ე ჩოგანია. ქართველი კი იქაც ორ სეტში დამარცხდა – 6:7, 2:6 დამარცხდა.ნიკამ პირველ სეტში მეტოქე…

Read more

მიულერამდე შორია

ბუნდესლიგის მეხუთე ტურში მიუნხენის „ბაიერნი“ შინ „აინტრახტს“ დაუხვდა და 5:0 გაანადგურა. ამაში გასაკვირი არაფერია – ბავარიული გუნდისთვის მსგავსი ანგარიში უცხო არ არის. არც ის არის გასაკვირი, რომ რობერტ ლევანდოვსკიმ ჰეთ თრიქი გააკეთა. ბუნდესლიგის ეგიდით მატჩში სამი გოლი პოლონელმა ფორვარდმა მეთერთმეტედ გაახერხა და ახლა, მასზე მეტი გატანილი ჰეთ თრიქი სულ სამი ფეხბურთელს დარჩა – მარიო გომესს,…

Read more

დედამ კარიერა დაასრულებინა

ერთი ლამაზი სპორტული ისტორიაც დასრულდა… დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ში ზედიზედ 29-ე ბრძოლა მოიგო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა, ისევე როგორც ჩემპიონის რეაქციას: ჰაბიბი გამარჯვების შემდეგ მუხლებზე დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და მერე ქომაგებმა პირველად იხილეს დაუმარცხებელი ჩემპიონის ცრემლები. საქმე იმაშია, რომ ეს პირველი ბრძოლა იყო მამის და იმავდროულად მწვრთნელის გარეშე,…

Read more

კუმანი ყველაფერს VAR-ს აბრალებს

ეს იყო „რეალის” ზედიზედ მეორე გამარჯვება „ელ კლასიკოში”. მადრიდელებმა ბარსელონელებს მათსავე, ოღონდ უმაყურებლო მოედანზე მოუგეს 3:1. მეორე გოლი (როდესაც ანგარიში იყო 1:1) „თეთრებმა” პენალტით გაიტანეს. ხალხის ნაწილის აზრით პენალტი საეჭვო იყო, თუმცა იმის უარყოფა, რომ კლემენტ ლენგლე სერხიო რამოსს მაისურზე ქაჩავდა, ძნელია. მაშ, რატომ არ იყო პენალტი? ვინ იცის, ყველაზე მეტად იმიტომ, რომ რამოსმა გააფორმა….

Read more

ლოგიკური იმედგაცრუება

კაცმა რომ თქვას, სქოთებისგან 7:48 არავის უნდა გაკვირვებოდა, მაგრამ ქართველი ქომაგი „მარიფილდზე“ ბორჯღალოსნებისგან ხომ ლამის მოგებას მოითხოვდა. ეტყობა ასეთია ჩვენი ბუნება და მენტალობა… ჩვენი ნაკრების მოუმზადებლობა თამაშამდეც ცნობილი იყო: მაისის ბოლოს ლევან მაისაშვილის მიერ „შევარდენზე“ შეკრებილი შემადგენლობა ხომ მხოლოდ შიდა ჩემპიონატში მოასპარეზეებს, უკლუბოდ დარჩენილებსა და საფრანგეთში პანდემიის გამო ვერწასულ მორაგბეებს აერთიანებდა. მთავარი, დამრტყმელი ძალა კი…

Read more

სხვა იყო, როდესაც მოედანზე კრიშტიანუ გამოდიოდა

შემდეგ ოთხშაბათს „ბარსელონა” „იუვენტუსს” ხვდება. ეს ჩემპიონთა ლიგის მატჩია, რომელშიც, წესით, ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ კვლავ უნდა დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ვაგლახ, რონელდუს კორონა ვირუსი სჭირს. დღეს კი ესპანეთში „ელ კლასიკოა”, რომელის ფარგლებშიც არგენტინელი და პორტუგალიელი არაერთხელ შებრძოლებიან ერთმანეთს და მათ დუელს მთელი მსოფლიო შეჰყურებდა. „ელ კლასიკოს” წინ DZAN-მა მესის ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც მისი და რონალდუს…

Read more

პიკეს მესიჯი ლეოსადმი

ჟერარდ პიკემ La Vanguardia-თვის მიცემულ ინტერვიუში მრავალ საკითხთან ერთად ლეო მესის სატრანსფერო თავგადასავალზეც ილაპარაკა. ვეტერანმა მოყვა, თუ რა მისწერა არგენტინელ თანაგუნდელს ზაფხულის ცხელ, რთულ დღეებში. ფეხბურთის მოყვარულს ალბათ არ სჭირდება შეხსენება, მაგრამ მაინც ვიტყვით, რომ მესიმ „ბარსელონას” ოფისში ბუროფაქსი გააგზავნა, სადაც სხვა კლუბში გადასვლის ნებართვა ითხოვა. საბოლოოდ, მესის „კამპ ნოუზე” დარჩენა აიძულეს, რასაც წინ დიდი…

Read more

კორონა ყატარამდე ვერ მიაღწევს

„მსოფლიო ჩემპიონატი დათქმულ ვადებში გაიმართება. მანამდე ორ წელიწადზე მეტია დარჩენილი და კორონავირუსზე კონტროლს დავამყარებთ. დრო საკმაოდ არის,“ – განაცხადა ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ და იმედიანად აღნიშნა, რომ კორონავირუსი ყატარი 2022-ის მაყურებლებით ჩატარებას ხელს ვერ შეუშლის. შესარჩევის ყველა მატჩი გაისად ჩატარდება. პირველი ტური 24 – 25 მარტს გაიმართება. მონდიალი, როგორც იცით, ზამთარი იქნება: 21 ნოემბრიდან 18…

Read more

ბელგრადს ზღაპრების არ სჯერა

მადრიდის „რეალის“ სერბ თავდამსხმელ ლუკა იოვიჩს სამშობლოში არ ჩაესვლება. საქმე ის არის, რომ საზღვრის გადაკვეთისთანავე, ფეხბურთელს „ვირის აბანოში“ ამოაყოფიებენ თავს. 22 წლის ფეხბურთელს ბრალად ბელგრადში საკარანტინო წესების დარღვევა ედება და ექვსი თვე პატიმრობა ელის. იოვიჩმა 19 მარტს დაარღვია კარანტინი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის გამო სერბეთში იქნა შემოღებული. სერბული კანონმდებლობით, ქვეყანაში შესულ ადამიანს კარანტინში 28 დღე უნდა…

Read more

საუკეთესო გოლი, რომელიც მინახავს

ძნელად სავარაუდოა, ფეხბურთის ნეიტრალურ გურმანთა შორის ბევრს გასჩენოდა ლიეჟის „სტარდარდისა“ და გლაზგოს „რეინჯერსის“ მატჩის ყურების სურვილი. არადა, სწორედ ამ შეხვედრაში გავიდა ევროპალიგის ისტორიაში ყველაზე შორიდან გატანილი გოლი… ინგლისელმა კემარ რუფმა მეორე დამატებულ წუთზე საკუთარი საჯარიმოდან 10 მეტრში მოიხელთა ბურთი, მეტოქე მხრით მოიშორა, მერე კიდევ ორს გასცდა და 50 მეტრიდან დაარტყა… ბელგიელთა მეკარე არნო ბოდარი ასეთს…

Read more

კამაჩო ზიდანზე, რამოსსა და ბაიერნზე

„რეალის” ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო ფიქრობს, რომ თუნდაც შაბათს, „კამპ ნოუზე”, „ელ კლასიკოში”, მადრიდელებმა „ბარსელონასთან” წააგონ, ზინედინ ზიდანს თანამდებობიდან მაინც არ მოხსნიან. „ლოს ბლანკოსს” ცუდი პერიოდი უდგას. წინა უქმეებზე, ლა ლიგაში, ესპანეთის ჩემპიონმა შინ, „კადისთან” წააგო 0:1, შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგაში, „შახტარისგან” იგემა 2:3. „თეთრები” დონეცკის გუნდსაც შინ შეხვდნენ. ამის მიუხედავად, კამაჩო…

Read more

ბეილის სეზონისწინა სეზონი

„ტოტენჰემ ჰოთსპურში” დაბრუნებულმა გარეთ ბეილმა მცველები გააფრთხილა, რომ ის ფეხბურთი, რაც მან ჯერჯერობით ითამაშა, მისი მწვერვალი სულაც არ არის. საუკეთესო კიდევ წინაა. ბეილმა „სფურზისა” და ავსტრიული „ლასკის” შეხვედრაში 62 წუთი დაჰყო მოედანზე და თუ ჩვენს მიერ დართულ ვიდეოს ნახავთ, სამი უპასუხო გოლიდან ერთის გატანაში მონაწილეობაც მიიღო — მან ფრთიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, პანამელმა ანდრეს ანდრადემ…

Read more

კორონა რონალდუს არ ეშვება

„იუვენტუსის“ სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გუნდს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მატჩში „ბარსელონას“ წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. საქმე ისაა, რომ მას განმეორებითი ტესტირებისას კორონავირუსზე ისევ დადებითი პასუხი დაუდასტურდა. უეფას რეგულაციების თანახმად კი ფეხბურთელმა მატჩამდე ერთი კვირით ადრე უნდა წარადგინოს ცნობა, უარყოფითი ტესტის შესახებ (მატჩი 28 ოქტომბერს გაიმართება ტურინში). ახლა კი შინ ყოფნა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს კორონავირუსი 13…

Read more

ბიჭების ოცეული მზადაა

იტალიურმა გამოცემა „ტუტოსპორტმა“ 2020 წლის „გოლდენ ბოის“ გამოსავლენად 100-ფეხბურთელიანი სია გაფილტრა და მხოლოდ 20 დატოვა. ეს პრესტიჟული ჯილდო ყოველწლიურად 20 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადაეცემა. გამოკითხვას თავად „ტუტოსპორტი“ ატარებს. ოცეული ასე გამოიყურება: მიტჩელ ბაკერი (პსჟ), ედუარდო კამავინგა (რენი), ჯონათან დავიდი (ლილი), ალფონსო დევისი (ბაიერნი), სერჟინო დესტი, ანსუ ფატი (ორივე ბარსელონა), ფაბიუ სილვა (ვულვზი), ფილ ფოდენი, ფერან…

Read more

ნაკრები დანაკლისით

ხვალ, ბუდაპეშტში, უნგრეთის „დიდი მუზარადი“ იწყება, რომელიც, პარალელურად სალიცენზიო ტურნირია და იქ ტოკიოს ოლიმპიადის სარეიტინგო ქულებიც გაიცემა. ეს არის პირველი შჯიბრი, რომელსაც ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია პანდემიით გამოწვეული 8-თვიანი შესვენების შემდეგ გამართავს. ტურნირზე 69 ქვეყნის ძიუდოისტები იჭიდავებენ. მათ შორის იქნებიან ჩვენებიც, თუმცა ჩვენი გუნდი ბუდაპეშტში დიდი დანაკლისით ჩავიდა. უნგრეთში ჭიდაობაზე უარი თქვეს ლუხუმ ჩხვიმიანმა (60კგ) და…

Read more

ქალაქი მეტია ვიდრე კლუბი?

„როდესაც ანსუ მირბის, მასში არის რაღაც გაზელის. ის ჰგავს ახალგაზრდა, შავ, ქუჩის ნარკომოვაჭრეს პასეიჯ დე გრასიაზე რომ გარბის, ვიღაც კი ეძახის „წყალი”, „წყალი”, რაც გაფრთხილებაა და იმას ნიშნავს, რომ პოლიცია უახლოვდება. ეს არის ჯუნგლები ქალაქის გულში. ეს დღეს არ დაწყებულა, რადგან ბარსელონის მერისთვის ადა კოლაუსთვის დამნაშავე პოლიციაა და არა ქუჩის ნარკომოვაჭრეები, რომელთაც გაქცევა აღარ სჭირდებათ….

Read more

კატალონიაში რეალს უმწეო ეძახეს

„რეალი” ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფში ბოლო ადგილზეა. ლიდერობს „შახტარი”. დავით ხოჭოლავას უკრაინულმა გუნდმა მადრიდში „ლოს ბლანკოსს” 3:2 მოუგო, თან პირველი ტაიმის შემდეგ 3:0-ს უგებდა. კატალონიური პრესა ამ ამბავს მწარე ენით ეხმაურება და წერს, რომ მადრიდელებმა იმ ადგილიდან გააგრძელეს, სადაც ბოლოს გაჩერდნენ: „რეალმა” გასულ უქმეებზე, შინ, იმავე სტადიონზე „კადისთან”0:1 წააგო, ახლა კი დონეცკელებისგან იგემა მარცხი. „სპორტი”…

Read more