კრიშტიანუ რონალდუსა და ლიონელ მესის გზები კვლავ გადაიკვეთა. მსოფლიოს ორი უდიდესი ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ისევ შეახვედრა ერთმანეთს — „იუვენტუსი” და „ბარსელონა” G ჯგუფში ერთად მოხვდნენ. მათთან არიან კიევის „დინამო” და უნგრული „ფერენცვაროში”. ინგლისური პრესა კი ყურადღებას სხვა ჯგუფზე ამახვილებს. მისთვის, წილისყრის მთავარი თემა „სიკვდილის H ჯგუფია”, რომელშიც მათი „მანჩესტერ იუნაიტედი” „პარი სენ ჟერმენთან” და...
ლევანდოვსკის სეზონი უეფამ დაუფასა
2019-20 წლების უეფას საკლუბო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი მიუნხენის „ბაიერნის“ შემტევი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა პრიზისთვის ბრძოლაში თანაგუნდელ მანუელ ნოიერსა და „მანჩესტერ სიტის“ შემტევ კევინ დე ბრუინს აჯობა. ამ გამოკითხვაში, ტრადიციულად, სარბიელიც იღებდა მონაწილეობას. ქართულ მხარეს დავით კაკაბაძე წარმოადგენდა. საუკეთესო ქალი ფეხბურთელი ლონდონის „ჩელსის“ თავდასხმელი პერნილ ჰარდერი გახდა. სხვა ნომინაციები ასე გადანაწილდა: საუკეთესო მეკარეები: მანუელ ნოიერი...
ეს ის ბარსა აღარ არის
„ბარსელონაში” რაღაც შეიცვალა. გუნდი გაცოცხლდა, იბრძვის და მოწყურებულია გამარჯვებას. „ბლაუგრანას” ვიგოში „სელტა” 2015 წლიდან არ დაემარცხებინა და ინებეთ: 3:0. კატალონიელი ჟურნალისტები ვარაუდობდნენ, რომ რონალდ კუმანი გალისიაში იმავე შემადგენლობას ათამაშებდა, რომელმაც წინა ტურში „ვილიარეალს” 4:0 მოუგო. სტუმრების ენთუზიაზმს ვერც ავდარმა შეუშალა ხელი. პირველი მომენტი ანტუან გრიზმანს ჰქონდა. მან გაუჩერებლად დაარტყა მსპინძელთა კარში, მაგრამ ააცილა. მეორე მომენტი...
არსენალმა ჩაილივერპულა
იმ დღეს, როდესაც მერსისაიდზე covid 19-ის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, „არსენალმა” „ლივერპულს” საფხებურთო შეზღუდვებიც დაუწესა: პირველად, 39 მიყოლებული თამაშის შემდეგ, ლივერპულელებმა თავიანთ სტადიონზე გოლი ვერ გაიტანეს. ბოლოს ასეთი რამ 2019 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის” წინააღმდეგ მოხდა. მასპინძელთა მხრიდან გოლის ვერ გატანა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეოთხედფინალში „არსენალის” გადახალისებული შემადგენლობა გასულიყო. შეხვედრის...
რაზმი
ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა, შემოდგომის პირველი ორი ტესტ-მატჩისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. საქართველოს ნაკრები 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე“ შოტლანდიის ნაკრებს ეთამაშება, ხოლო 1 ნოემბერს რაგბი ევროპის ჩემპიონატის გადადებულ შეხვედრაში რუსეთს თბილისში უმასპინძლებს. ამ მატჩებისთვის ჯამში 38 მორაგბე მოემზადება, რომელთაგან 22 მორკინალი და 16 ხაზის მოთამაშეა. 14 ნოემბრიდან ბორჯღალოსნები „შემოდგომის ერთა თასში“ ჩაერთვებიან, სადაც 14 ნოემბერს...
სუპერფინალის სუპერდუეტი
NBA-ს სუპერფინალის პირველ შეხვედრაში „ლოს ანჯელეს ლეიკერსმა“ „მაიამი ჰიტი“ უშანსოდ დატოვა – 116:98. ბრძოლა მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო, რომელიც კალიფორნიელებმა 3 ქულით მოიგეს – 31:28. მეორე და მესამე მეოთხედებში კი „ლეიკერსმა“ იოლად იმარჯვა და ბოლო 10 წუთის წინ 26-ქულიანი ჰანდიკაპი მიიღო. საბოლოოდ, კი, 18-ქულიან გამარჯვებას დასჯერდა. ცხადია, გამარჯვების მთავარი შემოქმედი ლებრონ ჯეიმსისა (25 ქულა, 13...
ლებრონის მუზა: კარგი ღვინო
მოგეხსენებათ, NBA-ს ფინალური ეტაპი ორლანდოში ტარდება და კალათბურთელებს დროებითი საცხოვრებლები აქვთ ნაქირავები. ჰოდა, სოცქსელების დიდი მოყვარული ლებრონ ჯეიმსის საცხოვრისის კადრები დიდი განსჯის საგანი გახდა. ფოტოებზე კალათბურთის ლეგენდას აღდგენითი პროცედურებისთვის საჭირო ტექნიკის, ტელევიზორების და ნოუთბუქების გარდა, ღვინის 19 ბოთლიც დაუთვალეს. ლებრონი არც მალავს საკუთარ მისწრაფებას: „მე საუკეთესო კალათბურთს ვთამაშობ იმიტომ, რომ საუკეთესო სასმელს ვსვამ“. ლებრონისთვის ღვინო...
ჟოზე და უმჯობესი პორტუგალიიდან
ლონდონის „ტოტენჰემი“ სერიოზულ ძალას იმატებს. კლუბმა უკვე შეათანხმა პორტუგალიური „ბენფიკადან“ კარლოს ვინისიუსის ერთწლიანი იჯარა. გარიგება ლონდონელებს ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ექსკლუზიურ უფლებასაც აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ ვინისიუსი მხოლოდ 25 წლისაა და წინა სეზონში პორტუგალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, სატრანსფერო ფასი დაბალიც კია. ახლა მთავარია, თავად ვინისიუსმა არ გაფლანგოს ბოძებული შანსი.
კეპა არავის უნდა
„ჩელსი” პრობლემის წინაშეა: კეპა არისაბალაგას იჯარის წესითაც კი ვერავის აძლევს. მეკარე, რომელმაც ბოლო პერიოდში ბევრი უხეში შეცდომა დაუშვა არავის უნდა. ამიტომაც მოუწევს შეგუება იმასთან, რომ სათადარიგოთა სკამზე ეჯდება მოთამაშე რომელსაც 5 მილიონი გირვანქა უნდა გადაუხადოს. ესპანელი, კერძოდ ბასკი გოლკიპერის შესაცვლელად დასავლეთ ლონდონის კლუბმა ფრანგული „რენიდან” ედუარ მენდი იყიდა, მაგრამ კარის დაცვა ერთია და ბიზნესი მეორე —...
პრემიერლიგა ფანებს ველოსიპედებს უმზადებს
მაყურებლის გარეშე ფეხბურთის მატჩები მართლა აუტანელია, ამიტომ პრემიერლიგის კლუბები გამოსავლის მოძებნას ცდილობენ. მათი ერთ-ერთი ბოლო იდეა ფანებისთვის ველოსიპედების დაქირავება გახლავთ. არადა, თავდაპირველი გეგმის თანახმად, გარკვეული რაოდენობის მაყურებელი ინგლისის სტადიონებზე უკვე ხვალ და ზეგ უნდა გამოჩენილიყო. ფეხბურთის მოყვარულთა სამწუხაროდ, ბრიტანეთის ხელისუფლებამ covid 19-ის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო გეგმა შეცვალა. ვირუსოლოგები ამტკიცებენ, რომ ღია სივრცეში, სოციალური დისტანციის...









