იმ დღეს, როდესაც მერსისაიდზე covid 19-ის ახალი რეგულაციები ამოქმედდა, „არსენალმა” „ლივერპულს” საფხებურთო შეზღუდვებიც დაუწესა: პირველად, 39 მიყოლებული თამაშის შემდეგ, ლივერპულელებმა თავიანთ სტადიონზე გოლი ვერ გაიტანეს. ბოლოს ასეთი რამ 2019 წლის თებერვალში ჩემპიონთა ლიგაზე, „ბაიერნის” წინააღმდეგ მოხდა.
მასპინძელთა მხრიდან გოლის ვერ გატანა საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ „კარაბაოს” ანუ ლიგის თასის მეოთხედფინალში „არსენალის” გადახალისებული შემადგენლობა გასულიყო. შეხვედრის ბედი 0:0-ის შემდეგ პენალტების სერიამ გადაწყვიტა: ლონდონელთა გერმანელმა მეკარემ ბერნდ ლენომ დივოკ ორიჯისა და ჰარი ვილსონის დარტყმები მოიგერია.
სტუმრებისთვის ეს თამაში იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ მათ „ენფილდზე” წინა 9 შეხვედრაში 33 გოლი ჰქონდათ გაშვებული, ამჯერად კი, რომ იტყვიან, „კარი მშრალად” შეინახეს.
ახლა „არსენალი” აღივსება რწმენით, რომ „ლივერპულის” მძლეველს „კარაბაოს თასის” მოპოვებაც შეუძლია, რაც მესამე ჯილდო იქნება ფეხბურთის ასოციაციის თასისა და „ქომუნითი შილდის” (ინგლისის სუპერთასის) შემდეგ, რომლებიც ბოლო ორ თვეში მოიგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები01/08/2026 | 08:31საზონოვი ხეტაფეში ვარჯიშობს
მთავარი ამბავი01/08/2026 | 07:39ინფანტინომ უკან დაიხია!
აქეთურ-იქითური31/07/2026 | 16:12დინამო მუზეუმში
მთავარი ამბავი31/07/2026 | 15:53ქოჩორა სევილიასაც მოუნდა
