ახალი წელი ის დღესასწაულია, ყველას ბავშვობაში – ოცნებების და ჩაფიქრებული სურვილების სამყაროში რომ გვაბრუნებს… თუმცა, კაცმა არ იცის, 2020 წლის ბოლოს ახალს უფრო ველოდებით თუ ძველისგან თავის დახსნას. ასეთი მასშტაბური კატასტროფის წინაშე კაცობრიობა დიდი ხანია, ან საერთოდ არ მდგარა. იმედის ჭრაქი ბჟუტავს, მაგრამ სანამდე იქნება აქტუალური „ლოკდაუნი“, „დეზობარიერი“ და ასეთები, ვერავინ გვეუბნება. საყოველთაო ჭირმა დაღი...
წელი: 2020
ჩემი ცხოვრება ჩემი ფეხებია
უწმინდესის შეგონება: კაცმა უნდა ააშენოს სახლი! დარგოს ხე! იყოლიოს შვილი! ეს უნდა გააკეთოს, თავსაც რომ უშველოს, ერსაც და ბერსაც! განვლილი 30 წლის მანძილზე არაერთი უბადლო ნიჭით დაჯილდოებული მობურთალი მინახავს. მათ არც პატრონ-მყვარებელი აკლდათ და არც სხვა სიკეთე, მაგრამ ღვთისგან ბოძებული ნიჭი უმოწყალოდ გაუფლანგავთ. იმას, ვისაც უნდა ეფრინა სიარულიღა შეძლო. ვისაც გამართულად სიარული ძალუძდა ფორთხვაღა მოახერხა....
ეს არის მსოფლიოს საუკეთესო ლიგა?
მოგეხსენებათ, 30 დეკემბერს, კორონავირუსის გამო, პრემიერლიგამ ლონდონის გუნდების, „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „ფულემის” შეხვედრა გადადო. თარიღი დასაზუსტებელია. ეს გახლდათ მესამე მატჩი, რომლის ჩატარებაც მიმდინარე სეზონში covid 19-ის მიზეზით გადავადდა. „სფურზის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ კი უკმაყოფილება არ დამალა. მას არ მოეწონა რამდენი ხანი აყურყუტეს მისი ფეხბურთელები, სანამ გამოუცხადებდნენ, რომ თამაში აღარ შედგებოდა. მოურინიუმ სოციალურ ქსელში გააზიარა ვიდეო,...
პრემიერლიგაში ინტრიგა გაიზარდა
ახლა, სიტყვა „მანჩესტერ იუნაიტედზეა”. „ლივერპულს” შეეძლო საახალწლოდ ცხრილის სათავეში ხუთი ქულით დაწინაურებულიყო, მაგრამ ვაგლახ: ბოლო ოთხ დღეში მხოლოდ ორი ქულა მოიპოვა. თან, მეტოქეებად ჰყავდნენ „ვესტ ბრომვიჩი” და „ნიუკასლ იუნაიტედი”. პირველი მე-19 ადგილზეა, მეორე კი ცოტა მაღლა, მეთოთხმეტეზე. თუ ცხრილში მერსისაიდელთა ფრეების გრაფას ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ იქ 6 წერია. ეს კი ბევრია. შედეგად, მდევრებს ხელ-ფეხი ხსნილი...
ბობანმა მილანს მოუგო
იტალიური კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა „მილანს“, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი წარმოადგენდა, სასამართლო პროცესი მოუგო. სასამართლომ დაავალდებულა გაზიდისი, ხორვატს 5,37 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბობანს 2020 წლის მარტამდე „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი ეკავა. ხორვატმა ერთ-ერთ ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა პოტენციურ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან მის ზურგს უკან მოლაპარაკებების წარმოების გამო. ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები კლუბის...
რაგბის ახალი თავი
ბორჯღალოსანთა ექს-კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტია. სამგზის გადადებული არჩევნები დღეს თბილისის „ლოკომოტივის“ სარაგბო ბაზაზე გაიმართა და მას 20 კლუბის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა ხმების საერთო რაოდენობამ 43 შეადგინა. არჩევნებზე გამოცხადდა, მაგრამ წილისყრაში მონაწილეობა არ მიუღია „გორდას“, რომელსაც ორი ხმა ჰქონდა. კენჭისყრის შედეგად 10 ხმა მიიღო გოჩა სვანიძემ, ხოლო ირაკლი აბუსერიძეს 31 ხმა ერგო და...
ფერგიმ „ფერგი თაიმს” უყურა
სერ ალექს ფერგიუსონი პირბადის მიღმა ალბათ იღიმებოდა… „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი იმ ყინვიან საღამოს სტადიონზე იყო და ცოცხლად ნახა, როგორ გაიტანა მეტოქის კარში გამარჯვების გოლი მარკუს რეშფორდმა ეგრეთწოდებულ „ფერგი თაიმში”. რეშფორდმა გოლი 90+3 წუთზე შეაგდო. არადა, საქმე 0:0-კენ მიდიოდა. გასაკვირი არც იყო, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ვულვერჰემპტონმა” ზეპირად ისწავლეს ერთმანეთი — გასულ სეზონში ოთხჯერ ითამაშეს....
მესის გარეშე არაფერი გამოდის
„ბარსელონამ” ცუდად ითამაშა — შინ, „ეიბართან”, 1:1-ზე უკეთესი ვერაფერი მოახერხა. ამ შეხვედრას ლეო მესი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. და ვინაიდან, მეხოტბის შეფასებაზე საინტერესო ყოველთვის კრიტიკოსის აზრია, გთავაზობთ, მადრიდული „მარკას” წერილს, თუმცა, მანამდე ვთქვათ, რომ მე-8 წუთზე ბარსელონელმა თავდამსხმელმა მარტინ ბრაიტვაითმა პენალტი ვერ გაიტანა, შემდეგ იმავე ბრაიტვაითს ოფსაიდის გამო გოლი არ ჩაუთვალეს, რასაც მეორე ტაიმში მოჰყვა ეიბარელი...
ნუ იქნება ოღონდ ფონტი
ესპანურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონას“ ექს-პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის ჟოან ლაპორტასთვის მიცემას აპირებს. ჟურნალისტები წერენ, ამის მიზეზი არა ლაპორტას მიმართ სიმპათია, არამედ იმის სურვილია, რომ არჩევნები ვიქტორ ფონტმა არ მოიგოს. საქმე ის არის, რომ ფონტი ერთადერთი კანდიდატია, რომლის გამარჯვება ბართომეუსა და მის თანამოაზრეებს კატეგორიულად არ სურთ. ჰოდა, ბართომეუს გუნდი მზად...
აკი, დაბერდაო?
მადრიდის „რეალმა“ უკვე შეათანხმა ახალი კონტრაქტი ლუკა მოდრიჩთან. ხორვატ ნახევარმცველს 2021 წლის ივნისში ეწურებოდა კონტრაქტი. „რეალი“, რომელიც 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ლუკას 2022 წლის 30 ივნისამდე თანამშრომლობა შესთავაზა. ხორვატი მადრიდში „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა. არადა, სულ ცოტა ხნის...

