სერ ალექს ფერგიუსონი პირბადის მიღმა ალბათ იღიმებოდა… „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარული მწვრთნელი იმ ყინვიან საღამოს სტადიონზე იყო და ცოცხლად ნახა, როგორ გაიტანა მეტოქის კარში გამარჯვების გოლი მარკუს რეშფორდმა ეგრეთწოდებულ „ფერგი თაიმში”.
რეშფორდმა გოლი 90+3 წუთზე შეაგდო. არადა, საქმე 0:0-კენ მიდიოდა. გასაკვირი არც იყო, რადგან „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „ვულვერჰემპტონმა” ზეპირად ისწავლეს ერთმანეთი — გასულ სეზონში ოთხჯერ ითამაშეს. მეტიც, ბოლო ორ წელიწადში ეს ორი გუნდი რვაჯერ შეხვდა ერთმანეთს.
მაგრამ, როდესაც 94-ე წუთი დაიწყო, ბრუნო ფერნანდეშმა გრძელი პასი მიაწოდა რეშფორდს, რომელმაც ბურთი დაიმორჩილა, საჯარიმოს განაპირას დაამუშავა, დატრიადლა, დაარტყა და… ვინ იცის მეკარე რუი პატრისიუს პრობლემა არც შექმნოდა, რიკოშეტი რომ არა. ბურთი მაროკოელ რომან საისს მოხვდა და „ვულვზის” კარში შევარდა.
„მანჩესტერ იუნაიტედმა” 2020 წელი პრემიერლიგის ცხრილში „ლივერპულის” შემდეგ მეორე ადგილზე დაამთავრა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური18/06/2026 | 10:34დაბერდა!
მთავარი ამბავი18/06/2026 | 09:41ტუხელმა ფეხბურთელებს დაუღრინა, ინგლისმა მოიგო!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 14:14დიომანდეს ბავშვობის საყვარელი გუნდი არის ლივერპული… არა პსჟ!
აქეთურ-იქითური17/06/2026 | 10:57დაგვიანება ამერიკული მოვლენაა?