ინგლისურ ფეხბურთთან წლინახევრიანი განშორების შემდეგ უეინ რუნი კუნძულზე დაბრუნდა და პირველივე შეხვედრაში „დერბი ქაუნთის“ კაპიტნის სამკლავურით შეუძღვა მოედანზე. მისმა გუნდმა „ბარნსლი“ 2:1 დაამარცხა, ახალგამომცხვარმა კაპიტანმა კი საგოლე პასი მიითვალა. უეინმა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა, სამი ართმევა გაახერხა და რამდენჯერმე მსაჯსაც ეკამათა. მოკლედ, ისევ ის რუნია. მან 32 ნომერი აირჩია, რაც თავიდან საბუკმეკერო კანტორა 32 RED-ის...
წელი: 2020
კაპიტნური
მატჩის დასრულებამდე წამები რჩებოდა, ტაბლოზე კი საყაიმო ანგარიში ციმციმებდა რა დროსაც თორნიკე შენგელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გუნდის უპირობო ლიდერი და ღირსეული კაპიტანია – ქართველმა კალათბურთელმა, გადამწყვეტ და სარისკო ეპიზოდში სადავეები საკუთარ ხელში აიღო, პერიმეტრის ხაზიდან სამწამიან ზონაში შეიჭრა, ფარქვეშ მყოფ მეტოქე კალათბურთელებს ისე გადააფრინდა და გადაატენა, თქვენი მოწონებული და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა...
ფრჩხილები თამაშგარეში
VAR ტექნოლოგიის შემოღების შემდეგ გარკვეული წინააღმდეგობრივი მომენტების ანალიზი გამარტივდა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის უდავოდ დადგენა მაინც რთულია. მოქმედი წესების წინააღმდეგ უკვე ღიად გაილაშქრა „ლივერპულის“ დამრიგებელმა იურგენ კლოპმა. „მხარს ვუჭერ FIFA-ს და UEFA-ს იდეას თამაშგარე მდგომარეობის წესის გამარტივების შესახებ. მის დანერგვას დიდი დრო არ დასჭირდება. თორემ რა გამოდის: ნახევარი საათი სჭირდება იმის გარკვევას, დარჩა თუ არა ფეხბურთელს...
რა მოუვიდა ჯორჯ ბედლოკის ტრ..ს?
ჯორჯ ბედლოკი, ჯორჯ ბედლოკი თავის ოხრადდასარჩენ ტრ…ზე მოჯდა. ეს იყო საჩუქარი მო სალაჰისთვის. ჯორჯ ბედლოკი, ჯორჯ ბედლოკი… ასეთია „ლივერპულის” გულშემატკივართა სიმღერა, რომელიც მათ წუხელ, „შეფილდ იუნაიტედთან” თამაშის მე-4 წუთზე შეთხზეს, როდესაც ანგარიში გაიხსნა. ეპიზოდის აღწერით თავს არ შეგაწყენთ, ის შეგიძლიათ ქვემოთ დართულ ვიდეოში ნახოთ. მეორე გოლი 64-ე წუთზე სადიო მანემ შეაგდო. ამრიგად, „ლივერპულმა” 2:0 გაიმარჯვა...
ვინ შეხედავს პოგბას მუშტრის თვალებით
პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედიდან” წამსვლელს ჰგავს — არც მას უნდა გუნდში დარჩენა და აღარც კლუბს ეპიტნავება მისი დატოვება. აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს ის, რომ „ოლდ ტრეფორდზე” ფეხბურთელის გამოსასყიდ ფასად ზაფხულში 180 მილიონ გირვანქა (211,6 მილიონ ევროს) თქვეს, ნაახალწლევს კი ეს თანხა 100 მილიონ გირვანქამდე (117,6 მილიონი ევრო) შეამცირეს. ესე იგი მყიდველების დაფრთხობა აღარ უნდათ....
ცოტა-ცოტა ფეხბურთზე ახალი წლის დღეებში
ჩვენ რომ ტრონჰეიმში ვცხოვრობდეთ, ახლა წითელი ბურთით ვირბენდით დათოვლილ მოედანზე და მადრიდის „რეალს“ დავამარცხებდით, მაგრამ განა ჩვენ ნორვეგიელები ვართ? არა, ჩვენ არა ვართ ნორვეგიელები. თუნდაც იმიტომ, რომ ისინი უკვე მეორედ არიან მსოფლიოს ჩემპიონატზე. ეგილ ოლსენმა წესად შემოიღო, რომ თავისი გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანოს ხოლმე. ნორვეგია – თოვლის ქვეყანაა, სადაც ბურთს ზაფხულში თუ გააგორებ მიწაზე, თორემ...
კაცი, რომელმაც შეცვალა კალათბურთი
კაცი, რომელმაც შეცვალა კალათბურთი და ის ჭეშმარიტად საერთაშორისო ბრენდად აქცია – ნბა-ს ყოფილი კომისარი დევიდ სტერნი ახალი წლის პირველ დღეს, 77 წლის ასაკში გარდაიცვალა. იქამდე, 12 დეკემბერს, სტერნმა ინსულტი გადაიტანა. დევიდ სტერნი მსოფლიო სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფუნქციონერი იყო. სტერნი ნბა-ს საჭესთან 30 წლის განმავლობაში იდგა. მისი მმართველობის პერიოდში გაჩნდა დრაფტ-ლატარეა, დაწესდა დრეს-კოდი კალათბურთელებისთვის, დაიწყო...
დე ლიხტი ყველის ნაჭერია, იუვენტუსი კი ჰარვარდი
მატეის დე ლიხტის აგენტმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო საქმოსანმა და, რაა დასამალი, სკანდალურმა პიროვნებამ, მინო რაიოლამ „ბარსელონას” შეუტია. მას კატალონიელთა ბოსტანში კენჭების სროლა სჩვევია ხოლმე. ჰოლანდიური Voetbal International-თვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა, რომ „ბარსელონა” დე ლიხტს სათანადოდ ვერ აფასებდა და ის ფრენკი დე იონგის ხურდა ეგონა. „ბარსელონაში ფიქრობდნენ, რომ რაკი ფრენკი დე იონგს ყიდულობდნენ, მატეის...
ახალი წლის ახალი არსენალი და ძველი იუნაიტედი
ძველი დიდებით ცნობილი „არსენალი” და „მანჩესტერ იუნაიტედი” ახალი წლის პირველ დღეს ლონდონში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და თამაშმა გამოაჩინა, რომ თუკი „იუნაიტედი” ჯერჯერობით ისეთივე მოსაწყენი და უკბილო გუნდია როგორიც 2019 წელს იყო, „არსენალი” 2020-ში გამოფხიზლებას აპირებს — ახალმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ლიდერის თვისებებით თავი გამოიჩინა გრანიტ ჯაკამ, დავიდ ლუისი კი დაცვაში იყო შეუვალი. მესუთ...








