მატეის დე ლიხტის აგენტმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო საქმოსანმა და, რაა დასამალი, სკანდალურმა პიროვნებამ, მინო რაიოლამ „ბარსელონას” შეუტია. მას კატალონიელთა ბოსტანში კენჭების სროლა სჩვევია ხოლმე.
ჰოლანდიური Voetbal International-თვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა, რომ „ბარსელონა” დე ლიხტს სათანადოდ ვერ აფასებდა და ის ფრენკი დე იონგის ხურდა ეგონა.
„ბარსელონაში ფიქრობდნენ, რომ რაკი ფრენკი დე იონგს ყიდულობდნენ, მატეის დე ლიხტსაც გამოკრავდნენ ხელს. როგორც ჩვენში იტყვიან, ყველის ნაჭერი ეგონათ. საკითხს არასწორად უდგებოდნენ. მათი აზრით, ისეთი ფეხბურთელი როგორიც პიკეა, ახალმოსულს თავის ადგილს დაუთმობდა?
სხვათა შორის, ჰოლანდიაშიც ფიქრობდნენ, რომ დე ლიხტი ვალდებული იყო „ბარსელონაში” გადასულიყო, ამ ქვეყანაში „ბარსა” ჰოლანდიურ კლუბად მიაჩნიათ. უცხოურად კი ვერ აღიქვამენ.
არადა, დე ლიხტისთვის ფული მთავარი არ არის. მას თამაში უნდა. „იუვენტუსს” კი მისი ყიდვა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ სურდა. მაშინ დე ლიხტმა მითხრა: მინო, მე დაცვითი ფეხბურთის ჰარვარდში მინდა ვისწავლო. და ამიტომაც ავირჩიეთ „იუვე”. ჯერ უმაღლესია დასამთავრებელი”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
