ატლეტიკომ და დიეგო კოშტამ შეთანხმებას მიაღწიეს და კონტრაქტი ნაადრევად გაწყვიტეს. ხელშეკრულებას ვადა 2021 წლის 30 ივნისს გასდიოდა, მაგრამ ფეხბურთელმა პირადი პრობლემები მოიმიზეზა და გაცლა არჩია. ბრაზილიელ-ესპანელი ფორვარდი ატლეტიკოში პირველად 2010-14 წლებში თამაშობდა. შემდეგ სამი სეზონი ჩელსიში გაატარა. 2018-ში ისევ დაბრუნდა. ჯამში მადრიდულ კლუბში 215 ოფიციალური მატჩი გამართა, 83 ბურთი გაიტანა და 36 საგოლე პასით გამოირჩა....
წელი: 2020
იუვენტუსს სამი დატოვებს
იტალიური მედიის მტკიცებით ტურინის „იუვენტუსს“ იანვარში რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს, მათ შორის ადრიენ რაბიო. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთელი იმ არასტაბილური სათამაშო დროით არის უკმაყოფილო, რომელსაც მას ანდრეა პირლო აძლევს. ფრანგი შუახაზელით ინგლისური კლუბები – „ევერტონი“, „მანჩესტერი“ და „ჩელსი“ არიან დაინტერესებულნი. იანვარში წასვლის კანდიდატები არიან ასევე ფედერიკო ბერნარდესკი და სამი ხედირა. ბერნარდესკის გადაბირება რამდენიმე იტალიურ გუნდს სურს და...
წლის სპორტსმენი – უკვე მეოთხედ
ავტორიტეტულმა სააგენტო Associated Press-მა აშშ-ის წლის საუკეთესო სპორტსმენად ლებრონ ჯეიმსი დაასახელა. ეს ამ სააგენტოს მხრიდან „მეფის“ მეოთხე აღიარებაა. ლებრონმა წლეულს „ლეიკერსთან“ ერთად NBA-ის ჩემპიონობა მოიპოვა და ფინალური სერიის MVP-ის ტიტული ირგუნა. ამას გარდა, აღინიშნა მოძრაობა Black Lives Matter-ის აქტივისტობა და მრავალწლიანი საქველმოქმედო საქმიანობა. უფრო ადრე ლებრონი წლის სპორტსმენად Sports Illustrated-მა აღიარა. ამავე გამოცემის ვერსიით 35...
კორონამ პრემიერლიგაში თამაში გადადო
დღეს „ევერტონისა” და „მანჩესტერ სიტის” თამაში არ ჩატარდება. მიზეზი: პეპ გვარდიოლას ნახევარი გუნდი covid 19-ით ჰყავს ავად. როგორც გაირკვა, კაილი უოქერისა და გაბრიელ ჟესუსის დაავადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ვირუსი სულ მცირე კიდევ სამ ფეხბურთელს და კლუბის ორ თანამშრომელს გადაედო. „სიტის” შეფები ვარაუდობენ, რომ კორონავირუსი მათ კლუბში ლონდონში გავრცელდა, სადაც გასულ კვირაში, „კარაბაოს თასზე”, „არსენალთან” სათამაშოდ...
ჩელსის საახალწლო კრიზისი
ფრენკ ლემპარდმა 2020 წელი მინი-კრიზისით დაამთავრა. „ჩელსიმ” „სტემფორდ ბრიჯზე” მორიგი არაფრით გამორჩეული თამაში ჩაატარა და ბოლო ხუთ ტურში ერთი გამარჯვების ამარა დარჩა. მეორენაირად რომ ვთქვათ, დასავლეთლონდონელებმა ამ შეხვედრებში 15 შესაძლებლიდან მხოლოდ 4 ქულა აიღეს… ინგლისელ მიმომხილველებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ „ლურჯებს” მიმდინარე სეზონში ჩემპიონობის შანსი აღარ აქვთ. მეტიც, ისინი წერენ, რომ თუ ლემპარდის ბიჭებმა ასე...
საუკუნის ფეხბურთელი
დუბაიში „გლობ სოკერის” დაჯილდოებათა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს „საუკუნის ფეხბურთელის” ჯილდო გადასცეს. მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფაში” მოწყობილ გალაზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ხეორხინა როდრიგესთან ერთად გაიარა. საფეხბურთო სელებრითებიდან საღამოს ესწრებოდნენ „ლივერპულის” ლეგენდა, 59 წლის იან რაში და მისი 43 წლის თანამეცხედრე, მომღერალი და მოდელი ქეროლ ენტონი. იყვნენ ჟერარდ პიკე, რობერტ ლევანდოვსკი, კრივის...
მესი: გასული ზაფხული რომ დაბრუნდეს, კვლავ წასვლას მოვითხოვდი
ლეო მესი ესპანური ტელეკომპანია La Sexta-ს წამყვან ჯორდი ევოლეს გადაცემაში ესტუმრა და თქვა, რომ არ იცის მიმდინარე სეზონის დამთავრების შემდეგ დარჩება „ბარსელონაში” თუ არა. ყველა ვარიანტში შევეცდები ისე მოვიქე, რომ ჩემთვისაც კარგი გამოვიდეს და კლუბისთვისაცო, თქვა „ბლაუგრანას” კაპიტანმა. უამრავჯერ დაიწერა, რომ „ბარსას” არგენტინელ ვარსკვლავს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტის ვადა 2020 წლის 30 ივნისს ეწურება. იყო წინაისტორიაც:...
თქვენი გაზეთი!
აი, ამოთქმა რომ გინდა და მთლად ისე ვერ გამოდის, ეგ მომენტია… არადა, 30 წელი ხუმრობა საქმეა?! „სარბიელი“ უბრალოდ გაზეთი არასოდეს ყოფილა, უბრალოდ სამსახურიც არასოდეს ყოფილა, ცოტა უფრო მეტი იყო… ცოტა კი არა, ბევრად მეტი იყო – ოჯახი, რომელმაც თუ მიგიღო, აგიტანს და გაგიტანს კიდეც, ეგებ შენიშვნაც მოგცეს, მაგრამ საჭირო დროს რომ გადაგეფარება. კიდევ ერთი გამოარჩევდა...
უკბილო ბებრები და გასაყიდი ბავშვები
სანამ ბუნდესლიგაში თამაშები განახლდება, „შპორტ ბილდმა” ორიოდ სიტყვით „დორტმუნდის” ამბებს გადაავლო თვალი. სადღეისოდ, დორტმუნდელები მეხუთე ადგილზე არიან და 2 იანვარს მეოთხეზე მყოფ „ვოლფსბურგს” ეთამაშებიან. „შპორტ ბილდი“ წერს, რომ „შავ-ყვითელთა” შეფებს ერთი მხრივ წარმატებული პროექტი აქვთ. ეს წარმატება იმაში მდგომარეობს, რომ მთელს ევროპაში შეგროვებული ნიჭიერი ყმაწვილები მათთან სახელს იმკვიდრებენ, კარგი ფეხბურთის თამაშს სწავლობენ და ხშირ შემთხვევაში...
ეს რა ჰქონია არსენალს არსენალში
ამ შეხვედრაში ყველა „არსენალის” გაცამტვერებას და მიკელ არტეტას თანამდებობიდან მოხსნას ელოდა, მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რამაც პრემიერლიგის მოყვარულები გააოცა — არტეტამ დადო შედეგი, რომელმაც მისი სამსახური ხომ გადაარჩინა და „მეთოფეები” შეჯიბრებაში დააბრუნა. უცნაურია, მაგრამ ასეა: იმის მაგივრად, რომ ჩრდილოლონდონელთა ფანები საახლწლოდ ლიგაში დარჩენის შანსებს ითვლიდნენ, ახლა ამბიციურ გეგმებს აწყობენ და კალენდარში იმედით იყურებიან. „არსენალმა” „ჩელსის”...
