… მანამდე ორ წელიწადზე მეტია, მაგრამ ხოსე ლუის ჩილავერტმა უკვე განაცხადა, რომ პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს. გახსოვთ, მსოფლიოს1998 და 2002 წლების ჩემპიონატების მონაწილე ლეგენდარული მეკარე, რომელსაც „ბულდოგის“ სახელითაც იცნობდნენ? ჩილავერტი პენალტების და საჯარიმო დარტყმების დიდოსტატად იყო ცნობილი და ჯამში 62 გოლი დაუგროვდა. პარაგვაელი დიდი ხნის მანძილზე მეკარეთა შორის საუკეთესო გოლეადორი იყო, ვიდრე 2006 წელს...
წელი: 2020
რა ბედი შეიძლება ეწიოს კრიშტიანუს?
ესპანური გაზეთის „მარკას” ინგლისური ვერსიის რედაქტორმა, ჯეფ ჯილინგემმა კრიშტიანუ რონალდუს მომავლის შესახებ თავისი მოსაზრება გამოთქვა, რომელიც საინტერესოდ მივიჩნიეთ და მის შინაარსს ქვემოთ გაგაცნობთ. ჯილინგემი წერს, რომ ბოლო დროს ბევრი იწერება ლეო მესის კარიერის გაგრძელების შესაძლო ვარიანტების შესახებ. წერენ, მაგალითად, რომ ვინაიდან 2021 წლის 30 ივნისს მას „ბარსელონასთან” კონტრაქტის ვადა ეწურება, „ბლაუგრანას” ყოფილმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ...
კუმანი მესის, ანსუს, პედრის და კორონას შესახებ
„ბარსელონას” ჟურნალისთვის მიცემულ ინტერვიუში, რონალდ კუმანმა „კამპ ნოუზე” გატარებული პირველი თვეები შეაჯამა. მან ილაპარაკა ლეო მესიზე, „ბლაუგრანას” ახალგაზრდებზე, რომელთაც ბოლოხანს დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს და covid 19-ის გავლენაზე. „ყველაზე ძნელი შინ თამაშია, რადგან უზარმაზარი სტადიონი სრულიად ცარიელია, ერთი გულშემატკივარიც კი არ ზის, — თქვა მან, — ამის შეგუება ფეხბურთელებს ძალიან უჭირთ. შეიძლება პანდემიამ უმაყურებლო ფეხბურთს მეტ-ნაკლებად...
პირველს დელე ალის იყიდის
როგორც კი მაურისიო პოჩეტინო „პარი სენ ჟერმენს” ჩაიბარებს, დელე ალის „ტოტენჰემის” „ჯოჯოხეთიდან” გამოქცევას და დიდ ევროპულ კლუბში თამაშს შესთავაზებს. მოგეხსენებათ, პარიზელებმა შობის დღესასწაულის წინ თომას ტუხელი გაუშვეს და არგენტინელთან ფაქტობრივად მოლაპარაკებულები არიან. პოჩეტინო 13 თვეა უმუშევარია. მისი ბოლო სამსახური სწორედ „ტოტენჰემ ჰოთსფური” იყო, საიდანაც გაათავისუფლეს და იმ დღიდან მოყოლებული, ინგლისში სულ იმას ლაპარაკობდნენ, რომ ერთ...
ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატები გააუქმა
ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილი 17 და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპები აღარ გაიმართება. 17 – წლამდელებისთვის პერუს უნდა ემასპინძლა, 20 – წლამდელებს კი ინდონეზიაში ელოდნენ. მიზეზი, ბუნებრივია, კორონავირუსის პანდემიაა. იგივე ქვეყნები ფინალურ ეტაპებს 2023 წელს უმასპინძლებენ. ამავე ასაკობრივ კატეგორიებში ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატები 2019 წელს ჩატარდა. 20-წლამდელებში მოქმედი ჩემპიონის ტიტულს უკრაინა ატარებს. იმავე...
ტუხელი რუმინელმა მსაჯმა იმსხვერპლა
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის გაშვების მიზეზი ფეხბურთელებთან კონფლიქტი ყოფილა. გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში, სადაც პარიზელები „ბაშაქშეჰირს“ მასპინძლობდნენ, მეოთხე მსაჯმა თურქული კლუბის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს, პიერ ვებოს „ნიგერი“ უწოდა, რის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და რუმინელი მსაჯის ასისტენტი რასიზმში დაადანაშაულეს. გავრცელებული ცნობით, გასახდელში ტუხელმა საკუთარ ფეხბურთელებს მოედანზე დაბრუნება მოთხოვა,...
მესიმ 160 მეკარეს ლუდი უკისრა
2020 წლის 22 დეკემბერი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ლეო მესიმ „ვაიადოლიდს“ გაუტანა და ეს მის მიერ „ბარსელონას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ამდენი ერთი გუნდის სახელით ჯერ არავის გაუტანია. წინა რეკორდი 643 გოლი იყო, რომელიც თვით პელემ გაიტანა ბრაზილიურ „სანტოსში“ გატარებული 18 წლის განმავლობაში. ამ მოვლენის აღსანიშნავად კომპანია „ბუდვეიზერმა“ ლეოს თხოვნით სპეციალური საკოლექციო ლუდი მოხარშა....
ერიკსენს კარისკენ მიუთითეს
მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აღარ აპირებს კრისტიან ერიკსენთან თანამშრომლობას. 28 წლის დანიელს ტრანსფერზე დააყენებენ და იანვარში გაყიდიან. არადა, მოლოდინი სულ სხვაგვარი იყო. „ტოტენჰემში“ გატარებული 7 დიდებული სეზონის შემდეგ მისგან „ინტერში“ არანაკლებს ელოდნენ, მაგრამ ერიკსენი გუნდს აშკარად ვერ მოერგო. წლეულს შემტევმა ნახევარმცველმა 8 შეხვედრაში ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით...
მანჩესტერელთა შეკვეცილი დღესასწაული
დღეს ბრიტანეთში შობას აღნიშნავენ და… ვერც აღნიშნავენ. „მანჩესტერ იუნაიტედმა”, მაგალითად, ვარჯიში დანიშნა, ტრადიციული საშობაო ზეიმი კი გაუქმებულია. ოლე გუნარ სულშერმა დილის ათის ნახევარზე, ქერინგტონის საწვრთნელ კომპლექსში შეკრება და საათანხევრიანი წვრთნა ბრძანა. 26 დეკემბერს, „ბოქსინგ დეიზე”, „იუნაიტედი” ლესტერში თამაშობს და ნორვეგიელი მწვრთნელი ამ შეხვედრისთვის შერჩეული სათამაშო გეგმის დამუშავებას აპირებს. რაც შეეხება კლუბის ზეიმს, რომელშიც ჩვეულებრივ ფეხბურთელების...
ვესტბრუკმა დედაქალაქში რეკორდებით დაიწყო
NBA-ს ახალი სეზონი დაიწყო და „ვაშინგტონ ვიზარდის“ ახალწვეული რასელ ვესტბრუკი პირველსავე მატჩში გამოირჩა. „ჰიუსტონიდან“ დედაქალაქურ გუნდში გადასული გამთამაშებელის ანგარიშზე სამმაგი დუბლია – 21 ქულა, 11 მოხსნა, 15 პასი. თუმცა, მისმა გარჯამ გუნდს ვერ უშველა და „ვაშინგტონი“ 107:113 დამარცხდა „ფილადელფიასთან“. აღსანიშნავია, რომ ვესტბრუკი NBA-ს ისტორიაში მეექვსე კალათბურთელია, რომელიც სადებიურო მატჩში სამმაგი დუბლით გამოირჩა. მანამდე მსგავსი შედეგი...