… მანამდე ორ წელიწადზე მეტია, მაგრამ ხოსე ლუის ჩილავერტმა უკვე განაცხადა, რომ პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.
გახსოვთ, მსოფლიოს1998 და 2002 წლების ჩემპიონატების მონაწილე ლეგენდარული მეკარე, რომელსაც „ბულდოგის“ სახელითაც იცნობდნენ? ჩილავერტი პენალტების და საჯარიმო დარტყმების დიდოსტატად იყო ცნობილი და ჯამში 62 გოლი დაუგროვდა.
პარაგვაელი დიდი ხნის მანძილზე მეკარეთა შორის საუკეთესო გოლეადორი იყო, ვიდრე 2006 წელს ბრაზილიელმა როჯერიო სენიმ არ გააუმჯობესა მისი მიღწევა.
სამაგიეროდ, „ბულდოგი“ დღემდე პირველია მეკარეებში სანაკრებო გოლებით – 8-ჯერ გაიტანა. ამას გარდა, ერთადერთი მეკარეა, ვისაც ჰეთ-თრიქი აქვს შესრულებული.
1999 წელს მან არგენტინის ჩემპიონატში „ველეს სარსფილდის“ სახელით „ფეროკარილ ოესტეს“ (6:1) სამი პენალტი გაუტანა.
სწორედ „სარსფილდში“ გაატარა ჩილავერტიმ კარიერის დიდი ნაწილი და 48 გოლიც იქ მიითვალა, თუმცა ევროპაშიც იბურთავა. არგენტინამდე სამი სეზონი ესპანური „სარაგოსას“ კარს იცავდა, ევროპაში დაბრუნებული კი ორი წელი ფრანგულ „სტრასბურს“ ემსახურა.
ტიტულები? არგენტინის 4-გზის, აგრეთვე პარაგვაის და ურუგვაის ჩემპიონი, საფრანგეთის, ლიბერტადორესის და საკონტინენტთაშორისო თასების მფლობელი. ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ „ბულდოგის“ პოპულარობა პარაგვაიში განუზომელია.
ასაკიც ისეთი აქვს (55), ცხოვრებისეული გამოცდილება საკმაოდ დაუგროდა და ჩათვალა, რომ პოლიტიკაშიც სათანადოდ შეძლებს ქვეყნის ინტერესების დაცვას. ვინც არ უნდა იყოს მისი კონკურენტი, ჩილავერტთან ჭიდილი ძალიან გაუჭირდება.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?