ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილი 17 და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპები აღარ გაიმართება. 17 – წლამდელებისთვის პერუს უნდა ემასპინძლა, 20 – წლამდელებს კი ინდონეზიაში ელოდნენ. მიზეზი, ბუნებრივია, კორონავირუსის პანდემიაა. იგივე ქვეყნები ფინალურ ეტაპებს 2023 წელს უმასპინძლებენ. ამავე ასაკობრივ კატეგორიებში ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატები 2019 წელს ჩატარდა. 20-წლამდელებში მოქმედი ჩემპიონის ტიტულს უკრაინა ატარებს. იმავე წელს 17-წლამდელებში მეოთხედ იჩემპიონა ბრაზილიამ.

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?