უკრაინაში ომის მიუხედავად ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატი გრძელდება, თუმცა პირობები რასაკვირველია საგანგებოა. ამის დასტურია „კრივბასისა” და „შახტარის” შეხვედრა, რომელიც გუშინ, კვირას, 50-ე წუთზე შეწყდა. მიზეზი: რუსულმა საჰაერო ძალებმა კრივი რიჰში (დნეპროპეტროვსკის ოლქი) ყუმბარები ჩამოყარეს. იმ მომენტისთვის, როდესაც თამაში შეწყდა „შახტარი” ტარას სტეპანენკოს გოლით 1:0-ს იგებდა. მატჩი ვეღარ გაგრძელდა. ის სხვა დროს დამთავრდება. შევხედრა იმთავითვე პრობლემური გამოდგა....
ჭდე: უკრაინა
უკრაინამ, ირანი გაისროლეთო…
უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ფიფას თხოვნით მიმართა, რომ ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ირანი იარაღს აწვდის რუსეთს, რითაც ფიფას წესდების 3 და 4 პუნქტებს არღვევს. ეს პუნქტები ორგანიზაციის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვას და დისკრიმინაციასთან ბრძოლას ავალდებულებს.
როგორ დაარიგა პუტინმა გასახდელში საათები…
უკრაინელმა სერგეი რებროვმა გაიხსენა, რომ ვლადიმირ პუტინი ჯერ კიდევ 1999 წელს შედიოდა საფეხბურთო მატჩების დროს გასახდელში. როცა ჯერ კიდევ არ იყო ქვეყნის პრეზიდენტი… რებროვმა რუსეთი – უკრაინის გადამწყვეტი თამაში გაიხსენა, რომელიც 1:1 დასრულდა და ლურჯ-ყვითლები გავიდნენ ჯგუფიდან. მაშინ ანდრეი შევჩენკომ გაიტანა გოლი ჯარიმიდან, რომელიც ლამის ზედ აუტის ხაზზე დაინიშნა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმონოვმა კი უხეში შეცდომა...
გაერთიანება უკრაინისთვის
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდისთვის ახალი მაისურები დაამზადებინა. ამ ფორმით ჩაატარებს ნაკრები უახლოეს მატჩებს… წინა მხარეს დატანილია სხვადასხვა სახელმწიფოების დროშები, მათ შორის საქართველოსი. და წარწერაც ამშვენებს უკრაინის მხარდაჭერას რომ გამოხატავს – „გაერთიანება უკრაინისთვის“. უკან მხარეს კი რუსული აგრესიის შედეგად დაზარალებული ქალაქების წარწერებია. „ამ ფორმით ვითამაშებთ ამხანაგურებში და მსოფლიო ჩემპიონატზე გამსვლელ ფლეი ოფებშიც. შემდეგ კი მაისურები...
გოლი საელჩოდან
ანდრეი შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის 1999 წელს გამართული მატჩი გაიხსენა, როცა 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, ანგარიში გაათანაბრა და შესარჩევი ჯგუფიდან გაიყვანა თავისიანები. აქვე გთავაზობთ იმ ეპიზოდის ვიდეოს, რომელშიც რუსი კომენტატორის გასაცოდავებული ხმაც კარგ ისმის. მაშინ შევჩენკომ საჯარიმო დაარტყა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმომოვს ლაფსუსი მოუვიდა და საკუთარ კარში შეიტანა ბურთი – 1:1. ფრე კი უკრაინელებისა იყო. „პირველი მატჩი...
პრემიერლიგა ითამაშებს, ჩინეთი კი ათამაშებს
ჩინური ტელევიზიის შეფებმა, მათ, ვისაც პრემიერლიგის მატჩების ტრანსლაცია აბარიათ, გამოაცხადეს, რომ ამ უქმეებზე ინგლისურ საფეხბურთო მოვლენებს თავიანთი ქვეყნის მოსახლეობას არ აჩვენებენ. მიზეზი: ინგლისური გუნდები უკრაინისთვის მხარდაჭერის გამოხატვას აპირებენ, ეს კი მიმდინარე ომის საკითხში რუსეთის თანამოაზრე ჩინეთს არ ეპიტნავება. პრემიერლიგამ უკვე გამოაცხადა, რომ უკრაინაში რუსულ აგრესიას გმობს და ამ უქმეებზე უკრაინელ ხალხს თანადგომას გამოუცხადებს. „ჩვენ რუსეთს...
სტუმარ-მასპინძელი ყაველაშვილის ენაზე…
„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია. „სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას. რა არის შეურაცხყოფა: საკუთარი სახელმწიფო დროშის ფრიალი? გასაჭირში...
როდისღა, შევა?
შეადარეთ, როგორ მივიდა ანდრეი შევჩენკო სერია A-ში როგორც ფეხბურთელი და როგორ მივიდა როგორც მწვრთნელი… ფეხბურთელმა მალევე „ლაციოს“ კარში სამი გოლი გაიტანა და ის თამაში 4:4 დასრულდა. „მილანიც“ მაგარი იყო და „ლაციოსაც“ ისტორიაში საუკეთესო პერიოდი ჰქონდა. აი, მწვრთნელი კი სერია A-ში საშინელ შედეგს აჩვენებს: „ჯენოაში“ დანიშნეს და გუნდმა 6 მატჩიდან მხოლოდ ერთი ქულა აიღო. 5 წაგება!...
საქართველომ მსოფლიო მოგებით გახსნა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა 88:83 დაამარცხა უკრაინა და მსოფლიო 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი გამარჯვებით დაიწყო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. 15-ჯერ დაფიქსირდა ფრე, 17-ჯერ შეიცვალა ლიდერი. პირველ მეოთხედში საქართველოს თად მაკფადენმა ულიდერა. მან 15 ქულა შესძინა გუნდს და ჩვენებს 28:24 მოაგებინა. უკრაინა რომ არაფრით ჩამოგვჩებოდა, ბლიზნიუკისა და პეტროვის დამსახურებაა. მეტიც, მათი კარგი თამაშით უკრაინა 43:36 დაწინაურდა....
უკრაინამ კლინსმანს არც მოუსმინა
უკრაინის ნაკრები კვლავაც თავკაცის გარეშეა. 9 აგვისტოს გამართულმა ფედერაციის აღმასკომის სხდომამ შედეგი ვერ გამოიღო – ყველასთვის მისაღებ კანდიდატ სერგეი რებროვს არაბული „ალ-აინი“ არ უშვებს. უკრაინის ფეხბურთის ფედერაცია მზად არის დაეხმაროს რებროვს კლუბისთვის კომპენსაციის გადახდაში, თუ თანხა მილიონ დოლარზე მეტი არ იქნება, თუმც ჯერ ამ მხრივ პასუხი არ სჩანს. სამაგიეროდ, გააქტიურდნენ სხვა სპეციალისტები. უკრაინულ მხარეს დაუკავშირდნენ...









