
ანდრეი შევჩენკომ რუსეთ-უკრაინის 1999 წელს გამართული მატჩი გაიხსენა, როცა 88-ე წუთზე გაიტანა გოლი, ანგარიში გაათანაბრა და შესარჩევი ჯგუფიდან გაიყვანა თავისიანები.
აქვე გთავაზობთ იმ ეპიზოდის ვიდეოს, რომელშიც რუსი კომენტატორის გასაცოდავებული ხმაც კარგ ისმის. მაშინ შევჩენკომ საჯარიმო დაარტყა, რუსების მეკარე ალექსანდრ ფილიმომოვს ლაფსუსი მოუვიდა და საკუთარ კარში შეიტანა ბურთი – 1:1. ფრე კი უკრაინელებისა იყო.
„პირველი მატჩი ჯგუფში 3:2 მოვიგეთ. ეს კიევში. მეორე და გადამწყვეტი შეხვედრა მოსკოვში გვქონდა და ბოლო წუთებზე საჯარიმოთი გავიტანე. თამაშის წინა დღეს, სასტუმროს ნაცვლად, უსაფრთხოების მიზნით უკრაინის საელჩოში დავიძინეთ“, – თქვა შევჩენკომ.
ახლა მიმდინარე ომისას კი შევჩენკო ლონდონშია და გუშინ უკრაინის მხარდასაჭერ მიტინგზე სიტყვით გამოვიდა: „ამ ურთულეს პერიოდში კიდევ უფრო მეტად ვამაყობ, რომ უკრაინელი ვარ. მადლობა ჩვენს არმიას, პრეზიდენტს და ჩვენს ხალხს, რომლებიც სამშობლოს იცავენ. გთხოვთ, ერთად დავდგეთ. დიდება უკრაინას!“.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
