ჭდე: უკრაინა

Home უკრაინა
უკრაინამ ევრუფულები დაითვალა
ჩანაწერი

უკრაინამ ევრუფულები დაითვალა

უკრაინის ფეხბურთის ფეხერაციის საბანკო ანგარიშს ერთბაშად 16 მილიონი ევრო შეემატა. ეს ის ფულია, ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პრემიალურების სახით რომ გამოიმუშავა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრილ ყველა გუნდს ისეც ეკუთვნოდა 9,25 მილიონი და დამატებით – ჯგუფურ ეტაპზე მოგება (ჩრდ. მაკედონიასთან 2:1) – 1,5 მილიონი, ჯგუფიდან გასვლა – 2 მილიონი და 1/4-ფინალში გასვლა 3,75 მილიონი. ახლა ცედერაციამ უნდა გადაწყვიტოს,...

Хай живе, Капітан!
ჩანაწერი

Хай живе, Капітан!

ნამდვილი კაპიტნები სწორედ ასე იქცევიან: უკრაინის საფეხბურთო ნაკრების კაპიტანმა ანდრეი იარმოლენკომ გადაწყვიტა, ევროპის ჩემპიონატზე მიღებული ბონუს-თანხები ქველმოქმედებაზე დახარჯოს. ამის შესახებ საზოგადოებას მისმა აგენტმა ვადიმ შაბლიმ ამცნო: „ეს გადაწყვეტილება დიდი ხანია მომწიფდა. შეიქმნება გარკვეული ფონდი, რომელიც ავადმყოფ და უმწეო ბავშვებს დაეხმარება. მოხარულნი ვიქნებით, თუ სხვებიც მოგვბაძავენ“. სიკეთე გადამდებია.

დე ბური ქომაგებს არ უჯერებს
ჩანაწერი

დე ბური ქომაგებს არ უჯერებს

13 ივნისს ნიდერლანდების ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს უკრაინასთან გამართავს. მატჩისწინა ბოლო ვარჯიშზე ნიდერლანდელმა გულშემატკივრებმა თვითმფრინავის საშუალებით გუნდის მთავარ მწვრთნელ ფრანკ დე ბურს ტექსტური შეტყობინება გაუგზავნეს, რომელზეც ეწერა – ფრანკ, მხოლოდ 4-3-3. ამით გულშემატკივრებმა მწვრთნელს ბოლო დროს გამოყენებული ტაქტიკური სქემის შეცვლა მოსთხოვეს. დე ბური კი შეუვალია და პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მადლობა რჩევისთვისთვის, მაგრამ ჩვენ 3-5-2...

ჩვენი რუკა ჩვენ ფორმაზე!
ჩანაწერი

ჩვენი რუკა ჩვენ ფორმაზე!

უკრაინის ნაკრების ფორმის გამო ატეხილი ხმაური გეხსომებათ, სულ რამდენიმე დღის ამბავია. ევროპის ჩემპიონატზე მიმავალმა უკრაინამ სათამაშო ფორმას ქვეყნის რუკა დაახატა – უფრო სწორად, ქვეყნის კონტური, მოხაზულობა და ცხადია, ამ კონტურს შიგნით ყირიმიც მოაქცია და აღმოსავლეთის თვითმარქვია ვითომ რესპუბლიკებიც. კაცმა რომ თქვას, ეს რუკაც სწორედ იმიტომ დაიხატეს გულზე, რომ მიწები აქვთ წართმეული და ამას აღნიშნავენ. აქ...

ჩანაწერი

ფიფამ მსოფლიოს ჩემპიონატები გააუქმა

ფიფამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2021 წლისთვის დაგეგმილი 17 და 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური ეტაპები აღარ გაიმართება. 17 – წლამდელებისთვის პერუს უნდა ემასპინძლა, 20 – წლამდელებს კი ინდონეზიაში ელოდნენ. მიზეზი, ბუნებრივია, კორონავირუსის პანდემიაა. იგივე ქვეყნები ფინალურ ეტაპებს 2023 წელს უმასპინძლებენ. ამავე ასაკობრივ კატეგორიებში ბოლოს მსოფლიოს ჩემპიონატები 2019 წელს ჩატარდა. 20-წლამდელებში მოქმედი ჩემპიონის ტიტულს უკრაინა ატარებს. იმავე...

რამოსის 17 გაელვება
ჩანაწერი

რამოსის 17 გაელვება

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ესპანეთის პრიმერა დივიზიონის მესამე ტურის მატჩში „ბეტისთან“ (3:2) გოლი გაიტანა, რაც მცველებისთვის ახალი მიღწევაა. რამოსმა ესპანეთის ჩემპიონატში ზედიზედ მე-17 სეზონში გაიტანა. ზუსტად ამდენივე სეზონში აქვს გატანილი „რეალის“ ყოფილ თავდამსხმელს კარლოს ალონსოს, ხოლო რეკორდსმენად „ბილბაოს“ შემტევი აგუსტინ გაინსა ითვლება, რომელსაც ზედიზედ 19 სეზონში გაუტანია. შეგახსენებთ იმასაც, რომ რამდენიმე დღის წინ რამოსი...

რეკორდსმენი რამოსი
ჩანაწერი

რეკორდსმენი რამოსი

ესპანეთის ნაკრების კაპიტანი სერხიო რამოსი გატანილი გოლების რაოდენობით რეკორდსმენი გახდა. საუბარია მცველებზე… რამოსმა უკრაინის ნაკრებთან (4:0) მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა. შედეგად, ეროვნულ გუნდში გატანილი გოლების რაოდენობა 23-მდე გაზარდა და არგენტინელ დანიელ პასარელას (22 გოლი) გადაასწრო. გარდა ამისა, რამოსი ესპანეთის ნაკრების ისტორიაში გატანილი გოლებით მერვე ადგილზე – მცველი ლეგენდარულ ალფრედო დი სტეფანოს დაეწია. მის წინ არიან...