„ღირსება, შენი ქვეყნის სიყვარული, პატრიოტიზმი, არ გამოიხატება სტუმრის შეურაცხყოფაში, ამ შემთხვევაში, გუნდი, რომელიც ჩამოდის ის პირველ რიგში, სტუმარია. „სტუმარ-მასპინძელზე” ვართ გაზრდილები და სწორედ ამ ღირსებითაა ჩვენი ძირითადი გულშემატკივარი, ვინც თამაშს ესწრება“, – ასე გამოეხმაურა მიხეილ ყაველაშვილი საქართველო – რუსეთის სარაგბო მატჩზე საქართველოსა და უკრაინის დროშებით მისვლის ინიციატივას.
რა არის შეურაცხყოფა: საკუთარი სახელმწიფო დროშის ფრიალი?
გასაჭირში მყოფი მეგობარი ქვეყნის დროშის ფრიალი?
რუსი მორაგბეები ქართული და უკრაინული დროშების დანახვაზე გაღიზიანდებიან და თავს შეურაცხყოფილად იგრძნობენ?
თუ იგრძნობენ, ეგრე იყოს – იგრძნონ!
თურმე, ნუ იტყვით და, იმათ ფაქიზ ეროვნულ გრძნობებს უნდა გავუფრთხილდეთ, ვინც საუკუნეებია გვძარცვავს და გვკლავს!
და ერთიც: მიხეილ ყაველაშვილს „სტუმარ-მასპინძელი“ ნამდვილად აქვს წაკითხული? და თუ წაკითხული აქვს და ის დასკვნა გამოიტანა, რომ მეტოქე დროშებით არ უნდა გავაღიზიანოთ, რა გითხრათ…
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…
