მხოლოდ ფაქტები.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ წლის შემაჯამებელი ღონისძიება ჩაატარა და საუკეთესოები გამოავლინა.
საუკეთესოების გამოსავლენად ანკეტები ჟურნალისტებსაც დაუგზავნეს.
შემდეგ ეს ჟურნალისტები ნახსენებ ღონისძიებაზე დაპატიჟეს.
აქამდე ყველაფერი წესისა და ეთიკის ნორმების შესაბამისადაა. მთავარი კი ამის მერე იწყება.
ადგილზე მისულ ჟურნალისტებს გამოუცხადეს, თქვენ ფოიეში დაგველოდეთ და ჭამა-სმას რომ მოვრჩებით, დაგიძახებთო.
და თან იმ ფოიეში მონიტორი დაუდგეს, შეგიძლიათ, აქ უყუროთ ჩვენს ჭამა-სმასო.
„სარბიელს” ამ სამარცხვინო და დამამცირებელ მასკარადში მონაწილეობა, ცხადია, არ მიუღია!
თავმოყვარეობის მქონე ადამიანისთვის უკვე ყველაფერი გასაგები უნდა იყოს, დანარჩენებს ჩვენ ვერაფრით დავეხმარებით.
ამიტომ – წერტილი.
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…