აი, ხომ მეტისმეტად უცნაურია განცხადება, რაც „სპაერმა“ გაავრცელა, მაგრამ გვერწმუნეთ, არაფერია უფრო ადეკვატური ქართული საკლუბო ფეხბურთის დღევანდელი ყოფის მოსაყოლად.
აბა, წარმოიდგინეთ, ბევრი წლის მერე, შთამომავლობა რომ გკითხავთ, თქვენ დროს როგორი იყო ჩვენი ფეხბურთიო, უკეთესს რას წააკითხებთ?
აქამდე ერთხელ გვახსენდება მსგავსი რამ, როცა „საბურთალომ“ (სანამ „იბერიას“ დაირქმევდა) გულშემატკივრებს უთხრა, თამაშზე არ მოხვიდეთო… არ გჯერათ ან ვერ იხსენებთ? ინებეთ.
მაშინ მიზეზი არანაკლებ „ეგზოტიკური“ იყო: თქვენ საქციელზე თავს ვერ დავდებთო – გამოუცხადა კლუბმა საკუთარ ქომაგს.
ახლა კიდევ „სპაერმა“ – თავის ისტორიულ შეხვედრაში – გუნდი პირველ მატჩს ატარებს ევროთასზე საკუთარ კედლებში და…
თუმცა, კაცმა რომ თქვას, საკუთარი კედლები, ცოტა არ იყოს, ხმამაღალი ნათქვამი გამოგვივიდა – მესხის სათადარიგო მოედანს, სადაც მატჩი გაიმართება, კედლები (ტრიბუნები) მხოლოდ ერთი აქვს.
და ყველაფრის მიუხედავად, „სპაერს“, ცხადია, სრულიად გულწრფელად ვუსურვებთ წარმატებას!
ავტორის პროფილი
უახლესი პოსტები
დავთარი31/08/2025 | 20:13მართლა კითხულობთ, რომ ფედერაცია რა შუაშია?
დავთარი30/07/2025 | 23:14ჩვენი ფეხბურთი ერთ განცხადებაში
დავთარი28/12/2023 | 21:53… ამიტომ – წერტილი
აქეთურ-იქითური15/11/2023 | 19:33ჩემი, შენი, ჩვენი ბადრი…