„ლიონი’’ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. „ვილფრანშთან’’ (1:0) და „ჰამბურგთან’’ (4:0) გამარჯვებებისა და „ანტვერპენთან’’ (0:0) ფრის შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის გუნდმა ავსტრიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ლა ლიგის „მალიორკას’’ მოუგო 4:0. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველ ტაიმში ითამაშა და მე-19 წუთზე გოლი გაიტანა. ეს გახლდათ შეხვედრის მეორე გოლი, რომლის ვიდეოსაც ქვემოთ გთავაზობთ.
ლიონელთა გასახარად ამ დღეს პროფესიულ კარიერაში თავისი პირველი გოლი შეაგდო 18 წლის ნახევარმცველმა ხალეს მერამ, რომელიც ალჟირული წარმოშობისაა, მაგრამ საფრანგეთშია დაბადებული და ორივე ქვეყნის მოქალაქე გახლავთ. აღსანიშნავია, რომ „ლიონმა’’ ოთხივე გოლი 36 წუთში გაიტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
