ლამინ იამალი მწვერვალზე დაბრუნდა! ეს უკვე ნაღდია. ამას მადრიდულმა „მარკამაც’’ მიუძღვნა წერილი. „ბარსელონას’’ ვარსკვლავი სექტემბერ-ოქტომბერში ტრავმამ ამოაგდო კალაპოტიდან, მაგრამ გუშინ მის მიერ ლა ლიგის 23-ე ტურში „მალიორკასთვის’’ გატანილი გოლი ჩემპიონატის, სამეფო თასისა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში ზედიზედ მეხუთე გამოდგა. „ბარსამ’’ „მალიორკას’’ 3:0 მოუგო. ხსენებულ სერიაში პირველი გუნდი, რომელსაც 18 წლის ბარსელონელმა გოლი გაუტანა იყო „ოვიედო’’....
ჭდე: მალიორკა
ჟორჟს მეკარემ არ გაატანინა
„მალიორკასთან’’ მძიმე ბრძოლაში 2:1 გამარჯვების წყალობით ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოულოდნელი პრეტენდენტი „ვილიარეალი’’ ნოემბერს გარანტირებულად ოთხეულში ჩაამთავრებს. ჟორჟ მიქაუტაძის გუნდმა შიდა სარბიელზე უკვე მიჯრით მეოთხე შეხვედრა მოიგო. ის ლიდერ „ბარსელონას’’ მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება. ქართველი ფორვარდი, რომელმაც ტრავმის გამო ეროვნული ნაკრების ბოლო ორი შეხვედრა გამოტოვა, მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. როგორც AS წერს, მას „მალიორკასთან’’ შეხვედრაში...
გოლი მალიორკას კარში- ჟორჟი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს
„ლიონი’’ ახალი სეზონისთვის მზადებას განაგრძობს. „ვილფრანშთან’’ (1:0) და „ჰამბურგთან’’ (4:0) გამარჯვებებისა და „ანტვერპენთან’’ (0:0) ფრის შემდეგ ჟორჟ მიქაუტაძის გუნდმა ავსტრიაში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ლა ლიგის „მალიორკას’’ მოუგო 4:0. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა პირველ ტაიმში ითამაშა და მე-19 წუთზე გოლი გაიტანა. ეს გახლდათ შეხვედრის მეორე გოლი, რომლის ვიდეოსაც ქვემოთ გთავაზობთ. ლიონელთა გასახარად ამ დღეს პროფესიულ კარიერაში თავისი...
თამაში, რომელშიც პაუზა მოქმედებაზე მეტი იყო
„ანალიზია გასაკეთებელი. რაც ვნახეთ იმის მიხედვით ფრე უნდა ყოფილიყო. „მალიორკამ’’ ორ საგოლე ეპიზოდში წარმატებას მიაღწია, ჩვენ კი 1:0-ს ვიგებდით და უპირატესობა ვერ შევინარჩუნეთ. საჭიროა კარგად გავიაზროთ რა მდგომარეობაში ვართ სეზონის დასაწყისიდან და ამას თუ გავაკეთებთ ისეთ თამაშებს როგორც დღეს გვქონდა აღარ წავაგებთ. მტკიცე ხასიათის გამოვლენა გვმართებს. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკულები უნდა ვიყოთ. ორ ეპიზოდში კონცენტრაცია...
მამარდას მორიგი უგოლო თამაში
სანაკრებო კვირეულის შემდეგ „ვალენსიამ” შინ „მალიორკას” ვერ მოუგო — 0:0. მასპინძლებს შეეძლოთ გოლის გატანა. ამისათვის მათ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდათ, რომელთაგან ერთი გამორჩეული იყო: პეპელუს მიერ ჯარიმიდან დარტყმული ბურთი ძელმა კარის წინ ჩამოაგდო, სადაც პეტერ ფედერიკო მარტო იდგა, მაგრამ 21 წლის ვალენსიელმა მას ხაზი ვერ გადააკვეთინა. „ღამურების” მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა არც ამ შეხვედრაში გაუშვა გოლი....
მამარდამ ვალენსია კვლავ გადაარჩინა
„მალიორკასა” და „ვალენსიას” შეხვედრის სტატისტიკა გვეუბნება, რომ მასპინძლებმა გიორგი მამარდაშვილის კარის მიმართულებით ცხრაჯერ დაარტყეს. ამ დარტყმებიდან ჩარჩოში წავიდა 5, რომელთაგან ქართველმა გოლკიპერმა 4 მოიგერია. ჩვენი მხრივ დავძენთ, რომ მამარდაშვილის მიერ მოგერიებული დარტყმებიდან სულ მცირე ორი გამორჩეული და რთული მოსაგერიებელი იყო. შეხვედრა დასრულდა 1:1. „მას მერე, რაც პირველ წუთებში გოლი გავუშვით, საქმე გაგვირთულდა, მაგრამ მაინც არ...
დიაკაბიმ ანტირასისტულ ბანერთან სურათი არ გადაიღო
„ვალენსიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა მუკტარ დიაკაბიმ „მალიორკასთან” შეხვედრის წინ ანტირასისტულ ბანერთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ის პლაკატის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით დადიოდა. დიაკაბი თავად შავკანიანია და თითქოს რასიზმთან ბრძოლას მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ ორმაგმა სტანდარტმა აღაშფოთა. ორი სეზონის წინ ფრანგს „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალომ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ საზოგადოება და ფეხბურთის ფედერაცია...
ყველა ტურში გუნდის გადარჩენა შეუძლებელია
„ვალენსიამ” შინ წააგო „მალიორკასთან” — 1:2. „მარკა” წერს, რომ საპრესკონფერენციო დარბაზში შესულ „ღამურების” მწვრთნელს, იტალიელ ჯენარო გატუზოს მარცხის სიმწარე სახეზე ეწერა. ხელის მოცარვას ის თავის თავს აბრალებდა: „წაგება ჩემი ბრალია, რადგან დღეს უკანმოუხედავად მოვიწადინე მოგება, მოედანზე მარკოს ანდრე და უგო დურო შევიყვანე, რამაც ცუდი შედეგი მოიტანა. მე გამარჯვება, მინდოდა, მაგრამ მოვლენათა ფორსირებამ ვერ გვიშველა. მარცხზე...
სპალეტი: კვარაცხელიას არ გაუმართლა, თორემ კარგი იყო
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „მალიორკასთან” სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. პირველი გოლი მე-9 წუთზე, პენალტით, იტალიური გუნდის 23 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიკტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კი 30 წლის ესპანელმა მცველმა ანტონიო რაილომ ნეაპოლელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში გაქვითა. „მან კარგად ითამაშა. მას აქვს მეურვის მოტყუების უნარი. დღეს, უბრალოდ, რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლა,...
ბარსელონამ მინუს 15 მოიგო
„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლუკ დე იონგის გოლისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეაქციის წყალობით მოუგო, 1:0. Covid 19-ით შემუსრილმა კატალონიურმა კლუბმა ცხრილში სამი ქულა შეიმატა. ახლა ის 19 თამაშის შემდეგ 31 ქულით მე-5 ადგილზეა. „ბარსა“ ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მისთვის ჯერჯერობით უფრო მთავარი ის არის, რომ მეოთხე ადგილამდე ერთი ქულაღა აკლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი დე...









