„ვალენსიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა მუკტარ დიაკაბიმ „მალიორკასთან” შეხვედრის წინ ანტირასისტულ ბანერთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ის პლაკატის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით დადიოდა. დიაკაბი თავად შავკანიანია და თითქოს რასიზმთან ბრძოლას მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ ორმაგმა სტანდარტმა აღაშფოთა. ორი სეზონის წინ ფრანგს „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალომ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ საზოგადოება და ფეხბურთის ფედერაცია მხარში ისე არ დაუდგა, როგორც გასული ტურის დროს „მესტალიაზე” მომხდარი ამბის შემდეგ „რეალის” ბრაზილიელ ფორვარდ ვინისიუსს.
ბანერი „რასისტებო, მოშორდით ფეხბურთს” გუნდებმა ლა ლიგის 36-ე ტურის ყველა თამაშის გამოიტანეს და მის უკან კოლექტიური ფოტო გადაიღეს. აქციის სპონსორი იყო მაღალი სპორტის საბჭო, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია და ლა ლიგა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
