გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ’’ „ლეგანესს’’ შინ 2:0 მოუგო. შეხვედრის მთავარი ამბავი ის იყო, რომ მეორე გოლი უმძიმესი ტრავმის შემდეგ მოედანზე თითქმის ერთი წლის შემდეგ დაბრუნებულმა მუკტარ დიაკაბიმ გაიტანა და სიხარული თავაშვებით გამოხატა. სტატისტიკოსები ამბობენ, რომ ეს გახლდათ „ღამურების’’ პირველი გამარჯვება „ლეგანესთან’’ ბოლო ექვს შეხვედრაში. კარლოს კორბერანის გუნდი 23 ტურის შემდეგ 22 ქულით მე-18 ადგილზეა. ეს გასავარდნთა...
ჭდე: მუკტარ დიაკაბი
დიაკაბიმ ანტირასისტულ ბანერთან სურათი არ გადაიღო
„ვალენსიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, გიორგი მამარდაშვილის თანაგუნდელმა მუკტარ დიაკაბიმ „მალიორკასთან” შეხვედრის წინ ანტირასისტულ ბანერთან ფოტოს გადაღება არ ისურვა. ის პლაკატის უკან, რამდენიმე მეტრის მოშორებით დადიოდა. დიაკაბი თავად შავკანიანია და თითქოს რასიზმთან ბრძოლას მთელი გულით უნდა უჭერდეს მხარს, მაგრამ ორმაგმა სტანდარტმა აღაშფოთა. ორი სეზონის წინ ფრანგს „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალომ მიაყენა შეურაცხყოფა, მაგრამ საზოგადოება და ფეხბურთის ფედერაცია...
კალა: დრო ყველა კლოუნს თავის ადგილს მიუჩენს
„მესტალიაზე”, „ვალენსიასა” და „რეალის” შეხვედრაში მომხდარ ინციდენტს დასასრული არ უჩანს. მატჩის დამთავრების შემდეგ „კადისის” ფეხბურთელმა ხუან კალამ, რომელსაც ორი წლის წინ ვალენსიელი მუკტარ დიაკაბის შეურაცხყოფას აბრალებდნენ, დიაკაბისა და გაბრიელ პაულისტას გასაგონად საჯაროდ დაწერა: „დღეს პაულისტას და მის მეგობარს მოედანი განაწყენებულებს არ დაუტოვებიათ. დღეს არ გაუკეთებიათ განცხადებები, არ მოუტანიათ მამხილებელი ვიდეოჩანაწერები, სამაგალითო გულშემატკივრები მოწმეებად არ მოუყვანიათ....
ვალენსიამ მოიგო, მამარდა ყურადღებით იყო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ვალიადოლიდს” 2:1 მოუგო. ამ შეხვედრის გმირი გახლდათ ყმაწვილი, რომელიც ორ კვირაში 20 წლის გახდება. მას ჰქვია ხავი გერა და ლა ლიგაში სულ 55 წუთი აქვს ნათამაშები. სწორედ გერამ შეაგდო მეორე ტაიმის ბოლოს, მსაჯის წამატებულ დროში, მე-4 წუთზე ის გოლი, რომელმაც „ღამურებს” სამი ქულა მოუტანა და ვინ იცის სწორედ ამ სამმა ქულამ გადაარჩინოს...
მამარდამ პამპლონადან სამი ქულა წამოიღო
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” პამპლონაში „ოსასუნა” დაამარცხა 2:1 და სტუმრად უიღბლობის ჯაჭვი გაწყვიტა — „მესტალიას” გარეთ ზედიზედ შვიდი შეხვედრიდან ერთიც არ მქონდა მოგებული. სათამაშო ინიციატივა მეტწილად მასპინძლებისა იყო, თუმცა მატჩი უფრო სამი წითელი ბარათით და ორი გაცუდებული პენალტით შემორჩება მეხსიერებას. სამი წითლიდან ორი „ოსასუნას” ფეხბურთელებმა მიიღეს, ერთი კი ვალენსიელმა მუკტარ დიაჰაბიმ, ისიც მსაჯის წამატებულ წუთებში, როდესაც...
დიაკაბის თვალი გაქცევაზე უჭირავს
„ვალენსიას” ფრანგი მცველი მუკტარ დიაკაბი კლუბიდან წასვლაზე ალაპარაკდა. „ლიონის” ყოფილ მოთამაშეს „მესტალიაზე” ხელშეკრულების თანახმად ერთი წელიწადი დარჩა. მიმდინარე სეზონში მან ლა ლიგის 19 შეხვედრაში ითამაშა. 25 წლის დიაკაბის გამოსასყიდი ფასი 7 მილიონი ევროა. „მე და „ვალენსიას” წარმომადგენლები მალე ავწონ-დავწონით მდგომარეობას და მომავლის ამბავსაც გადავწყვეტთ, — უთხრა მცველმა „მუნდო დეპორტივოს”, — ოთხი წელიწადია რაც „მესტალიაზე” ვთამაშობ....
სტუმრად ფრე გუნდთან, რომელმაც ბარსა და რეალი გააგდო
„ვალენსიამ“ სამეფო თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა — „სან მამესზე“ „ბილბაოსა“ და გიორგი მამარდაშვილის გუნდს შორის უკიდურესად დაძაბული შეხვედრა 1:1 დასრულდა. მატჩში, რომელიც ბევრი ძიძგილაობით და შეჩერებებით გამოირჩეოდა, „ღამურებმა“ მოახერხეს მთელ რიგ ეპიზოდებში ინიციატივა მოეპოვებინათ. ანგარიში 37-ე წუთზე რაულ გარსიამ გახსნა, მაგრამ 65-ზე უგო დურომ გაქვითა. სტუმრებმა ბასკეთი გულნატკენებმა დატოვეს, რადგან 1:1-ის შემდეგ, ერთ ეპიზოდში,...
სილესენი დომენეკმა შეცვალა
„მესტალიაზე“ „ვალენსიასა“ და „სევილიას“ შეხვედრის მე-17 წუთზე მასპინძლების ჰოლანდიელმა მეკარემ ჯასპერ სილესენმა ტრავმა მიიღო და ხოსე ბორდალასმა მის ნაცვლად გიორგი მამარდაშვილი კი არა, ხაუმე დომენეკი შეიყვანა. დომენეკი 31 წლის არის, მამარდაშვილი — 21-ის. მატჩის შემდეგ ბორდალასმა თქვა: „სილესენს საზარდული აწუხებდა. ის ხაუმეთი იმიტომ შევცვალე, რომ ხაუმემ კვირას თასზე ითამაშა და საქმეში მეტად არის ჩართული. რაც...
ვალენსია მოედნიდან გავიდა და დაბრუნდა
„კადისისა” და „ვალენსიას” შეხვედრა 36-ე წუთზე გარკვეული ხნით შეწყდა. მიზეზი: „ვალენსიას” ფრანგი მცველი, 24 წლის მუკტარ დიაკაბი მასპინძელთა ესპანელმა მცველმა 31 წლის ხუან კალამ რასისტულად შეურაცხყო. კერძოდ რა უთხრა კალამ დიაკაბის, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ფრანგმა იმ სიტყვების გამეორება არ იკადრა. თანაგუნდელის მხარდასაჭერად ვალენსიელებმა მოედანი დატოვეს და გასახდელში შევიდნენ. მოგვიანებით შეხვედრა განახლდა, მაგრამ აღელვებულმა დიაკაბიმ სკამზე...








