საფრანგეთის ლიგა 2-ის „მეცში“ გიორგი მიქაუტაძე შესანიშნავ სეზონს ატარებს. ქართველი თავდამსხმელი ლიგა 2-ის ბომბარდირი (23 გოლი, 8 საგოლე პასი) და ამავე დროს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია.
ბოლო დროს მედიაში ხშირად იწერება მისი სავარუდო ტრანსფერის შესახებ. მიქაუტაძის მიმართ დაინტერესებას არაერთი კლუბი იჩენს.
footmercato-ს ინფორმაციით, დაინტერესებულთა შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური „მილანია“, გამოცემა წერს, რომ კლუბის ტექნიკური დირექტორი პაოლო მალდინი რამდენჯერმე ესაუბრა ფეხბურთელსა და მის გარემოცვას, მილანელები მზად არიან ტრანსფერის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გადაიხადონ, არის ვარაუდი, რომ იტალიაში გადასვლის შემთხვევაში, „მილანმა“ მიქაუტაძე ერთწლიანი იჯარით კვლავ „მეცში“ დატოვოს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ფრანგული კლუბი წელს საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლას მოახერხებს.
„მილანის“ გარდა მიქაუტაძის ტრანსფერით სერიოზულად არის დაინტერესებული ინგლისური „ბარნლი“, რომელმაც მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონშიფში პირველი ადგილი დაიკავა და მომავალ წელს პრემიერლიგაში ითამაშებს. გუნდის ბელგიელ მთავარ მწვრთნელს ვინსენ კომპანის ქართველი თავდასმხმელის თავის გუნდში ხილვის დიდი სურვილი აქვს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
