ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ” „მალიორკასთან” სეზონისწინა ამხანაგურ შეხვედრაში 1:1 ითამაშა. პირველი გოლი მე-9 წუთზე, პენალტით, იტალიური გუნდის 23 წლის ნიგერიელმა თავდამსხმელმა ვიკტორ ოსიმენმა გაიტანა, მეორე ტაიმის მე-10 წუთზე კი 30 წლის ესპანელმა მცველმა ანტონიო რაილომ ნეაპოლელთა დაცვის შეცდომით ისარგებლა და ანგარიშში გაქვითა.
„მან კარგად ითამაშა. მას აქვს მეურვის მოტყუების უნარი. დღეს, უბრალოდ, რამდენიმე ეპიზოდში არ გაუმართლა, მაგრამ უეჭველად კარგი იყო”, — თქვა მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ „ნაპოლის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ და დასძინა, რომ ზოგადად მთელი გუნდი უკეთ თამაშობს, ერთი ეგაა, რომ პირველ ტაიმში ძალიან კარგები იყვნენ, მეორეში კი პირველის დონეზე ვეღარ ითამაშეს. მწვრთნელის აზრით, როდესაც ორი განსხვავებული სისტემით თამაშობ, აგრესიული თუ არ იქნები, მოედნის შუაში გაიჭედები, რაც მის გუნდს შესვენების შემდეგ მოუვიდა. ბურთის ფლობაში პრობლემა გვქონდა, რაც იმის ბრალია, რომ ნელა ვირჯებოდით და მოწინააღმდეგემ ჩემი ფეხბურთელების „დაკეტვა” მოახერხაო.
მატჩის შესახებ იმავე აზრისაა ცნობილი იტალიური სპორტული გაზეთი „ლა გაძეტა დელო სპორტი”, რომელიც წერს, რომ სპალეტის გუნდი კარგად თამაშობს, მაგრამ ეს გრძელდება მანამ, სანამ ძალა ჰყოფნის. ის, რომ „ნაპოლი” „მალიორკაზე” მაღალი დონის გუნდი იყო, დაღლამდე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდაო, ამბობს ვარდისფერფურცლიანი გაზეთის მიმომხილველი.
ხვიჩაზე „გაძეტა დელო სპორტი” ამბობს, რომ ის მუდამ შთაგონებული და მონდომებულია, თუმცა ამ შეხვედრაში ესპანელებმა შეძლეს და ის (აგრეთვე ლოსანო) მეურვეებთან პირისპირ არ დატოვეს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
მთავარი ამბავი05/11/2026 | 07:11რეალი რეალია და ოთხშაბათის სხვა ამბები
სიახლეები04/11/2026 | 09:02როგორ ემზადება უნგრეთი საქართველოსთან შესახვედრად?
სიახლეები04/11/2026 | 07:31ჩემპიონთა ლიგის სამშაბათი
