„ბარსელონამ“ „მალიორკას“ ლუკ დე იონგის გოლისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის რეაქციის წყალობით მოუგო, 1:0. Covid 19-ით შემუსრილმა კატალონიურმა კლუბმა ცხრილში სამი ქულა შეიმატა. ახლა ის 19 თამაშის შემდეგ 31 ქულით მე-5 ადგილზეა. „ბარსა“ ლიდერ „რეალს“ 15 ქულით ჩამორჩება, მაგრამ მისთვის ჯერჯერობით უფრო მთავარი ის არის, რომ მეოთხე ადგილამდე ერთი ქულაღა აკლია. შეხვედრის ერთადერთი გოლი დე...
ჭდე: მალიორკა
ჩავი ტორესის თვალებში იყურება
„ბარსელონას“ თავკაცმა ჩავიმ გუნდში ახალი ვარსკვლავის ფერან ტორესის გამოჩენა სიხარულით აღნიშნა. მოგეხსენებათ, ტორესი „კამპ ნოუზე“ „მანჩესტერ სიტიდან“ 55 მილიონ ევროდ გადავიდა. გარიგება 2021 წლის ბოლოს შედგა. მართალია, კლუბები ქაღალდებს ოფიციალურად ჯერ კიდევ აფორმებენ, მაგრამ ფეხბურთელი უკვე ჩავიდა კატალონიის დედაქალაქში. ესპანური პრესა წერს, რომ ჩასვლის მიუხედავად თავდამსხმელი ახალ გუნდში სათამაშოდ ჯერჯერობით არ არის მზად. მას ფეხი...
ბოლოს იყო კუბო
„ვანდა მეტროპოლიტანოზე“ სენსაცია მოხდა: „ატლეტიკოსა“ და „მალიორკას“ თამაშის ბოლოწამს, მსაჯის წამატებულ წუთებში (91-ზე) ტაკეფუსა კუბომ გოლი შეაგდო და სტუმრებს 2:1 მოაგებინა. ანგარიში მატეუს კუნიამ 68-ე წუთზე გახსნა. ეს ამბავი ჩვეულებრივი ლოგიკის ფარგლებში ზედმიწევნით ზუსტად ჯდებოდა — დიეგო სიმეონეს გუნდი, როგორც უნდა ყოფილიყო, მორიგი სამი ქულის ჩასაწერად ამზადებდა ნიადაგს. მაგრამ მე-80 წუთზე ფრანკო რუსომ ანგარიში გაათანაბრა,...
ვალენსიამ შინ ქულა გადაარჩინა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“, რომლის კარს ამჯერადაც გუნდის მთავარ მეკარედ დასახელებული 32 წლის ჰოლანდიელი იასპერ სილესენი იცავდა, შინ, „მესტალიაზე“, „მალიორკასთან“ შეხვედრაში 0:2 ჩამორჩენა აღმოფხვრა და ფრედ ითამაშა — 2:2. ანგარიში ანხელ როდრიგესმა კანგ-ინ ლის პასით გახსნა. ეს 32-ე წუთზე მოხდა. ექვსი წუთის შემდეგ კი მახვილი კუთხიდან შესულმა დანი როდრიგესმა ანგარიში ორამდე გაზარდა, თუმცა გამეორებებმა აჩვენა, რომ...
ბენზემას საუკუნის რეკორდი
ესპანური ლა ლიგას მე-6 ტურში მადრიდის „რეალმა“ „მალიორკას“ 6:1 დასცინა. შეხვედრა საკუთარ ბენეფისად აქცია ქარიმ ბენზემამ. ამ სეზონში მადრიდელთა ფორვარდი შედეგიანი მოქმედების გარეშე მოედანს არ ტოვებს. ამჯერად ფრანგის ანგარიშზე ორი გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემაა. ბენზემას 6 ტურის შემდეგ 8 გოლი და 7 საგოლე პასი დაუგროვდა. ამგვარი შედეგიანობა ტოპ-5 ევროპულ ლიგაში XXI საუკუნეში არცერთ ფეხბურთელს ჰქონია.
15 წლის მესი
მართლაც ძალიან მაგარი ბიჭობა უნდა, ამ ასაკში ლეო მესის რომ შეგადარონ. „მალიორკელ“ ლუკა რომეროს ამაში არგენტინელობაც უწყობს ხელს და ასაკისთვის შეუფერებლად გააზრებული ფეხბურთიც. ლუკა ჩინებული დრიბლიორია და ცაციათი კარგად დაყენებული დარტყმაც აქვს. სერიოზულად გაუმართლა რომეროს. გასული ტურის შეხვედრაში მწვრთნელს იძულებითი ცვლილება დასჭირდა და უკვე მე-12 წუთზე ლუკა მოედანზე შეუშვა. ეს მისი დებიუტი იყო ლა ლიგაში....
ბარსელონაში კვლავ მსაჯობაზე ლაპარაკობენ
ლა ლიგის დოღში ამოსუნთქვა გამორიცხულია: ახლა „რეალმა” მოიგო თავისი შეხვედრა. მადრიდელებს „მალიორკა” ესტუმრათ. შეხვედრა დამთავრდა 2:0. შეგახსენებთ, რომ ორიოდ ტურის წინ „ბარსელონა” ლიდერობდა, მაგრამ „სევილიას” ვერ მოუგო (0:0), რის გამოც შეიქმნა ასეთი სიტუაცია: თუკი დარჩენილ ტურებში „ბარსაც” გაიმარჯვებს და „რეალიც”, ჩემპიონი „რეალი” გახდება. მიზეზი: მიმდინარე სეზონში, პირად შეხვედრებში, მადრიდელებმა კატალონიელებს აჯობეს. მიაქცევდით ყურადღებას, რომ „ბარსელონას”...
გაიქცა, კაცი გაიქცა…
„მალიორკამ” „ბარსელონას” უმასპინძლა, თამაში დახურულ კარს მიღმა ჩატარდა, ვიღაც გულშემატკივარი კი მოედანზე შევარდა და მესისთან სელფის გადაღება სცადა… როდესაც ფანმა მოედანზე შეღწევა მოახერხა, ტელეკამერამ კადრი მარკ-ანდრე ტერ შტეგენზე გადაიტანა, რადგან ასეთი მდგომარეობა პროტოკოლით გათვალისწინებული არ იყო და ხალხმა, რომელსაც რეპორტაჟი მიჰყავდა არ იცოდა როგორ მოქცეულიყო — წესითა და რიგით იქ ხომ უცხო პირი საერთოდ არ...
შეეშალა და რას იზამ
„ბარსელონას” დღეს აქვს ლა ლიგის აღდგენილი ჩემპიონატის პირველი შეხვედრა. ესპანეთის ჩემპიონი მალიორკაზე თამაშობს. შეხვედრა საქართველოს დროით შუაღამისას დაიწყება, ასე რომ ფორმალურად ჩვენთვის ის ხვალაა. ამ მატჩისთვის მზადების დროს მოხდა ასეთი შემთხვევა: 26 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა ნესლონ სემედომ სადღაც, ისეთ ადგილზე ამოჰყო თავი, სადაც ოცზე მეტი ადამიანი იყო ერთად შეკრებილი. ეს კი განა მხოლოდ კლუბ „ბარსელონას”...








