რაც ჩავი „ბარსელონას“ მწვრთნელად დაინიშნა, ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალაო, – ხშირად წერს ესპანური პრესა.
თავად ჩავის განცხადებაც ბევრს ნიშნავს: „ბარსას“ მაისურა 10 კილოგრამით მძიმეა“!
ახლა კი ის მომხდარა, რომ დასვენების დღეს „ბარსას“ 9 ფეხბურთელი მაინც სავარჯიშოდ მისულა ბაზაზე. ეს 9 ფეხბურთელია: სერხიო ბუსკეტსი, დანი ალვეში, სერხიო რობერტო, ფერან ტორესი, კლემან ლენგლე, ერიკ გარსია, მემფის დეპაი, რონალდ არაუხო და ლუკ დე იონგი… ნუ, ზარმაცი უსმან დემბელე რომ არ იქნებოდა, ეს გასაგებია.
„ბარსა“ უკეთესი გახდა. ყოველ შემთხვევაში, ორი-სამი თვის წინანდელთან შედარებაც არაა. ჩავის გუნდს 24 თებერვალს ევროპა ლიგის გასვლითი მატჩი ელის „ნაპოლისთან“. შინ 1:1 დაასრულეს და უამრავი საგოლე შანსი გააცუდეს.
ავტორის პროფილი
- კახელის კვალობაზეც კი გასაოცარი სიდინჯის პატრონის მთავარი ზვარი ქართული ფეხბურთია, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მისი თანდასწრებით „ვალენსიასა“ და ბრაზილიის ნაკრების აუგად ხსენებასაც არ გირჩევთ
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე26/04/2022 | 15:45ბენზემა და ცხრა სხვა
აქეთურ-იქითური26/04/2022 | 14:41როცა ფეხბურთს 33 წლის ასაკში გასწავლიან
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:32ის ურჩევნია ალვესსა …
აქეთურ-იქითური25/04/2022 | 14:05ლემპარდი: აბა, სალაჰი წაქცეულიყო…
