მილანის „ინტერის“ გენერალურმა დირექტორმა ბეპე მორატამ ოფიციალურად განაცხადა, რომ კლუბი აღარ აპირებს კრისტიან ერიკსენთან თანამშრომლობას.28 წლის დანიელს ტრანსფერზე დააყენებენ და იანვარში გაყიდიან. არადა, მოლოდინი სულ სხვაგვარი იყო. „ტოტენჰემში“ გატარებული 7 დიდებული სეზონის შემდეგ მისგან „ინტერში“ არანაკლებს ელოდნენ, მაგრამ ერიკსენი გუნდს აშკარად ვერ მოერგო.
წლეულს შემტევმა ნახევარმცველმა 8 შეხვედრაში ვერც გოლით და ვერც საგოლე პასით გამოიჩინა თავი. დიდად შთამბეჭდავი არც შარშანდელ სეზონი იყო 1 გოლი და 2 საგოლე პასი 17 შეხვედრაში.
ერიკსენისთვის, რომელმაც 2018-19 წლების სეზონში „ტოტენჰემის“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლაში ლომის წილი დაიდო, მართლაც უფერული შედეგია. არადა, მაშინ კრისტიანი ჩემპიონთა ლიგის მეორე საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად დაასახელეს. უკვე გამოითქვა ვარაუდი, რომ არ არის გამორიცხული, ერიკსენის დაბრუნება „ტოტენჰემში“ ჟოზე მოურინიომ მოინდომოს.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?