იტალიური კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა „მილანს“, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი წარმოადგენდა, სასამართლო პროცესი მოუგო. სასამართლომ დაავალდებულა გაზიდისი, ხორვატს 5,37 მილიონი ევრო გადაუხადოს.
ბობანს 2020 წლის მარტამდე „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი ეკავა. ხორვატმა ერთ-ერთ ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა პოტენციურ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან მის ზურგს უკან მოლაპარაკებების წარმოების გამო.
ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები კლუბის დისკრედიტაციას ახდენს. თავის მხრივ, ბობანმა ეს გადაწყვეტილება არაარგუმენტირებულად ჩათვალა და სასამართლოს მიმართა. ვერდიქტი უკვე მოგახსენეთ.
როგორც ბობანი აცხადებს, მარტში მისი პროტესტის მიზეზი არა უშუალოდ რანგნიკის პერსონა, არამედ მოლაპარაკების ამგვარ პარტიზანულ ვითარებაში წარმოება გახდა.
შეგახსენებთ, რომ „მილანამდე“ ზვონიმირ ბობანი ფიფაში მუშაობდა, 1991-2001 წლებში კი ფეხბურთელის რანგში იცავდა „როსონერის“ ღირსებას.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?