ხორვატიის ნაკრებისა და „მილანის” ყოფილი ვარსკვლავი, 55 წლის ზვონიმირ ბობანი უეფას ფეხბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზი გახლდათ ორგანიზაციის პრეზიდენტის ალექსანდერ ჩეფერინის განზრახვა 8 თებერვალს პარიზში დანიშნულ ყრილობაზე შეცვალოს წესდება და თანამდებობაზე 12-წლიანი ყოფნის შემდეგ ისევ იყაროს კენჭი. წესი, რომლის თანახმადაც ერთ ადამიანს უეფას პრეზიდენტად მუშაობა 12 წელზე მეტხანს არ შეუძლია 2017 წელს თავად...
ჭდე: ზვონიმირ ბობანი
ბობანმა მილანს მოუგო
იტალიური კლუბის ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა „მილანს“, რომელსაც აღმასრულებელი დირექტორი ივან გაზიდისი წარმოადგენდა, სასამართლო პროცესი მოუგო. სასამართლომ დაავალდებულა გაზიდისი, ხორვატს 5,37 მილიონი ევრო გადაუხადოს. ბობანს 2020 წლის მარტამდე „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი ეკავა. ხორვატმა ერთ-ერთ ინტერვიუში კლუბის ხელმძღვანელობა გააკრიტიკა პოტენციურ მწვრთნელ რალფ რანგნიკთან მის ზურგს უკან მოლაპარაკებების წარმოების გამო. ივან გაზიდისმა განაცხადა, რომ ამგვარი განცხადებები კლუბის...
მალდინის რეალი ეპატიჟება
ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო. მადრიდის „რეალის“ კულუარებიდან ინფორმირებული მედია ირწმუნება, რომ ფლორენტინო პერესი ლეგენდარულ იტალიელს ესპანეთში გადაბარგებას სთავაზობს. პაოლო მალდინის „მილანის“ სპორტული დირექტორის პოსტი უკავია, თუმცა ჯერ კიდევ მარტში გავრცელდა ინფორმაცია მასსა და კლუბის ხელმძღვანელობის შორის გარკვეული უთანხმოების შესახებ. შეგახსენებთ, რომ მაშინ „მილანის“ დირექტორატი ზვონიმირ ბობანმა დატოვა. მალდინი-ბობანის დუეტი მათ ზურგს უკან საკადრო საკითხების...
მილანიდან ლეგენდები მიდიან?
დიდი შანსია, სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ დირექტორმა ზვონიმირ ბობანმა თანამდებობა დატოვოს. თუ ასე მოხდა, კლუბიდან სპორტული დირექტორი პაოლო მალდინიც წავა. „გაძეტა დელო სპორტის“ ინფორმაციით, მათ ღიად გამოხატეს უკმაყოფილება „მილანის” გენერალური დირექტორის ივან გაზიდისის მიმართ. აღმოჩნდა, რომ, გაზიდისი ბობანისა და მალდინის ზურგს უკან აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანელ რალფ რანგნიკთან და მას მწვრთნელის გარდა, სპორტული დირექტორის პოსტსაც სთავაზობს....


