მადრიდის „რეალმა“ უკვე შეათანხმა ახალი კონტრაქტი ლუკა მოდრიჩთან. ხორვატ ნახევარმცველს 2021 წლის ივნისში ეწურებოდა კონტრაქტი. „რეალი“, რომელიც 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ლუკას 2022 წლის 30 ივნისამდე თანამშრომლობა შესთავაზა.
ხორვატი მადრიდში „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.
არადა, სულ ცოტა ხნის წინ ლუკა დარწმუნებული იყო, რომ ზიდანი შეელეოდა და ამერიკული MLS-ის კლუბებთან აქტიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა.
ზიზუ ვერ შეელია. ბებერი ხარისა ხომ რქებიცა ხნავენ.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?