19 წლის პოლონელი იგა შვიონტეკი „როლან გაროსის“ გამარჯვებულია. საფრანგეთის ახალმა გმირმა ტურნირი ისე დაასრულა, რომ სეტიც არ წაუგია. ფინალში კი მე-4 ნომრად განთესილ სოფია კენინს სულაც საათსა და 21 წუთში მოუღო ბოლო – 6:4, 6:1.
შვიონტეკი პირველი პოლონელია, რომელმაც „დიდი მუზარადის“ ტურნირი მოიგო და ამით ისტორიაში ჩაეწერა. გამარჯვებულმა 1.892.160 ამერიკული დოლარი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ აქამდე მთელი კარიერის მანძილზე შვიონტეკს მხოლოდ 1.106.808 დოლარი ჰქონდა გამომუშავებული. ის მეორე ჩოგბურთელი ქალია, ვინაც „როლან გაროსი“ სეტის წაუგებლად მოიგო. პირველად ეს ჟუსტინ ენინმა 2007 წელს მოახერხა.
19 წლის გოგონა ასევე მეორეა ასაკით მონიკა სელეშის შემდეგ, ვინაც საფრანგეთში იმარჯვა. 1992 წელს სელეშმა წარმატებას 18 წლის და 187 დღის ასაკში მიაღწია.
სამწლიანი პაუზის შემდეგ „როლან გაროსი“ განუთესავმა ჩოგბურთელმა მოიგო. შვიონტეკი, რომელიც 53-ე ჩოგანი იყო, ხვალიდან მე-14 ადგილზე აინაცვლებს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები16/06/2026 | 22:46ჯიკიჩის შემადგენლობა და გეგმა…
სიახლეები06/06/2026 | 18:47ფეხბურთი იწყება უბნიდან
მთავარი ამბავი02/06/2026 | 23:09ამხანაგური ფრე რუმინეთთან
მთავარი ამბავი31/05/2026 | 20:51კვარას ლიგა
