ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო…
„მანჩესტერ იუნაიტედში” კონტრაქტებს ეროვნული ნიშნით აფორმებენო, წერს „სანი” და დასძენს, რომ ეს ინფორმაცია ექსკლუზიურად მისია. კერძოდ, ინგლისელებმა, ეშლი იანგმა, კრის სმოლინგმა, ფილ ჯონსმა და ლუკ შოუმ, მიმდინარე სეზონის მსვლელობისას კლუბთან ახალი ხელშეკრულებები გააფორმეს, ხოლო ესპანელებს დავიდ დე ხეასა და ხუან მატას პირობებზე ჯერ არ შეთანხმებიან, ანდერ ერერას კი სულაც „პარი სენ ჟერმენში” უშვებენ. მას მერე,…
„ბარსელონამ” „ოლდ ტრეფორდზე” კომფორტულად მოიგო. მართალია, მისი შესრულებით უკეთესი თამაშებიც გვინახავს, მაგრამ ფაქტია, გუნდმა ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა და რაც ყველაზე საინტერესოა, ძალიან დამახასიათებელი გოლი გაიტანა — ამ გოლში „ბლაუგრანას” მთელი ფილოსოფია ჩანს. კერძოდ, გოლში, რომელიც ბედის ირონიით მანჩესტერელთა მეკარის დავიდ დე ხეას კარში მისმა თანაგუნდელმა ლუკ შოუმ შეაგდო, „ბარსას” თერთმეტივე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა….
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes