„სოსიედადი“ – „ბარსელონა“ 0:1. კატალონიელებმა პიერ-ემერიკ ობამეიანგის გოლით მოიგეს. 2006 წლის მერე პირველად მოხდა, რომ ესპანურ ლა ლიგაში „ბარსელონას“ ბურთის ფლობა 50 პროცენტზე ნაკლები ჰქონდა – 44,3 %. 16 წლის წინ „ბეტისთან“ ჰქონდათ 44 %. აბა, 2008 წელს პეპ გვარდიოლა მივიდა და „ბარსა“ ბურთს უმალავდა მეტოქეებს. ალბათ, არაესპანურ გუნდებთანაც იშვიათად იქნება შემთხვევა, როცა ბარსელონელებს მეტოქეზე...
ჭდე: პიერ-ემერიკ ობამეიანგი
მეტაფიზიკური რეალი
ჩვენმა ესპანელმა კოლეგებმა საინტერესო სტატისტიკური კანონზომიერება აღმოაჩინეს – თურმე მადრიდის „რეალი“ აუცილებლად იგებს ჩემპიონთა ლიგას იმ სეზონში, როცა „ბარსელონასთან“ შინ აგებს… ასე იყო 2013-14 წლების სეზონში, როცა კატალონიელებმა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ დაამარცხეს „სამეფო კლუბი“ – 4:3. შემდეგ იყო 2015-16 წლების სეზონში – 4:0, 2016-17 – 3:2 და 2017-18 – 3:0. გასულ კვირას, 20 მარტს, პრიმერას 29-ე...
ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი
„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა გუნდის გაბონელ ახალწვეულს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარი უწოდა. „ობამეიანგი ციდან ჩამოვარდნილი საჩუქარივით დაგვეცა თავზე. საქმე არა მხოლოდ მის გოლებშია. მნიშვნელოვანია მისი პროფესიონალიზმი. როგორ ვარჯიშობს, როგორი დამოკიდებულება აქვს კლუბისა და პარტნიორების მიმართ. ყველასათვის მისაბაძი მოთამაშეა“, – ამბობს ჩავი. ობამეიანგი „ბარსელონას“ წლეულს თებერვლის დასაწყისში შეუერთდა. დღემდე მან კატალონიურ კლუბში 6 მატჩი...
რატომ ობა?
კითხვები, პროცედურები, მეილზე გადაგზავნა-გამოგზავნები… დასრულდა: „ბარსელონამ“ პიერ-ემერიკ ობამეიანგი გადაიბირა. მოხდა ისე, რომ ობამეიანგსა და ლონდონის „არსენალს“ შორის კონტრაქტი შეწყდა ორმხრივი შეთანხმებით, ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა და დანარჩენი „ბარსასთან“ მცირე დეტალების გარკვევაღა იყო. კონტრაქტი 2025 წლამდე გაფორმდა, გასაშვები თანხა კი 100 მილიონი ევროა. ობამეიანგის ისტორია ბევრმა კი იცის, მაგრამ მოკლედ მაინც ვთქვათ: „არსენალის“ კაპიტანი იყო. დისციპლინარული...
ასე გაიქცა ობამეიანგი
თქვენს წინაშეა ფოტო, სადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონას“ ვარჯიშზეა აღბეჭდილი. მერე რაო, იტყვის მავანი. ობამეიანგი „ბარსაში“ გადავიდა და თავის ახალ გუნდში ვარჯიშობს. ამაში უცნაური წესით არაფერია. საქმე კი ის არის, რომ ფოტო მანამდეა გადაღებული, სანამ კლუბები თავდამსხმელის თაობაზე შეთანხმდებოდნენ ანუ იმ დღეს, როდესაც ეს ვარჯიში ჩატარდა, გაბონელი ჯერ კიდევ „არსენალის“ ფეხბურთელი იყო. 32 წლის ვარსკვლავმა ორშაბათს...
მე გული მტკივა, მომეც წამალი
პიერ-ემერიკ ობამეიანგის ჯანმრთელობამ ექიმები და ქომაგები შეაშფოთა. გაბონის ნაკრების 32 წლის კაპიტანს Covid 19-ის შემდეგ გულის პრობლემა აღმოუჩინეს და ეს უშუალოდ აფრიკის ერთა თასის დაწყების წინ მოხდა. უფრო კონკრეტულად ჯერჯერობით არაფერს ამბობენ. გაბონის ფეხბურთის ასოციაცია აცხადებს, რომ გარისკვას არ აპირებს. ამიტომაც არ ითამაშა ობამეიანგმა განასთან 1:1 დამთავრებულ შეხვედრაში. კორონას გამო მოედანზე არ იყვნენ „არსენალის“ ვარსკვლავის...
დედა ნახე?
პიერ-ემერიკ ობამეიანგმა „არსენალის“ შემადგენლობაში შეიძლება შუა თებერვლამდე ვერ ითამაშოს. 31 წლის თავდამსხმელი ორი შეხვედრით მოკვეთილია გუნდიდან. მიზეზი: საფრანგეთში იყო დედასთან და ლონდონში დაბრუნება დაიგვიანა, რისთვისაც მწვრთნელმა მიკელ არტეტამ დასაჯა. შესაბამისად, ობამეიანგს დღეს „ლიდსთან“ და „ბოქსინგ დეიზე“ „ნორვიჩთან“ მოედანზე ვერ ვიხილავთ. ამის შემდეგ, თავდამსხმელი გაბონის ნაკრებში უნდა გამოცხადდეს — 6 იანვარს აფრიკის ერთა თასი იწყება. ეს...
კოვიდი არსენალის წინააღმდეგ
„არსენალმა“ დაადასტურა, რომ ერთი კვირის წინ, პრემიერლიგის პირველ ტურში, თავდამსხმელები პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ალექსამდრ ლაკაზეტი covid 19-ის გამო ვერ ათამაშა. ობამეიანგი და ლაკაზეტი ბოლო წამს ვეღარ მოხვდნენ შემადგენლობაში. „მეთოფეებმა“ წააგეს 0:2, რასაც არავინ ელოდა. კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ კოვიდი შეეყარათ მეკარე ალექს რუნარსონსა და გამთამაშებელ ვილიანსაც. ხსენებული ოთხეულიდან ჯერჯერობით მხოლოდ ობამეიანგი გამოჯანმრთელდა და...
არტეტას ფეხბურთელები უჯანყდებიან
„არსენალში” სკანდალი მწიფდება. მიკელ არტეტას ფეხბურთელების მზარდ უკმაყოფილებასთან უწევს გამკლავება. მოთამაშეებს არ მოსწონთ, რომ გუნდის პრობლემები მწვრთნელს კი არა, მათ ბრალდებათ. წამყვანი ფეხბურთელები ფიქრობენ, რომ მათი ესპანელი თავკაცი კლუბში შექმნილ სურათს არასწორად ხატავს. „სანმა” შეიტყო, რომ „არსენალში” არტეტას პოზიცია — მე კარგ ფეხბურთს ვქადაგებ, მაგრამ ისინი ჩემს იდეებს მოედანზე ხორცს ვერ ასხამენ — უსამართლოდ მიაჩნიათ....
არტეტამ ვერაფერი გაიგო
მიკელ არტეტამ „არსენალის” ფანებს ბოდიში მოუხადა. მწვრთნელმა თქვა, რომ ის ვერაფრით ხვდება, რატომ ვერ გადააბეს მისმა ფეხბურთელებმა სამი პასი ერთმანეთს. არტეტა „ლივერპულთან” 0:3 წაგებამ გააბრაზა. მისი აზრით, ხუთშაბათს, ევროლიგაში, პრაღის „სლავიასთან” „არსენალმა” უნდა აჩვენოს, რომ „ყვერებიანი გუნდია” (არტეტას სიტყვებია), რადგან ეს შეიძლება სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგეს. მართალია, „მეთოფეებს” მერსისაიდელების წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში სამი უძვირესი ფეხბურთელი,...









