გრანიტ ჯაკას „არსენალის” კაპიტნობა ჩამოართვეს. ეს ცნობა თავად „მეთოფეთა” მწვრთნელმა უნაი ემერიმ დაადასტურა. ის მას-მედიის წარმომადგენლებს „გიმარაეშთან” ევროლიგის თამაშის წინ მოწყობილ პრეს-კონფერენციაზე შეხვდა. ჯაკას ამბავი ახალია და დიდი შეხსენება არ სჭირდება: მან საკუთარ გულშემატკივრებს აგინა. შვეიცარიელი გუნდს პორტუგალიაში არ გაჰყვა და დღეს არ ითამაშებს. ემერიმ თქვა: „გრანიტს ველაპარაკე. ის „არსენალის” კაპიტანი აღარ არის. მე მას...
ჭდე: პიერ-ემერიკ ობამეიანგი
საცობში მოხვედრილი ფეხბურთელი
ქუჩის კამერებმა დააფიქსირეს როგორ აყენებდნენ „არსენალის” ფანები შეუარაცხყოფას პიერ-ემერიკ ობამეიანგს. ეს ამბავი „კრისტალ პალასთან” ფრედ (2:2) ნათამაშები მატჩის შემდეგ მოხდა; სწორედ იმ მატჩის შემდეგ, რომლის დროსაც გრანიტ ჯაკამ გულშემატკივარს აგინა. ჯაკას ამბავი გახმაურდა, მაგრამ როგორც ირკვევა, შვეიცარიელი არ გახლდათ ერთადერთი „მეთოფე”, რომელმაც იმ დღეს ჩრდილო ლონდონელი ფანების რისხვა მოიმკა. პიერ-ემერიკ ობამეიანგი თავისი „ლამბორგინი ავენტადორით” საცობში...
სულშერი გაბრაზდა, რომ მსაჯი მის სასარგებლოდ შეცდა
გუშინ, „ოლდ ტრეფორდზე” „მანჩესტერ იუნაიტედმა” და „არსენალმა” 1:1 ითამაშეს. მასპინძლები სკოტ მაკტომინეიმ პირველი ტაიმის ბოლო წამებში, საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერი დარტყმით დააწინაურა, მაგრამ შესვენების შემდეგ ანგარიში პიერ-ემერიკ ობამეიანგმა გაქვითა და ჩვენ სწორედ ამ ეპიზოდზე გვინდა შევჩერდეთ. ეს იყო გოლი, რომელშიც ვიდეორეფერი ჩაერია და რომელმაც მანჩესტერელთა თავკაცი ოლე გუნარ სულშერი გააბრაზა. საქმე ის გახლავთ, რომ ობამეიანგმა ბურთი აბსოლუტურად...
იყიდებიან 30 წლისანი
„არსენალმა” კვლავ ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება: ამ საქმეს არც პრემიერლიგის მეხუთე ადგილი ეყო და ევროლიგის ფინალში „ჩელსისთან” 1:4 წაგება მითუმეტეს რას არგებდა. სატრანსფერო ბაზარზე რაღა ხდება? „მეთოფეებს” ამ ფრონტზეც რთულად აქვთ საქმე. ინგლისური მედია ამბობს, რომ კლუბს ჯიბეში სულ 50 მილიონი გირვანქა აქვს და თუ ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაყიდის, დამატებით თანხებს ვერ მოიპოვებს....
მოდი აქ, შე სალაჰანა!
„არსენალის” მცველმა სოკრატის პაპასტათოპულოსმა „ენფილდ როუდზე” „ლივერპულთან” შეხვედრის შესვენებისას გაწევ-გამოწევა მოაწყო. „ლივერპულმა” „არსენალს” 5:1 მოუგო. სოკრატისის გამო პირველი ნახევრის ბოლოწამს ლონდონელების კარში პენალტი დაინიშნა. ბერძენმა მოჰამედ სალაჰი წააქცია და ეგვიპტელმა თავად გაიტანა თერთმეტი მეტრიდან. ასე გახდა ანგარიში 4:1. როდესაც ფეხბურთელები მოედნიდან გადიოდნენ, სოკრატისი და სალაჰი გვერდიგვერდ აღმოჩნდნენ, რა დროსაც კამათი ატყდა. სოკრატისი მიიჩნევდა, რომ სალაჰმა...
ლაკაზეტი ობამეიანგს არ მტრობს
ალექსანდრ ლაკაზეტმა კრიტიკოსებს უპასუხა, პიერ-ემერიკ ობამეიანგი ჩემი კონკურენტი კი არა, მეგობარიაო. ფრანგი თავდამსხმელი ამტკიცებს, რომ ახალი მწვრთნელის უნაი ემერის ხელმძღვანელობით ის და ობამეიანგი ერთად შესანიშნავად შეძლებენ თამაშს. ლაკაზეტი „არსენალში” ერთიწლის წინ „ლიონიდან” 46,5 მილიონ გირვანქად გადავიდა და შედგა თუ არა ახალ გუნდში მოედანზე ფეხი, 3 წუთში გოლი შეაგდო. „მეთოფეთა” შემადგენლობაში ჩატარებულ პირველ 15 შეხვედრაში ლაკაზეტმა...
აფრიკის საუკეთესო!
მოჰამედ სალაჰი! — აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციამ ეგვიპტელი პირველად დაასახელა კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელად. გამოკითხვაში “ლივერპულის“ ვარსკვლავმა თანაგუნდელ საიდო მანესა და “დორტმუნდის” პიერ-ერიკ ობამეიანგს აჯობა. ამრიგად, სალაჰი ისეთი დიდი მოთამაშეების მარაქაში გაერია, როგორებიც იყვნენ დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო და იაია ტურე. ეგვიპტელი დეკემბერში BBC-ს ვერსიითაც გახდა “შავ კონტინეტზე” წლის საუკეთესო. 25 წლის თავდამსხმელი “ლივერპულში” გასულ ზაფხულს “რომადან”...





