ასე გაიქცა ობამეიანგი

Home სიახლეები ასე გაიქცა ობამეიანგი
ასე გაიქცა ობამეიანგი

თქვენს წინაშეა ფოტო, სადაც პიერ-ემერიკ ობამეიანგი „ბარსელონას“ ვარჯიშზეა აღბეჭდილი. მერე რაო, იტყვის მავანი. ობამეიანგი „ბარსაში“ გადავიდა და თავის ახალ გუნდში ვარჯიშობს. ამაში უცნაური წესით არაფერია. საქმე კი ის არის, რომ ფოტო მანამდეა გადაღებული, სანამ კლუბები თავდამსხმელის თაობაზე შეთანხმდებოდნენ ანუ იმ დღეს, როდესაც ეს ვარჯიში ჩატარდა, გაბონელი ჯერ კიდევ „არსენალის“ ფეხბურთელი იყო.

32 წლის ვარსკვლავმა ორშაბათს ბარსელონაში ჩასვლით მოვლენები თითქოს დააჩქარა, მაგრამ ლონდონში ყველა გააოცა. მას მომავალ კლუბთან ჯერ ხელფასიც კი არ ჰქონდა მოლაპარაკებული, როდესაც ესპანელმა ჟურნალისტმა ტონი ხუანმარტიმ ტვიტერზე დაწერა, რომ ობამეიანგი ახალ თანაგუნდელებს თავის ოსტატობას უკვე საქმეში აცნობს. ფოტოც ხუანმარტის გადაღებულია.

როგორც ინგლისური პრესა წერს, ობამეიანგის თაობაზე „არსენალისა“ და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებები კინაღამ ჩაიშალა. კლუბები ვერ თანხმდებოდნენ რა უნდა ექნათ ფეხბურთელის ხელფასისთვის, რომელიც კვირაში 350 000 გირვანქას უდრის.

ჩიხში შესული ფეხბურთელი თითქოს ლონდონში უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 საათით ადრე მხარეებმა უცბად საერთო ენა გამონახეს. „არსენალმა“ როგორც შარშან, მესუთ იოზილი შემთხვევაში, ობამეიანგის კონტრაქტი უბრალოდ გააუქმეს და ფორვარდი თავისუფალ აგენტად აქციეს.

შედეგად, გაბონელმა „ბარსას“ გაუფორმა ექვსთვიანი კონტრაქტი, რომელიც სეზონის ბოლო შეიძლება ერთი წლით გახანგრძლივდეს.

„არსენალმა“ თავის მხრივ დაზოგა 26 მილიონი გირვანქა, რომელიც ფეხბურთელს მომდევნო წელიწადნახევრის განმავლობაში უნდა მიეღო.

გასაგებია, რომ „ბარსა“ ფორვარდს იმდენ ფულს ვერ გადაუხდის, რამდენსაც „მეთოფეები“ უხდიდნენ.