„დორტმუნდმა“ 98 მილიონ ევროზე უარი თქვა და ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მიჰყიდა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მაინც შესძლებს.
„წითელი ეშმაკებში“ მასშტაბური სატრანსფერო კომპანია აქვთ დაგეგმილი და სანჩო მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სულ მანჩესტერელთა გეგმებში რვა ახალი ფეხბურთელის მიყვანა იგეგმება.
ოლე გუნარ სულშერს დაცვაში კალიდუ კულიბალის („ნაპოლი“), ტაირონ მინგსის („ასტონ ვილა“) და ნათან აკეს („ბორნმუთი“) ხილვა სურს. ნახევარდაცვაში სანჩოს გარდა ინტერესს დონი ვან ბეიკისა („აიაქსი“) და ჯეკ გრილიშის („ასტონ ვილა“) მიმართ გამოხატავს, ხოლო თავდასხმაში მუსა დემბელესა („ლიონი“) და ჰარი კეინის („ტოტენჰემი“) გადაბირება უნდა.
საკმაოდ შთამბეჭდავი სიაა და ფინანსურადაც საკმაოდ ხარჯიანი, თუმცა „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა თანხის მოძიებას ფეხბურთელების გაყიდვითაც გეგმავს.
დასრულებული სეზონის შემდეგ გუნდის დატოვება შეუძლიათ ჯესი ლინგარდს, ფილ ჯონსს, ანდრეას პერეირას, კრის სმოლინგს, მარკოს როხოსა და ალექსის სანჩესს.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური14/09/2026 | 13:53ზვერევის მეორე
სიახლეები12/09/2026 | 18:13კვერნაძის ზედიზედ მეორე გოლი იტალიაში [VIDEO]
აქეთურ-იქითური09/09/2026 | 15:41ამერიკა ალკარასის გარეშე
სიახლეები06/09/2026 | 19:48ფროზინონემ კვერნაძის გოლით მოიგო [VIDEO]…
